გათავისუფლდით შეზღუდვებისგან და დაიკლებთ წონაში

როცა მუდამ წონაში მატების შიში გვაქვს სულ უფრო ძლიერად ვექცევით საჭმლის ტყვეობის ქვეშ, თან ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. დარღვევების შიში ძალებს გვართმევს და საბოლოოდ მხოლოდ საჭმელზე ვფიქრობთ, გთავაზობთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან.



სასწორზე დადგომის შიში, კალორიების თვლა, ხშირი წახემსება, რომელსაც თან სდევს ძლიერი დანაშაულის გრძნობა, დეპრესია...
ბევრი მათგანი, ვისაც ეშინია ზედმეტი 2-3 კილოგრამის გამუდმებით დიდ ყურადღებას აქცევს თავისი თეფშის შემადგენლობას... შედეგად კი სულ უფრო ბევრს და არასწორად ჭამენ. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომლითაც მოახერხებთ „შეურიგდეთ“ საკვებ პროდუქტებს და საკუთარ წონას...

ჩვენ ყველა კვებითი ქცევის დარღვევის პოტენციური მსხვერპლი ვართ
როცა ვაიგნორებთ შიმშილის და სიმაძღრის გრძნობას, ჩვენს გემოვნებას და მოთხოვნებს, ვეღარ აღიქვამთ ამ ბუნებრივ სურვილებს. და მაშინ კვება იქცევა პრობლემად. რადგან როცა ადამიანი ფიქრობს როგორ ჭამოს ცოტა, გამუდმებით ეფიქრება საჭმელზე. ეს იწვევს ძლიერ წინააღმდეგობას და რადგან ჩვენი კონტროლის რესურსები განუსაზღვრელი არ არის , ადრე თუ გვიან ვემორჩილებით ცდუნებას. როცა მარადიულად ვებრძვით საკვებს, ვეღარ ვხვდებით რა ვჭამოთ და გვეფიქრება: „არსებობს კი გემრიელი პროდუქტი რომელიც არ ასუქებს?“ ან „თუ ამის ჭამას დავიწყებ შევძლებ გავჩერდე“? ასეთ დროს აღარ რჩება თავისუფალი, სპონტანური ქცევის ადგილი.

რა შედეგებამდე მივყავართ ამას?
თავიდან ყველაფერი ნორმალურადაა. ჩნდება შეგრძნება რომ შეგვიძლია ჩვენი სურვილების კონტროლი, მიუხედავად შეზღუდვებისა მაინც ვგრძნობთ ეიფორიას რადგან ვფიქრობთ რომ ვუბრუნდებით ჩვენს იდეალურ სხეულს. გახდე შენი სხეულის პატრონი, ნიშნავს იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, იცი რომ დინებას არ მიყვები, რომ საკუთარი მიმართულებით მიცურავ და ძლიერი ადამიანი ხარ.

 მაგრამ თანდათან ეიფორია გადის , იცვლება გაღიზიანებულობით და ზე მგრძნობელობით, რომლებიც ძნელი ასატანია ახლობლებისთვის. „თავისი ნებით მოშიმშილეები“ გამოირჩევიან განგაშის გრძნობით, მიდრეკილნი ხდებიან სტრესისა და დეპრესიისაკენ. თუ ძალიან ძლიერ შეზღუდვებს უწესებთ საკუთარ თავს, ეს იწვევს ყურადღების გაფანტვას, ხელის შემშლელია სწავლაში, მუშაობაში. ბოლოს როცა ადამიანი არღვევს, თან სდევს სირცხვილის და დანაშაულის  გრძნობა, რაც უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასებაზე.

ასეთი გარდაუვალია დარღვევები?

ზოგს გამოსდის დიდ ხანს თავის შეკავება, ერთი წელი, ათი წელი ან მეტი. ისინი აშენებენ თავის ცხოვრებას ამ ბრძოლის გარშემო და აქვთ გამომუშავებული სტრატეგია, რომლითაც თავს არიდებენ აკრძალულ პროდუქტებს: არ მიდიან სტუმრად, არწმუნებენ თავს რომ სძულთ ცხიმიანი და ტკბილი საჭმელები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ბრძოლაში არაფერს კარგავენ, თუმცა სინამდვილეში ძალიან ძვირად უჯდებათ ეს. ისინი უდიდეს დროს უთმობენ თავდაცვას ამ პროდუქტების ჭამისგან.

ტესტი
გახასიათებთ თუ არა შეზღუდვები?

როგორ ფიქრობთ რა უფრო ასუქებს:
#1. უმი ბოსტნეული, ორთქლზე მომზადებული თევზი სტაფილოთი, უცხიმო იოგურტი.
#2. პომიდვრის სალათი, შემწვარი თევზი, შოკოლადის მუსი.
თქვენ ფიქრობთ რომ #2 მენიუ უფრო ვნებს ფიგურას ვიდრე #1? სინამდვილეში ასე არ არის, რადგან პროდუქტების რაოდენობა არ არის მითითებული, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

თუ იცით რომ ორივე მენიუს აქვს 750კალორია, მაგრამ ერთში არ არის ცხიმები და ტკბილეული, თქვენი აზრით რომელი საკვები მეტად გაასუქებს?

სწორი პასუხი: ორივე მენიუ ერთი და იმავე რაოდენობის კალორიებს შეიცავს ამიტომ ერთნაირად აისახება ფიგურაზე.
მიუხედავად ამისა, ვინც ეს ტესტი გაიარა 90%-მა ჩათვალა რომ უცხიმო და უშაქრო მენიუ ნაკლებად გაასუქებთ, დანარჩენმა 10%-მა ჩათვალეს ისინი ექვივალენტურად, მაგრამ აღნიშნეს რომ წონაში დასაკლებად აირჩევდნენ უცხიმოს და უშაქროს.

ამის გამო ჩნდება გრძნობა რომ უშაქრო და უცხიმო არ ასუქებს, ამიტომაც შეიძლება დამატება, ასე უფრო მეტს ჭამს ადამიანი და თვლის რომ არ მოიმატებს.

და პირიქით, ფიქრობენ რომ ის მენიუ, რომელიც ცხიმებს და შაქრებს შეიცავს უეჭველი ასუქებს მაშინაც კი თუ მხოლოდ 500კალორიას შეჭამ. საბოლოო ჯამში ადამიანები ფიქრობენ რომ ერთი ლუკმა შოკოლადი მეტად გაასუქებთ ვიდრე ერთი ჯამი სტაფილო.

რატომ კარგავენ თვითკონტროლს?

იმის გამო რომ ეშინიათ დარღვევების, ეშინიათ გასუქების, ეს ემოციები უბიძგებს ადამიანს საჭმლისკენ. ჭამა არის დამშვიდების ბუნებრივი საშუალება. როცა სტრესის გამო ადამიანი ჭამს შოკოლადს, ის განიცდის დანაშაულის გრძნობას და კიდევ უფრო მეტად სჭირდება დამშვიდება, ის ხარბად ჭამს აკრძალულ პროდუქტს, რომ ხვალიდან ისევ აუკრძალოს თავს.

შეიძლება მანკიერი წრის დარღვევა?
ზოგიერთი ადამიანი თავად ახერხებს გათავისუფლებას. როცა იტანჯება და ხვდება რომ ეს ტანჯვა გამოუსადეგარია, და წყვეტენ თავის კონტროლს. ზოგიერთი ადამიანის შეზღუდვები კვებაში გამოწვეულია გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებით, ამ დროს კაია ფსიქოთერაპიების კურსის გავლა. როცა ვიკვლევთ ჩვენს ქცევებს, თავიდან ვსწავლობთ გავარჩიოთ ნამდვილი შიმშილი უბრალო მინდასგან, ვამჩნევთ როდის ვჭამთ იმაზე მეტს, რაც ორგანიზმს სჭირდება. ვაბრუნებთ რაციონში აკრძალულ პროდუქტებს, ვაღიარებთ რომ ზოგიერთი პროდუქტი გვამშვიდებს და გვსიამოვნებს. ემოციებზე მუშაობას შეუძლია გაგვათავისუფლოს კილოგრამებთან ბრძოლისგან.

მაგრამ როგორ დავიკლებთ წონაში თუ აღარ გავაკონტროლებთ თავს?
დიეტოლოგებმა გამოთვალეს, რომ თუ ადამიანი 25 კალორიით მეტს შეჭამს დღეში ათი წლის შემდეგ მოიმატებს ცხრა კილოს. მაგრამ ჩვენ ყველა ვიცნობთ ადამიანებს რომლებიც ათი წლის განმავლობაში არ სუქდებიან, რა არის მათი საიდუმლო? ისინი ხელმძღვანელობენ თავისი კვებითი სურვილებით. თუ მოუსმენთ თქვენს სურვილებს თქვენც დაიბრუნებთ თქვენს ნორმალურ წონას. შეიძლება ეს წონა არ ემთხვეოდეს მიღებულ კრიტერიუმებს, მაგრამ ეს იქნება თქვენი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური და გენეტიკურად განსაზღვრული წონა, ამიტომ ღირს მისი მიღება.

გისურვებთ წარმატებებს...


 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2949 times