რა კავშირია მარტოობასა და შიმშილის გრძნობას შორის?

ბევრი ადამიანი საჭმლით ცდილობს არა მხოლოდ კუჭის შევსებას, არამედ ემოციური(სულიერი) სიცარიელის შევსებასაც. საუბარი იმათზეა, ვინც ჭამს იმიტომ, რომ თავს მარტო გრძნობს, ვინც ვერავის უზიარებს თავის შთაბეჭდილებებს და აზრებს, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.



ეს ფენომენი ცნობილია როგორც ემოციური შიმშილი(ზოგჯერ ნერვულ შიმშილსაც უწოდებენ) მის შესაძლო მიზეზებად ასახელებენ განგაშის გრძნობას, დაუკმაყოფილებლობას, მარტოობას, მოწყენილობას, ბრაზს... ადამიანი ცდილობს ჩაახშოს მსგავსი ემოციები ჭამით. გაუცნობიერებლად ჩნდება შეგრძნება, თითქოს შოკოლადი ან ჩიზბურგერი  შეძლებს შეავსოს ადამიანის დანაკლისი და გაუწიოს მეგობრის ან საყვარელი ადამიანის მაგივრობა.

საჭმლით გამოწვეული ნუგეშის გრძნობა ხანმოკლეა. ადამიანები იმის ნაცვლად, რომ მოაგვარონ თავისი ემოციური პრობლემები, იყალიბებენ ამ პრობლემისგან გაქცევის ჩვევას და ხსნას მაცივარში ეძებენ. აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ ვერაფერს კარგს  გემრიელი საჭმლის და ხანმოკლე სიამოვნების მეტს ვერ  მიიღებენ. მაცივარში შეიძლება იყოს ნებისმიერი საჭმელი, მაგრამ არ არის ჭეშმარიტი საშუალება ბრაზის, განგაშის, სასიყვარულო ურთიერთობის და დაბალი თვითშეფასების მოგვარებისთვის.


გარდა ამისა, საშიშროებას წარმოადგენს ისიც, რომ საჭმლის ემოციების რეგულატორად ქცევით, იქმნება ჩაკეტილი წრე : ემოციები - შიმშილი - საჭმელი - ემოციები, ამ გზით ადამიანი პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით კიდევ ერთ პრობლემას შეიძენს. ადრე თუ გვიან უკონტროლო კვებითი ქცევა უარყოფითად აისახება ფიგურაზე, რაც საკუთარი თავის რწმენას და გარშემომყოფებთან ურთიერთობის სურვილს კიდევ უფრო აქვეითებს.

ცოტა ხნის წინ ოჰაიოს უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომ დაედგინათ კავშირი შიმშილის გრძნობასა და მარტოობას შორის, შიმშილის გრძნობას და გრელინის (შიმშილის ჰორმონი) დონეს შორის. საჭმლის მიღების შემდეგ ის ქვეითდება, საკითხავი ის არის როდის მატულობს მისი დონე. აღმოჩნდა რომ, იმ ადამიანებში ვინც თავს მარტოსულად გრძნობს გრელინი იმატებს უფრო ჩქარა.

რომ მოგვარდეს ემოციური შიმშილის გრძნობა, პირველ რიგში უნდა ეცადოთ გაიგოთ, რატომ გრძნობთ თავს მარტოსულად. იქნებ ეს გრძნობა არ არის გამოწვეული ახლობელი ადამიანების არ ყოლით, იქნებ ეს იმის ბრალია რომ დიდი ხანია არ გინახავთ ისინი. ასეთ შემთხვევაში საკმარისია მოინახულოთ მეგობრები/ოჯახის წევრები. მარტოობის გრძნობა შეიძლება გამოწვეული იყოს ზედაპირული ურთიერთობებითაც. ანუ როცა გყავთ ადამიანები, ვისთანაც ატარებთ დროს, მაგრამ არ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი მნიშვნელოვანი აზრები, განცდები ან ემოციები. ამისთვის საჭიროა აირჩიოთ ერთი ან ორი ადამიანი რომელთა ნდობაც შეიძლება და გაუზიაროთ მათ თქვენი ემოციები/აზრები. შიმშილის გრძნობასაც და მის შექმნილ ემოციურ შიმშილსაც შეიძლება ქონდეს სხვა მიზეზები. მთავარია კარგად გაანალიზოთ ის და გაიგოთ, რაში მდგომარეობს, ამის შემდეგ უნდა სცადოთ მოაგვაროთ ის რეალურად არ აარიდოთ პრობლემას თავი და არ მიმართოთ საკვებს.

წარმატებებს გისურვებთ...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2595 times