თუ არ იცით როგორ იცხოვროთ წაიკითხეთ ეს სტატია

გთავაზობთ სტატიას, რომელიც გიკარნახებთ როგორ უნდა მოიქცეთ რომ დაიწყოთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.


ვერავინ ვერ შეძლებს დაგეგმოს თავისი მომავალი
თქვენ არ იცით წინ რა გელოდებათ, ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით. მაგრამ თუ დაიწყებთ იმის კეთებას რაც მოგწონთ, ეს თქვენს მოგზაურობას ცხოვრებაში მეტად საინტერესოს გახდის.

დისკომფორტთან შერიგება შესაძლებელია
ზოგჯერ რაღაც არ გვაწყობს, მაგალითად შეიძლება არ გვაქვს საკმარისი ფული. თუ მართლა გინდათ რაიმე, მოგიწევთ აიტანოთ გარკვეული დისკომფორტი რომ მიაღწიოთ მიზანს.


ცხოვრება ცვალებადია, ჯობია ისწავლოთ მასთან ერთად ცვლილება
ყველაფერი ხდება. გარემოებები უნდა გამოიყენოთ, ყოველი უსიამოვნება არის რამე უფრო დიდის შესაძლებლობა.


მოქმედების გადადება ცუდი სტრატეგიაა
ჩვენ არ ვახალგაზრდავდებით. თუ დროს არ გამოიყენებთ და არ აისრულებთ ოცნებებს შეიძლება ვერაფერი ვერ მიიღოთ ცხოვრებისგან. თუ გსურთ რამის მიღწევა მაშინ უნდა დაიწყოთ მოქმედება. პირველი ნაბიჯები ყველაზე რთულია, მაგრამ ჯობია მოწყდეთ ინტერნეტს და საქმეს შეუდგეთ, წინ ვერ წაიწევთ თუ მხოლოდ იფიქრებთ იმაზე რისი მიღწევა შეგეძლოთ რომ... გემოქმედათ... ამიტომ დაიწყეთ მოქმედება.


კითხვები დაგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარ თავში
დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. დაუსვით თავს მნიშვნელოვანი კითხვები. შეადგინეთ სია რა გაინტერესებთ და რისი კეთება გინდათ, გლობალურად ოცნება რთული მაგრამ მნიშვნელოვანია.


მოსინჯეთ ჯერ კარგად და მერა შეუდექით მთელი ძალებით
თუ გაქვთ სამუშაო ან გატაცება, რომელიც გაინტერესებთ, დაიწყეთ ამის კეთება რომ გაარკვიოთ მართლა გინდათ თუ არა ამის კეთება. ზოგჯერ ადამიანს ეჩვენება, რომ ძალიან უნდა რამის კეთება, მაგრამ რომ ცდის, ხვდება რომ ეს არც ისე უნდა როგორც ეჩვენებოდა. მნიშვნელოვანია მოსინჯოთ იქამდე, სანამ კარდინალურად შეცვლიდით ცხოვრებას.

მნიშვნელოვანია დანაზოგის ქონა
თუ გსურთ საცხოვრებლის შეცვლა  ან კურსების გავლა, სასურველია დაიწყოთ ფულის შეგროვება. თქვენ უნდა დააგროვოთ ცოდნა და გამოცდილება რათა შეძლოთ ახალი საქმით ფულის შოვნა.

უთხარით კი ახალ შესაძლებლობებს
ცხოვრების შეცვლის შანსი შეიძლება გქონდეთ მაგრამ ვერ შენიშნოთ ან შიშის გამო ხელიდან გაუშვათ. ზოგჯერ ის შეუსაბამო დროს ჩნდება, მაგრამ  ჩვენს შეგვიძლია შევნიშნოთ ის და დავიწყოთ მოქმედება.

თუ ცდილობთ გაერკვეთ იმაში, როგორ იცხოვროთ გახსოვდეთ მთავარი: უმოქმედობა არაფერია. გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, მაშინაც კი თუ ზოგჯერ უკმაყოფილო იქნებით თქვენი მოქმედების შედეგებით, ასე ცხოვრების ბოლოს არ ინანებთ რომ რისკავდით და ხვდებოდით წარუმატებლობას, მაგრამ ძალიან ინანებთ რომ არ ცდილობდით.
გამორთეთ ნოუთბუქი და დაიწყეთ ცხოვრება...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3154 times