12 პირობა რომელიც უნდა მისცეთ საკუთარ თავს და შემდეგ შეასრულოთ

ბევრია იმაზე დამოკიდებული როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს. მოდით დავპირდეთ საკუთარ თავს რომ არ დავნებდებით, ვიბრძოლებთ, ვიცინებთ ხმამაღლა და გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას ყოველ ჯერზე, რომ ვიქნებით ანგარიშგასაწევი ძალა, როცა საკუთარი თავის საუკეთესო მეგობრად იქცევით ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება.



მე არ ჩავებღაუჭები წარსულს
თქვენი პრობლემები, სისუსტეები, წარუმატებლობები, ის რასაც ნანობთ, ბევრს გასწავლიან თუ მზად ხართ ისწავლოთ. მიეცით თავს ამის უფლება.
აღიქვით ყველაფერი როგორც სასარგებლო გაკვეთილი. დრო და გამოცდილება დაგეხმარებათ ზრდაში და სწავლაში, რათა შეძლოთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები საკუთარი თავისთვის და მათთვის ვიზეც ზრუნავთ.

მე თვითონ ვმართავ საკუთარ ცხოვრებას და ავიღებ პასუხისმგებლობას ჩვენს საქციელზე
თქვენ ადანაშაულებთ მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სისტემას, სახელმწიფოს, მაგრამ არა საკუთარ თავს. თუ გსურთ შეიცვალოთ და წინ წახვიდეთ უნდა გააცნობიეროთ რომ პასუხისმგებლობა მუდამ თქვენ გეკისრებათ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები, მხოლოდ თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა მათზე. მართეთ თქვენი ცხოვრება დამოუკიდებლად.


მოვექცევი საკუთარ თავს როგორც მეგობარს
გაიხსენეთ როგორც წესი როგორ მიმართავთ საკუთარ თავს? ეს იმედის მომცემი სიტყვებია, ისეთი როგორსაც მეგობარს ეუბნებით? თუ გულსატკენ შენიშვნებს უკეთებთ რომელსაც მხოლოდ მტერს თუ ეტყოდით? მთელი დღე ჩვენ ვაწარმოებთ შინაგან დიალოგს და გვჯერა ყველა ჩვენი სიტყვის. კითხეთ საკუთარ თავს: რომ მყავდეს მეგობარი, რომელიც იმას მეტყოდა რასაც მე საკუთარ თავს ვეუბნები ყოველ დღე, რამდენად დიდხანს დარჩებოდა ის ჩემს მეგობრად?


მე მოვუსმენ ჩემი გულის ხმას
გრძნობები და ინტუიცია იშვიათად გვატყუებენ. თუ გულის სიღრმეში გრძნობთ რომ რაღაც ისე არ არის ეს სწორი აღმოჩნდება. მიაქციეთ ყურადღება თქვენს გრძნობებს და მიყევით მათ.

ვიცხოვრებ ისე, როგორც სწორად მიმაჩნია
იცხოვრეთ ისე, როგორც თავს ბედნიერად გრძნობთ. ზოგი ადამიანი ეცდება გადაგაფიქრებინოთ ეს, ჩვენ ყველას ხომ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ბედნიერებაზე. რომ მიაღწიოთ სასურველს რაღაცაზე უარის თქმა მოგიწევთ, ჯობია უარი თქვათ იმაზე რაც ბედნიერებას არ განიჭებთ.

გავუშვებ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც შევიდა ჩიხში
ადამიანთა უმეტესობა ჩვენს ცხოვრებაში ცოტა ხნით მოდის. ისინი მოდიან, რაღაცას გვასწავლიან, რაღაცას ცვლიან ჩვენში და მიდიან. ეს ნორმალურია. ყველა ურთიერთობა არ სრულდება მაგრამ ყველა ურთიერთობას შეუძლია გვასწავლოს რაღაც. ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე რომ დიდი დრო დახარჯეთ იმ ადამიანთან, ვისთანაც უკვე დიდი ხანია აღარაფერი გაკავშირებთ. მაგრამ არ იდარდოთ ამის გამო, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

მე გავიღიმებ მიუხედავად გარემოებებისა
რთულ პერიოდშიც კი იპოვეთ წუთი რომ გაჩერდეთ და გაიხსენოთ ვინ ხართ. იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის. შემდეგ კი გაიღიმეთ, ყველა ბედნიერია როცა ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძლიერი ხასიათია საჭირო იმისთვის, რომ შეძლოთ გაღიმება რთულ სიტუაციაში. დრო გავა, ყველაფერი მოგვარდება, ძლიერი ადამიანები ჩნდებიან რთული გარემოებების წყალობით.


მე დავაფასებ იმ ცხოვრებას, რომელიც მაქვს
კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. ბევრი ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს, ნუ იქნებით ასეთი. იფიქრეთ იმაზე რისი გაკეთება შეგიძლიათ დღეს და არა იმაზე რის გაკეთება შეგეძლოთ გუშინ. გახსოვდეთ, როცა რამეს კარგავ აუცილებლად იძენ რამე სხვას. დააფასეთ ის რაც გაქვთ და ის ვინც ხართ. დაითვალეთ თქვენი წარმატებები და არა პრობლემები, შეხედეთ ცხოვრებას პოზიტიურად და ის შეიცვლება დადებითისკენ.

გამოვიყენებ ჩემს ძლიერ მხარეებს რომ გავაუმჯობესო სამყარო
ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ ძლიერი მხარეები არ აქვთ. ეჭვით სავსე სამყაროში იპოვეთ ძალა იმისთვის, რომ იყოთ მეოცნებე. იპოვეთ პატიების ძალა, იპოვეთ სიმამაცე იმისთვის რომ გიყვარდეთ, იპოვეთ ძალა ენდოთ. ამის შემდეგ გაიგებთ ისეთ რამეებს თქვენს პიროვნებაზე რაც აქამდე არ იცოდით. სამყაროს თქვენ ჭირდებით.

ვიმუშავებ საკუთარ თავზე
როცა რამეს აკეთებ უნდა ეცადო ეს სწორად გააკეთო. სრულყოფილება შემთხვევითი არ არის. სრულყოფილება დიდი მიზნების, მიზანმიმართული ძალისხმევის, გაცნობიერებული მართვის, მოხერხებული შესრულების შედეგია, ასევე უნარის შეძლო დაინახო შესაძლებლობა და არა დაბრკოლება. ნამუშევარი უნდა შეაფასოთ არა იმით სადაც ახლა ხართ, არამედ იმ გზით რაც აქამდე მოსასვლელად გამოიარეთ. მთავარია იყო მონდომებული და იარო პროგრესის გზით ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველ დღე.

მე გამოვალ კომფორტის ზონიდან
როცა სირთულეებს განიცდით ნუ აღიქვამთ ამას როგორც კრახს. ყველა დიდი წარმატების წინ არის დიდი სირთულეები, რომლის გადალახვაც მოგიწევთ. როცა ამას გააკეთებთ უფრო ბრძენი და ძლიერი გახდებით. დაუშვით შეცდომები, წაიბორძიკეთ, ისწავლეთ თქვენს შეცდომებზე და არ შეწყვიტოთ ზრდა.


მე მივიღებ ცვლილებებს, როცა ისინი აუცილებელია
როგორ უნდა გავიგოთ რომ ცვლილებების დროა? ყოველთვის არის განგაშის სიგნალები, თქვენ მათ ამჩნევთ მაგრამ ყოველთვის არ აღიარებთ ამას. ურთიერთობას, სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს ყველაფერს აქვს თავისი ვადა. ხშირად ამ ვადის გასვლის შემდეგაც არაფერს ვცვლით რადგან გვეშინია ცვლილებების. შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა: ტკივილი, იმედგაცრუება, სინანული. მოიქეცით ჭკვიანურად. მიიღეთ ცვლილებები თუ გრძნობთ რომ ისინი აუცილებელია.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3091 times