რატომ ვჭამთ როცა არ გვშია?

საჭმელი ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია, ჩვენ ვცხოვრობთ სტრესულ მდგომარეობაში, არ ვიცით საკუთარი სხეულის მოსმენა, ეს იმას ნიშნავს რომ ბევრი ჩვენგანი ჭამს, როცა მშიერი არ არის. რა არის ამის მიზეზი?



კვებაში თუ არ გვაქვს წონასწორობა, ცხოვრების სხვა სფეროებშიც არ გვექნება წონასწორობა. როგორ ვაქციოთ მადა ჩვენს მოკავშირედ, რათა თავი ვიგრძნოთ კარგად? ეს არც ისეთი მარტივია რადგან შიმშილის გრძნობას მრავალი სახე აქვს.

საჭმელი როგორც ცხოვრების აზრი
საჭმელთან ურთიერთობა პირველი ძალიან ინტიმური გამოცდილებაა ერთი ადამიანის მეორესთან ფიზიკური კონტაქტის. დედას და შვილს შორის ძუძუთი კვების დროს იმდენად ძლიერი კავშირია, რომ ისინი თითქმის ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. მხოლოდ თანდათანობით ბავშვი იწყებს თავის აღქმას დედისგან განსხვავებულად, იწყებს „მე“-ს გარჩევას სხვისგან. თუ ეს რეალობასთან გაცნობა წარუმატებელია, ბავშვი შემდეგაც, დიდობაში, ვერ იძენს საკუთარი თავის მკაფიო შეგრძნებას, საკუთარი სხეულის საზღვრებს ვერ აღიქვამს მკაფიოდ, საჭმელს კი არ აღიქვამს როგორც რაიმე სხვას.

როცა თავს ანებებს დედის რძეს(ან ბოთლს) ბავშვი იღებს ავტონომიურობის პირველ გამოცდილებას. დედაც და ბავშვიც ამ დროს განიცდიან განგაშის გრძნობას, ეს გამოცდილება აყენებს ტრავმას, თუ დედა ამ დროს ცოტა ან ძალიან დიდ დროს უთმობს ბავშვს, თუ დედას დეპრესია აქვს, ან თუ ბავშვი მასთან თავს არ გრძნობს დაცულად და მომავალშიც მისი დამოკიდებულება საკვებთან არ იქნება მოწესრიგებული. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავიდან მოვიპოვებთ ჩვენს შეგრძნებებს, მოვუსმენთ ჩვენს ემოციებს, ჩვენ შევძლებთ აღვიდგინოთ ჰარმონიული ურთიერთობა  კვებასთან და საკუთარ თავთანაც.

ფიზიოლოგიური შიმშილი
იმ კალორიების და საკვები ნივთიერებების გარეშე, რომელსაც ვიღებთ საკვებიდან ვერ შევძლებთ ფუნქციონირებას ვერც ფიზიკურად, ვერც ინტელექტუალურად. შიმშილის გრძნობა გვეუბნება, რომ დროა მივიღოთ საჭირო ენერგია. როგორ ვლინდება შიმშილი? „როცა მშია არ შემიძლია ყურადღების კონცენტრირება და ვკარგავ ფიქრის უნარს“. ზოგი ადამიანი ხდება აღგზნებული და ადვილად ღიზიანდება, ზოგი გრძნობს სისუსტეს და ტკივილს მუცელში.

კარგი იქნებოდა მხოლოდ ფიზიოლოგიაში რომ ყოფილიყო საქმე, ასეთ შემთხვევაში შევჭამდით დანაყრებამდე, მაგრამ ჩვენ ასევე დაჯილდოებული ვართ ხუთი გრძნობით და გონებით რაც საქმეს ართულებს.

სენსორული შიმშილი: ვნება საჭმლის მიმართ
რადგან საჭმლის მომზადება და მიღება რიტუალად და ლამის ხელოვნებად არის ქცეული შიმშილის გრძნობა უკავშირდება მადას. მადა არის ჭამის სურვილი, ამ დროს ჩვენ ვიღებთ სიამოვნებას ჭამის პროცესიდან მაშინაც, როცა არ გვშია. საკმარისია ვიგრძნოთ საჭმლის სუნი, დავინახოთ ნამცხვრები, დავინახოთ როგორ მზადდება საჭმელი და ნერწყვი მოგვდის. ნამცხვრის დანახვა იწვევს ნერწყვის გამოყოფას და ასევე გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი, ჩვენ ჯერ ტუჩებამდე არც მიგვიტანია ლუკმა, ჩვენი ორგანიზმი კი უკვე მზადაა მის გადასამუშავებლად. და პირიქით, გამოყოფილი ინსულინი და ჰორმონები ამძაფრებენ ჩვენს სურვილებს და ნამცხვარს უფრო მიმზიდველს ხდიან.

ყველაზე ძალიან მადას აღძრავს დანახვა და სუნი. შემდეგ გემო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი „მადა ჭამაში მოდის“ -ო. გემოვნების რეცეპტორები გვაიძულებენ ვჭამოთ მეტი, ვიდრე გვჭირდება , უბრალოდ სიამოვნებისთვის. გემო და ყნოსვა ყველაზე ძველია ჩვენი ხუთი გრძნობიდან: ისინი მობილიზებას უკეთებენ ტვინის პრიმიტიულ უბნებს, ისინი განუყოფელია ანატომიურად და ფიზიოლოგიურად ჩვენი მეხსიერებისგან. ყოველ გემოს ავტომატურად უკავშირდება რომელიმე ემოცია, სიამოვნების ან უსიამოვნების, რომელიც სძენს საკვებ პროდუქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ემოციური შიმშილი
რეცეპტორების შიმშილს ემატება ემოციური შიმშილი. ბავშვობის მოგონებები უკავშირდება რომელიმე პროდუქტს და ჩვენ მათ ვჭამთ არა მხოლოდ გემოსთვის, არამედ იმიტომ რომ ისევ ვიგრძნოთ ის სიმყუდროვე, სიყვარული და სითბო, რასაც ვგრძნობდით მაშინ. ჩვენ გადაგვაქვს ეს ემოციები საჭმელზე და ამას არაფერი არ აქვს საერთო შიმშილის გრძნობასთან. იგივე ხდება როცა საჭმლის წყალობით ვცდილობთ თავი დავაღწიოთ მოწყენილობას, მარტოობას, ჩავახშოთ განგაშის გრძნობა ან ბრაზი, რადგან დანაყრების გრძნობა ასოცირდება სიყვარულთან, წარმატებასთან და უსაფრთხოებასთან.
ბულემიის შემთხვევაში, რაც ითვლება ემოციური შიმშილის პათოლოგიურ ფორმად საჭმლის მიღება ასრულებს მომენტალური ანტიდეპრესანტის როლს. ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან თავისი ემოციების მიღება, თავს არიდებენ მათ. ანუ ჩვენ ვჭამთ არა მხოლოდ საჭირო ენერგიის მისაღებად, არამედ საჭმლის წყალობით ჩვენ ვიკლავთ შიმშილის გრძნობას, ვმშვიდდებით, ვიცავთ თავს, ვეძებთ ტკბილ სიამოვნებას და გვსურს კიდევ განვიცადოთ წარსულის სასიამოვნო მომენტები.

რჩევა: ისწავლეთ თქვენი ემოციების მიღება. როცა ჭამას დააპირებთ კითხეთ თავს გშიათ? თუ რომელიმე ემოციის გამო გინდათ ჭამა? და ჭამეთ მხოლოდ მაშინ როცა გშიათ, მხოლოდ ის, რაც გინდათ იმ მომენტში და მხოლოდ დანაყრებამდე, როგორც კი დანაყრდებით შეწყვიტეთ ჭამა, პატივი ეცით თქვენს მოთხოვნილებებს და სურვილებს...

გისურვებთ წარმატებებს...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2902 times