20 ციტატა, რომელიც ხშირად უნდა გადაიკითხოთ

1. ვისაც არ შეუძლია დღის 2/3 საკუთარ თავს მიუძღვნას, მას შეიძლება მონა ეწოდოს. (ფრიდრიხ ნიცშე)

2. აზრი არ აქვს დაიქირავო ჭკვიანი ადამიანები, შემდეგ კი მიუთითო მათ რა გააკეთონ. ჩვენ უნდა დავიქირავოთ ჭკვიანი ადამიანები, რომ მათ გვითხრან როგორ ვიმოქმედოთ. (სტივ ჯობსი)


3. ვისაც უნდა თავისი შრომის შედეგის დაუყოვნებლივ დანახვა, მეწაღე უნდა გამოვიდეს. (ალბერტ ეინშტეინი)

4. ყოველთვის აირჩიეთ ყველაზე რთული გზა - მასზე კონკურენტებს ვერ შეხვდებით. (შარლ დე გოლი)

5. გვიან მიღებული სწორი გადაწყვეტილება არის შეცდომა...(ლი იკოკკა)

6. თუ თვლით რომ სწავლა ძვირია, სცადეთ გაიგოთ რა დაგიჯდებათ უცოდინრობა. (რობერტ კიოსაკი)

7. თუ თქვენი ერთადერთი მიზანი გამდიდრებაა, ვერასოდეს მიაღწევთ მას. (ჯონ დევისონ როკფელერი)

8. ფული ვერ გაგხდით მეტად ბედნიერს. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ისეთივე ბედნიერი ვარ როგორიც ვიყავი მაშინ, როცა 48 მილიონი მქონდა. (არნოლდ შვარცნეგერი)

9. ადამიანებს არ უნდათ იყვნენ მდიდრები, ადამიანებს უნდათ იყვნენ სხვებზე მდიდრები.(ჯონ სტიუარტ მილი)

10. არ თქვა რომ მუშაობ, მაჩვენე რომ გამოიმუშავე. (ტომას რობერტ დიუარი)

11. ვინც მთელი დღე მუშაობს მას არ აქვს ფულის შოვნის დრო. (ჯონ როკფელერი)

12. წარმატების რეცეპტი: ისწავლე, სანამ სხვებს სძინავთ. იმუშავე, სანამ სხვები უსაქმოდ არიან, მოემზადე სანამ სხვები თამაშობენ და იოცნებე სანამ სხვები მხოლოდ ნატრობენ. (უილიამ ა. უარდი)

13. დიდი ხანია ცნობილია რომ ადამიანთა 20% ასრულებს სამუშაოს 80%-ს. ცოტა ხნის წინ გაირკვა რომ 80%-ს გონია თვითონ შედის იმ 20%-ში. (ავტორი უცნობია)

14. ხალხის დარწმუნება შეიძინონ ის, რაც არ ჭირდება, იმ ფულით რომელიც არ აქვთ, იმ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ვისაც ეს არ აინტერესებს  ვირტუოზობად იქცა. (ვიქტორ პაპანეკი)

15. როგორიც არ უნდა იყოს შენი მიზანი მიაღწევ თუ მოისურვებ იშრომო. (ოპრა უინფრი)

16. მე მირჩევნია შემოსავლად მივიღო ასი ადამიანის ძალისხმევის 1%, ვიდრე 100% საკუთარი ძალისხმევისგან. (ჯონ როკფელერი)

17. ბაზარი არასტაბილურია, ინვესტიცია ჩადე საკუთარ თავში. (მიხეილ ბარშევსკი)

18. არ აქვს მნიშვნელობა ფიქრობთ რომ შეგიძლიათ თუ ფიქრობთ რომ არ შეგიძლიათ მაინც მართალი ხართ. (ჰენრი ფორდი)

19. თქვენ გექნებათ ყველაფერი, თუ არ იდარდებთ იმას, ვის შეხვდება შენი დამსახურებული ჯილდო. (ბენჯამინ ფრანკლინი)

20. მირჩევნია დავიქირავო ენთუზიასტი ვიდრე გამოცდილი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის. (ჯონ როკფელერი)

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4196 times