გახდით შეუბრალებელი საკუთარი თავის მიმართ და მიაღწევთ ყველაფერს, რაც გსურთ

დადექით სარბენ ბილიკზე, დაიწყეთ სირბილი, ნელა, უბრალოდ ირბინეთ, ნუ დაინიშნავთ ნურც დროს, ნურც დისტანციას, ირბინეთ.
თქვენ მირბიხართ თქვენს სიბრალულთან შესახვედრად.



გავიდა 5 წუთი, შემდეგ 10. სიბრალული უშვებს თავის პირველ მზვერავს გონების სახით, ის გეუბნებათ:
-დღეს გეყოფა, ხვალ შეხვდი სიბრალულს.
მირბიხართ, მსუბუქად იღლებით, გონება აგრძელებს დიალოგს:
-გეყოფა, პირველივე ცდაზე სამი კილომეტრი გაირბინე, ბოლოს აღარც გახსოვს როდის ირბინე, ყოჩაღ შეგიძლია იამაყო საკუთარი თავით:
ისევ მირბიხართ, დიალოგი სულ უფრო ხმამაღალი ხდება:
-რის დამტკიცებას ცდილობ? ვერავინ ვერ ხედავს და ვერ აფასებს ამას, შენ იდიოტი ხარ, არ შეიძლება ასე უცებ ორგანიზმის დატვირთვა.
არ გაჩერდეთ, სხეული იღლება სულ უფრო და უფრო.
-დავიღალე, მტკივა, აღარ შემიძლია.
ისევ მირბიხართ, სუნთქვა გიჭირთ.
-დაგანახა ნეტა შენი თავი გვერდიდან, ძლივს მირბიხარ.

ირბინე!

- აბაზანის მიღება მინდა, დასვენება მინდა. წავიდეთ, მოვწიოთ, შევჭამოთ რამე გემრიელი. გვეყოფა სირბილი, ფილმს ვუყუროთ, ცუდად ვარ.

მირბიხართ, სხეული აღარ გემორჩილებათ, მაგრამ ისევ მირბიხართ.

-გეყოფა, გეხვეწები, ცუდად ვარ, ეხლა მოვკვდები, მეცოდება ჩემი თავი.

მირბიხართ, ტირილი გინდათ, ტირიხართ. გინდათ ყვირილი - ყვირიხართ. მაგრამ აგრძელებთ სირბილს და უცებ:
 ...

სირბილი ადვილი ხდება.

გეხსნებათ მეორე სუნთქვა, გრძნობთ ძალას და ისევ ჩნდება სიბრალული:
-ყოჩაღ, მაჯობე, ახლა კი კინოში წავიდეთ.

მირბიხართ, სიბრალული დაბრუნდება კიდევ და კიდევ, ის მოგატყუებთ, შეგიყვანთ შეცდომაში, დეპრესიაში, ჩაგაგდებთ ეჭვებში, და ყველანაირად ეცდება გაცდუნოთ, რაც არ უნდა მოხდეს გააგრძელეთ სირბილი, თქვენი სხეული უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი სიბრალული, ერთხელაც თქვენი სიბრალული გაქრება და სირბილი იქნება მხოლოდ სირბილი.

ასეა ყველაფერში. ყველგან, სადაც დანებდებით, სადაც თავს იბრალებთ, სადაც სიზარმაცე გაიძულებთ გაჩერდეთ, მოძებნეთ ადგილი სიბრალულის გარეშე, ივარჯიშეთ, ისწავლეთ მისი მოშორება ყველაფერში: ურთიერთობაში, მედიტაციაში, სამსახურში...
გახდით შეუბრალებელი საკუთარი თავის მიმართ და მიაღწევთ ყველაფერს, რაც გსურთ.



რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3227 times