გულის შეტევა-ინფარქტი საკმაოდ გავრცელებულია და უეცარი სიკვდილების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს.  გულის დაავადებების მქონე  პაციენტების დაახლოებით ნახევარ შემთხვევაში არის სიმპტომები რომელიც გამაფრთხილებელია და რომლითაც შეიძლება ადამიანმა გამოიცნოს მომავალი გულის შეტევა ან ინფარქტი.

გულის იშემიური დაავადება (გიდ)  იგივე კორონარული არტერიების დაავადება. წარმოადგენს მდგომარეობას როდესაც გულის არტერიებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. 

გულის იშემიური დაავადება  არ არის ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ ის წარმოადგენს ჯგუფს და აერთიანებს  4 მდგომარეობას

  • სტაბილური სტენოკარდია
  • არასტაბილური სტენოკარდია
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • უეცარი სიკვდილი კორონარული მდგომარეობით.

მარტივად რომ ავხსნათ ასეა:

ტერმინი - გულის იშემიური დაავადება იმიტომ აერთიანებს  4 დაავადებას, რომ მათ საერთო მიმდინარეობის სურათი და განვითარება აქვთ. ანუ სიმპტომებით და პათოფიზიოლოგიით ჰგვანან ერთმანეთს, უბრალოდ ყოველი შემდეგი წინას რთული და მძიმე ვარიანტია.   ზოგადი სიმპტომებია (ანუ რაც ოთხივე მდგომარეობისთვის შეიძლება საერთო იყოს)

განვითარებულ ქვეყნებში და  საქართველოშიც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი გულის დაავადებებია. განსაკუთრებით გულის ინფარქტი. მრავალი ფაქტორი განაპირობებს გულის შეტევას მათ შორის სტრესული ცხოვრება, არასათანადო კვება, ჭარბი წონა, ძილის ნაკლებობა, გენეტიკური ფაქტორები და ა.შ.   ამიტომ მათი პრევენციის მიზნით სასურველია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სტრესის შემცირება.

მეორეს მხრივ თ ინფარქტი უკვე ვითარდება არსებობს ნიშნები და სიმპტომები, რომელიც კრიტიკულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ინფარქტის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის სანამ ის დადგება, ეს სიმპტომები ვითარდება ინფარქტის განვითარებამდე ერთი თვის ფარგლებში, შეიძლება უფრო ადრეც განვითარდეს, თქვენ მათ ცნობა უნდა შეგეძლოთ.

 

 გულის ინფაქტი წარმოადგენს გულის კუნთის სიკვდილს. რომელიც ხასიათდება უეცარი ტკივილით გულ-კერდის მიდამოში,   სიმძიმის შეგრძნებით,  გაბუჟებით ხელის მტევანში,  ქვედა ყბაში,  ოფლიანობით, ქოშინით და ა.შ.  ეს სიმპტომები სკმაოდ ცნობილია, მაგრამ ადამიანებს მიოკარდიუმის ინფარქტი ემართებათ  სიმპტომების გარეშეც. ამაზე მრავალი სამედიცინო  მტკიცებულებები არსებობს.  ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც  1800 ადამიანი  45 წელს ზევით  იყვნენ მონაწილეები, მათ  10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და  მათ შორის  8 % -ს დაემართა გულის შეტევა (ინფარქტი) სიმპტომების გარეშე.  

ზოგ შემთხვევაში სიმპტომები იმდენად სუსტია, რომ ადამიანი არც კი მიდის ექიმთან უბრალოდ შეიძლება თავს ცუდად გრძნობდეს, ჰქონდეს გულისრევა, ღებინება და იფიქროს რომ მოწამლულია, ან  თავს დაღლილად გრძნობდეს, ან გულძმარვის შეგრძნების მსგავსი მოვლენა რაც შეიძლება დაუკავშიროს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას.