როგორ მოქმედებს სასწორი ჩვენზე

სასწორი გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი წონის შესახებ და ასევე მთელ რიგ არასწორ შეხედულებებს, მათი ამოცნობა და გაუვნებელყოფა ჩვენი მიზანია, რათა შევძლოთ საკუთარ სხეულთან და საჭმელთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება.



რამდენსაც არ უნდა აჩვენებდეს სასწორი (მომატებულ ან დაკლებულ რამდენიმე კილოს, სასწორი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ინფორმაციით. ეს მარტივი მოწყობილობა , რომელსაც საიმედოთ და ობიექტურად მივიჩნევთ ბადებს ან ინარჩუნებს უამრავ ცრუ შეხედულებას ჩვენს ურთიერთობაზე სხეულთან, წონასთან და კვებასთან. როგორ დავაღწიოთ თავი მის ზემოქმედებას და ცრუ შეხედულებებს? ჩავუღრმავდეთ ყველა ჩვენს მცდარ შეხედულებას რომ მარტივად მოვიშოროთ ისინი. შემდეგ კი შევქმნათ ახალი, სწორი, მშვიდი და რეალური ურთიერთობა ჩვენს წონასთან, სხეულთან და საკუთარ თავთან.

ოცნება იდეალურ წონაზე
ყველაფერი იწყება იდეალური წონის მიღწევის ან დაბრუნების ოცნებით. თუმცა ის იდეალი, რომლისკენაც მივისწრაფით იშვიათად ემთხვევა ჩვენს ბუნებრივ წონას, რომლის დროსაც თავს კომფორტულად და ჰარმონიულად ვგრძნობთ. ზოგჯერ „იდეალურ წონას“ აღწევენ სასტიკი დიეტებით, ან ვერ აღწევენ საერთოდ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იდეალური წონას უამრავი მხარდამჭერი ყავს. სხეულის მასის ინდექსიც კი ითვლება მთლიანი მოსახლეობის საშუალო მონაცემების მიხედვით და არ არის გათვალისწინებული არც წონის დინამიკა, არც ცხოვრების წესი და არც გენეტიკა. მას შემდეგ რაც ადამიანები გამოითვლიან იდეალურ წონას , რომელიც არის სიგამხდრის, სილამაზის, ჯანმრთელობის სიმბოლო. სასწორი კი აძლიერებს ჩვენს შიშებს. როგორ მოვიქცეთ? არ უნდა დავხარჯოთ დრო და ძალისხმევა იდეალური წონის დევნაში, ჯობია ვიპოვოთ ჩვენი ბუნებრივი წონა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ძალისხმევის გარეშე ვინარჩუნებთ ამ წონას, ვითვალისწინებთ ჩვენს ფიზიკურ და კვების შეგრძნებებს.

სასწორი აქცევს პრობლემად ნებისმიერ ჭარბ კილოგრამს
ყველა ჩვენგანის წონა მიდრეკილია ცვალებადობისკენ. ჩვენ ზაფხულში უფრო ნაკლებს ვიწონით, ზამთარში უფრო მეტს. მაგრამ ცვლილებები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი პროდუქტის ქიმიური შემადგენლობით: გლიკოგენის სხვადასხვა კომბინაციებით, ასევე წყლის შეკავებამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის ცვალებადობა 12-24 საათის მანძილზე. ამის შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ჩვენს წონას. რაც უფრო ნაკლები წყალი მიეწოდება ჩვენს სხეულს , მით მეტ სითხეს აკავებს ჩვენი ორგანიზმი.
სპორტიც იწვევს წონაში მატებას (1დან 3კგ-მდე). ამ დროს ან ცხიმოვანი ქსოვილები ნაცვლდება კუნთებით, რომელიც გაცილებით მძიმეა, ან იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ არ ვიკლებთ ცხიმს მაგრამ ვიმატებთ კუნთს.
კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ადამიანს მკაცრი დიეტის შემდეგ არ შეუძლია თავის შეკავება. ყოველ ჯერზე, როცა შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენს თავს, ორგანიზმის თავდაცვის ფუნქციას ვააქტიურებთ.  ის გადადის ცხიმების დაგროვების რეჟიმზე. აი რატომ არის რომ 400გრ ფუნთუშები გადაიქცევა +2კილოდ. და ბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ ჰორმონებიც, რომლებიც ძალიან ძლიერად მოქმედებენ წონის ცვალებადობაზე, განსაკუთრებით კი ქალებში. ცხიმი ნელა გროვდება და ნელა იწვება, თუ კვირაში სამი კილო მოიმატეთ ნუ შეგეშინდებათ ასეთი სწრაფი მატება ხშირად სითხის შეკავების ხარჯზე ხდება.

სასურველი წონა არ ნიშნავს სასურველ სხეულს
ჩვენი ბუნებრივი წონის შენარჩუნება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შეესაბამება ჩვენს აგებულებას და უხდება ჩვენს სხეულს. ლამაზი არის ისეთი, რომელსაც მიიღებ, გიყვარს, რომლის მოვლა სიამოვნებას განიჭებს, ხაზს უსვავ მის დადებით მხარეებს. მაგრამ როცა ლამაზ სხეულზე საუბრობენ ხშირად მოიაზრებენ არსებულ სტანდარტებს. ეს ერთდროულად თან შეცდომაა და თან ტანჯვის წყარო მათთვის, ვინც შორს არის ამ სტანდარტებისგან. როცა ადამიანი აღმოაჩენს რომ მისი სხეული მკვეთრად განსხვავდება იმისგან რასაც „ლამაზ სხეულს“ ეძახიან სასწორი ხდება მტანჯველი, ადამიანი იწყებს ფიქრს: „როცა მე ვიქნები 50კგ, მაშინ ვიქნები ლამაზი“, ასე ჩვენ ვშორდებით ჩვენს სხეულს და ვართმევთ საკუთარ თავს საშუალებას ვიცხოვროთ სიამოვნებით ჩვენს განუმეორებელ სხეულში.

სასწორი უბიძგებს კონტროლისკენ
არსებობს კვების ორი საშუალება ესენია: თავის კონტროლი ან საკუთარი თავის მოსმენა. სასწორი გვიბიძგებს კონტროლისკენ, ამ დროს სხეული იქცევა კონტროლის და იძულების ქვეშ. თუ მოვუსმენთ ჩვენს კვებით მოთხოვნებს, სხეული იქცევა ჩვენს პარტნიორად და არა მოწინააღმდეგეთ.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მისი ფიგურა, გენეტიკა, ცხოვრების სტილი, წარსული მას აქცევს უნიკალურად. სასწორი ამ ყველაფერზე ვერაფერს ამბობს მას პიროვნება დაყავს კილოგრამების რაოდენობამდე. არ ღირს გახდეთ დამოკიდებული სასწორზე, ასე თქვენ დაკარგავთ თავისუფლებას.

სხეულის მასის ინდექსი არ ითვალისწინებს აგებულებას, ცხიმის და კუნთის რაოდენობას სხეულში, არ გამოდგება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის, მოხუცებისთვის და სპორტსმენებისთვის... ასე რომ ნუ ჩაიციკლებით მასზეც...

აიწონეთ იშვიათად
აიწონეთ ისე, რომ ეს დამოკიდებულებად არ გექცეთ.

სასურველია აიწონოთ თვეში ერთხელ. პლიუს მინუს 1-3კგ ითვლება ნორმად.
სასურველია აიწონოთ ერთსა და იმავე დროს(დილას ან საღამოს).

გისურვებთ წარმატებებს...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3968 times