როგორ მოვასწროთ ყველაფერი

თაიმ-მენეჯმენტის გურუები თავის ლექციებზე სთავაზობენ მონაწილეებს ინტუიციურად(მათემატიკური გამოთვლების გარეშე) თქვან დაახლოებით რამდენი საათი აქვთ სიცოცხლის ბოლომდე. აღმოჩნდა რომ ადამიანები 10-25%-ით აჭარბებენ რეალურ დროს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ კარგად არ ვიცით, რამდენი დრო და რესურსები გვაქვს. თუმცა ამავე ექსპერტების თქმით მთავარია დავიწყოთ თაიმ- მენეჯმენტის ტექნიკების გამოყენება და ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.



განსაზღვრეთ თქვენი სურვილები და მიზნები
თავიდან უნდა გაერკვეთ რაში ხარჯავთ დროს. რატომ მუშაობთ? რისთვის სწავლობთ ინგლისურს? რისთვის ვარჯიშობთ? გაინტერესებთ პროფესია რომელსაც ეუფლებით? ხშირად ჩვენ ინერციით ვცხოვრობთ , არ ვფიქრობთ იმაზე რა გვინდა სინამდვილეში, ამიტომ ჩვენი ცხოვრების დრო იხარჯება არასასურველი მიზნების მიღწევაში.  ფსიქოლოგები გვირჩევენ ვიზუალიზაციის გამოყენებას: იმის გასაგებად რა გსურთ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თავი 5-7 წლის შემდეგ. ეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი ბედნიერი მდგომარეობა. რას აკეთებდით? როგორი სამსახური გაქვთ? რას აკეთებთ თავისუფალ დროს? სად ცხოვრობთ? როგორ გამოიყურებით? ამ კითხვებზე პასუხები არის თქვენი მიზნები. როცა მათ ჩამოაყალიბებთ უკვე შეიძლება დროის დაგეგმვაზე გადასვლა.

კარგად დაგეგმეთ
დროის მართვა დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია, როგორც წესი როცა ადამიანი ვერ ეტევა დროში ეს სიზარმაცის ან მოტივაციის ნაკლებობის ბრალი კი არა დაგეგმვის არ ცოდნაა. ერთდროულად ორი ენის შესწავლა, სუპერ საპასუხისმგებლო პროექტის დასრულება და 10კილოგრამის დაკლება შეუძლებელია, ამ დროს თქვენ ცდილობთ შეძლოთ შეუძლებელი, შედეგად ვერ ვასწრებთ დათქმულ დროში და თავს ვანებებთ საქმეების ნახევარს შუა გზაზე. მიზანს რომ მივაღწიოთ, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და გამოყავით რელისტური დრო ყველაფრისთვის.

გამოიძინეთ
ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ხშირად ძილის უკმარისობის ბრალია. აქციეთ წესად: 8საათიანი ძილი, ეს საკმარისია სრულფასოვანი დასვენებისთვის. დროზე გამორთეთ კომპიუტერი, ტელეფონი, ტელევიზორი და მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება, ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით სწრაფი რეაქციებით, კარგი მეხსიერებით და ნათელი გონებით.

გადაანაწილეთ პრიორიტეტები
დახატეთ კვადრატი და გაყავით ოთხ ნაწილად, პირველ ნაწილში ჩაწერეთ მნიშვნელოვანი და საჩქარო საქმეები, პირველი ადგილი მათ ეკუთვნის. საჩქარო მაგრამ ნაკლებ მნიშვნელოვანი საქმეები იქნება შემდეგი, მნიშვნელოვანი მაგრამ არა საჩქარო საქმეებისთვის უნდა გამოყოთ დროის შუალედები რეგულარულად, არასაჩქარო და უმნიშვნელო საქმეები კი შეგიძლიათ გადადოთ.

ისწავლეთ გომბეშოს მირთმევა საუზმეზე და სპილოს მირთმევა ნაწილ-ნაწილ
საქმეების გადადებას გვაიძულებს ან უსიამოვნო საქმეები, ან ძალიან მასშტაბური: გვეზარება ან გვეშინია რომ მათ მოვკიდოთ ხელი, ამიტომ ვდებთ ამ საქმეებს. ექსპერტები გვირჩევენ რომ გომბეშო(ანუ უსიამოვნო საქმე) უნდა მივირთვათ პირველი(მოვაგვაროთ პირველი), ეს თავიდან აგაცილებთ გამუდმებულ განგაშის გრძნობას რომელსაც იწვევს გასაკეთებელი საქმეები. რაც შეეხება დიდ საქმეებს, გვირჩევენ მივუდგეთ მათ როგორც სპილოს, ყოველ დღე უნდა გავაკეთოთ ამ საქმის გარკვეული ნაწილი.

მოახდინეთ დელეგირება

როგორც წესი პერფექციონისტები თვლიან, რომ ვერავინ მათზე უკეთ ვერ გააკეთებს საქმეებს და ამიტომ მუდამ გადატვირთულები არიან, იღლებიან და ვერ ასწრებენ საქმეებს. დაფიქრდით სახლის საქმეებიდან რისი გადაცემა შეგიძლიათ ოჯახის სხვა წევრებისთვის? რომელი საქმეების გადაცემა შეიძლება დაქვემდებარებულებისთვის(თუ გყავთ ისინი)? თუ ქმარი დაგეხმარებათ ჭურჭლის გარეცხვაში, თანამშრომელი კი კლიენტებთან კონტრაქტის დადებას აიღებს თავის თავზე, თქვენ რამდენიმე საათი გაგითავისუფლდებათ.

მოიშორეთ დროის მჭამელები
ან დააწესეთ მათთვის ლიმიტი. ყოველ დღე ჩაიწერეთ რამდენ დროს ხარჯავთ სხვების პოსტების კითხვაში სოც. ქსელებში, ჭორაობაში, უინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაში ან ტელევიზორის ყურებაში. შედეგი გაგაოცებთ: როგორც წესი ვერ ვამჩნევთ, როგორ ვკარგავთ საათებს არაფერში. საუკეთესო საშუალებაა შეზღუდვის დაწესება, მაგ 30წუთი დღის მანძილზე სოციალური ქსელებისთვის.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2588 times