კაიძენი - იაპონელების წარმატების ფორმულა

იაპონელები არ დაეძებენ იდეალურ სამსახურს, მათ ნებისმიერი სამსახური შეუძლიათ თავისი ოცნების საქმედ აქციონ, საქმე მიდგომაშია.
კაიძენი არის იაპონური ფილოსოფია, რომელიც მიმართულია მარადიულ გაუმჯობესებაზე, სისტემის შემუშავებაზე, დამხმარე ბიზნეს-პროცესებზე და მართვაზე, გარდა ამისა მისი გამოყენება შეიძლება ცხოვრების ყველა ასპექტში.

 


კაიძენი შედგება  5 ძირითადი ელემენტისგან 5ს- სგან:

Seiri - სიზუსტე
Seiton - წესრიგი
Seiso - სისუფთავე
Seiketsu - სტანდარტიზირება
Shitsuke - დისციპლინა

ამ პრინციპების მორგება შეიძლება სამსახურზეც და ცხოვრებაზეც. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სწორედ ამ მეთოდიკის წყალობით ბევრი იაპონური კომპანია, მათ შორის ტოიოტაც მალე დადგა ფეხზე და დაიბრუნეს დაკარგული სიძლიერე.

სამსახური
თუ ამ 5 პრინციპის სამსახურში გამოყენებას გადაწყვეტთ, მაშინ მათ ღირსეული ადგილი უნდა დაიჭირონ თქვენს სამუშაო მაგიდაზე, უნდა გქონდეთ ისინი თვალწინ მანამ, სანამ მათი გამოყენება ავტომატური არ გახდება.

სორტირება
უნდა დაჯდეთ შეადგინოთ სია, რისი გაუმჯობესება გსურთ, ასევე უნდა გაარკვიოთ რა გიშლით ხელს ეფექტურად მუშაობაში. ეს პრინციპი გვირჩევს, რომ არ გავაკეთოთ არაფერი ზედმეტი. რომელი საქმე ნაკლებად არის დაკავშირებული თქვენს ძირითად სამუშაოსთან? რომელიღაც ნაწილის მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება , ზოგის დელეგირება უნდა მოახდინოთ, არ უნდა გააკეთოთ თანამშრომლბის საქმეები. ზოგჯერ ადამიანს მიაჩნია რომ ყველაფერს თვითონ თუ არ გააკეთებს რაღაც არ გამოვა, მაგრამ ეს ასე არ არის. მნიშვნელოვანია პროცესის სწორი ორგანიზება, როცა ყველა თავის საქმეს გააკეთებს საქმე უფრო სწრაფად წავა წინ.


დაფიქრდით რა არის ზედმეტი და გათავისუფლდით ამისგან, დაფიქრდით რა მარტივი პროცესები შეგიძლიათ დაამატოთ სამუშაო პროცესს, როგორც ოკეანე შედგება პატარა წვეთებისგან ასევე გლობალური ცვლილებები იწყება ყველაზე მცირე ცვლილებებისგან.

წესრიგის დამყარება
მას შემდეგ რაც ყველაფერ ზედმეტს თავიდან მოიშორებთ, შეძლებთ დაარეგულიროთ მუშაობის პროცესი და საქმეები მოიყვანოთ წესრიგში. კარგი იქნება თუ პირველ კვირებში აწარმოებთ სამუშაო დღიურს, რომელშიც ჩაიწერთ შესრულებულ საქმეებს, დრო რომელიც მათ შესრულებას დასჭირდა, და აღნიშნავთ მათ პრიორიტეტულობას. შეიძლება აღმოჩნდეს რომ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებში ყველაზე ნაკლებ დროს ხარჯავთ, რუტინაში კი იხარჯება ძირითადი დრო.
თუ იცით რომ 2-3 რთული და მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, შეასრულეთ ისინი იმ დროს, როცა ყველაზე მეტად პროდუქტიული ხართ.

დალაგება
სამუშაო დღის ბოლოს არ დაგავიწყდეთ სამუშაო მაგიდის მილაგება, დააბრუნეთ ყველაფერი თავის ადგილას. საჭირო ნივთების პოვნა გაცილებით ადვილია როცა ყველაფერი თავის ადგილას დევს.
წესრიგის დამყარება ასევე საჭიროა საკუთარ თავშიც. ამისთვის საჭიროა გამოყოთ რამდენიმე წუთი, რომ თქვენს სამუშაო დღიურში შეიტანოთ აუცილებელი ცვლილებები დაასრულოთ სამუშაო დღე და... დაივიწყოთ სამსახურის საქმეები, იმიტომ რომ მეორე დღეს დასვენებული უნდა შეუდგეთ სამუშაოს.

სტანდარტიზაცია
როცა აღარ გააკეთებთ საქმეებს, რომლებიც არ შედის თქვენს მოვალეობაში, ააწყობთ თქვენს სამუშაო პროცესს, მიუჩენთ ყველა საქმეს თავის დროს და ადგილს, ყოველ დღე უნდა იმოქმედოთ ამ სქემის მიხედვით. მალე დაინახავთ დადებით შედეგებს.

პრაქტიკის შენარჩუნება
როცა პირველი ოთხი პროცესი სრულდება, ეს ხდება თქვენი ახალი მუშაობის სტილი. უნდა შეინარჩუნოთ ეს და არ დაუბრუნდეთ ძველ ჩვევებს და მეთოდებს.

როცა იფიქრებთ ახალ მეთოდზე, იფიქრებთ კიდევ რა ცვლილებების შეტანა შეიძლება თქვენს საქმეებში ეფექტურობის გასაზრდელად. ამიტომ ისევ და ისევ გადახედავთ 4 ასპექტს, რათა შეიტანოთ ცვლილებები პროცესში. და ეს სწორი გზაა, იმიტომ რომ კაიძენის მთავარი მიზანია გამუდმებული, უწყვეტი სრულყოფა.

ცხოვრება
ეს 5ს შეიძლება მოარგოთ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს. მაგალითად გინდათ დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
პირველ რიგში დაჯდებით, აიღებთ ფურცელს, გაყოფთ ორ ნაწილად და ჩამოწერთ ერთ მხარეს იმას რაც გიშლით ხელს, მეორე მხარეს კი იმას, რაც გეხმარებათ.

შემდეგ ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტის განსაზღვრის შემდეგ, შეადგენთ გეგმას, სადაც ჩართული იქნება ყველაფერი სასარგებლო, ასევე შეადგენთ სიას იმისას, რისი კეთება უნდა დაიწყოთ. მაგ: თანდათანობითი ჩართვა რაციონში სასარგებლო პროდუქტების, ეს უნდა გააკეთოთ თანდათან წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი და ნებისყოფა მოაწყობენ აჯანყებას, მოითხოვენ შაქრის და სწრაფი ნახშირწყლების დოზას, რომლებსაც მიჩვეული არიან.

შემდგომია სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება. რადგან როცა გარშემო წესრიგი არ არის ადამიანი ადვილად კარგავს მოტივაციას.

შემდეგი ეტაპია ყველა ცვლილების სისტემად ქცევა. არ გადაუხვიოთ გრაფიკს და ის თქვენი ცხოვრების წესად იქცევა.

შემდეგი ეტაპია აჯობოთ ცდუნებას დაუბრუნდეთ ძველ უფრო მარტივ ცხოვრების სტილს, თავიდან ყველა ცვლილება რთულია, გარშემო უამრავი ცდუნებაა და თავის შეკავება რთულია. არასოდეს გაჩერდეთ მიღწეულზე გამუდმებით იარეთ წინ და სრულყოფილებამდე მიიყვანეთ ის, რასაც აკეთებთ.

ეს სისტემა შეგიძლიათ შეუსაბამოთ ნებისმიერ რამეს, მთავარია დაიცვათ ძირითადი წესები: განთავისუფლდეთ ზედმეტისგან, ააშენოთ სისტემა და გამუდმებით სრულყოთ ის!

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3145 times