ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაამტკიცეს, რომ ცალკე არც ერთ, ყველაზე სასარგებლო პროდუქტსაც კი არ შეუძლია ადამიანის დაცვა ონკოლოგიური დაავადებისგან. მაგრამ თუ ამ საკითხს მივუდგებით კომპლექსურად, შევავსებთ ყოველდღიურ რაციონს სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, ეს იქნება კარგი პროფილაქტიკა კიბოს წინააღმდეგ.
გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც დაგიცავთ კობოსგან, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ უნდა მიიღოთ ყველა ეს პროდუქტი რეგულარულად:

სამედიცინო წრეებში თანხმდებიან, რომ ანტიქსიდანტები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ორგანიზმისთვის.   ანტიოქსიდანტი წარმოადგენს მოლეკულას, რომელსაც შეუძლია სხვა მოლეკულის ოქსიდაციის პროცესი შეაჩეროს.

ადამიანს ანტიოქსიდანტების მიღება შეუძლია საკვებით და საკვები დანამატების მეშვეობით.  ასაკის მატებასთან ერთად ადამიანში ანტიოქსიდანტების  პროდუქცია მცირდება, ამიტომ მეტი საჭიროება დგება მათი გარედან მიღების. 

როდესაც მოლეკულის ოქსიდაცია ხდება წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები (მეტაბოლიზმის და ენერგიის პროდუქციის შედეგად).  თავისუფალ რადიკალს  აკლია ელექტრონი, ამიტომ ისინი თავს ესხმიან სხვა მოლეკულებს (მაგლითად უჯრედის კედლის მოლეკულას, ან რაიმე ორგანელას) და ცდილობენ „წაართვან“ ის ელექტრონი რომელიც თვითონ აკლიათ.  ამ გზით აზიანებენ თავისუფალი რადიკალი ნორმალურ მოფუნქციონირე უჯრედებს და ქსოვილებს.