ცხოვრების გემო

ჩვენი ცხოვრებისეული ტონუსი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რითიც ვიკვებებით. როგორ მივიღოთ საკმარისი ოდენობის ძალები, რომ გვეყოს მთელი დღის მანძილზე? გთავაზობთ სტატიას რომელიც დაგეხმარებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში.



ნატურალური პროდუქტების უპირატესობა
ენერგია ჩვენს ორგანიზმს მიეწოდება საკვებიდან. თუმცა ამ მხრივ ყველა პროდუქტი თანაბრად ფასეული არ არის, არსებობს ენერგიის წყარო საკვები და არსებობს სრულიად უსარგებლო საკვებიც. პირველ კატეგორიას განეკუთვნება ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი, მცენარეული ზეთები, მეორე უსარგებლო კატეგორიას განეკუთვნება ტკბილეული, ჩიფსები, ფასტფუდი.


ფერების მონაცვლეობა
ხილი და ბოსტნეული არის მატონიზირებელი და აღმდგენი კვების საფუძველი. კარგია თუ სხვადასხვა ფერის ხილ-ბოსტნეულს მიირთმევთ, რადგან ყოველი ერთი ფერის პროდუქტები შეიცავს ერთი სახის ვიტამინს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს, იდეალურად ავსებს ერთმანეთს: მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი...

ფრთხილად დეფიციტი
თავი რომ ავარიდოთ ძალების დაკარგვას, ცუდ ხასიათს, ცუდად ყოფნას, მნიშვნელოვანია ვიკვებოთ რაციონალურად და მრავალფეროვნად, უნდა მივიღოთ საკმარისი ოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. ეს ნივთიერებები აწვდიან ჩვენს ორგანიზმს ყველაფერ აუცილებელს. ამ მარაგის შევსება შეიძლება შემდეგნაირად: საუზმეზე და სადილზე უპირატესობა მიანიჭეთ ცილებს, დღის მანძილზე მიიღეთ სამი პორცია ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: სრულმარცვლოვანი მაკარონი, ბურღულეული.

უცაბედი დაღლილობა
მკვეთრი სისუსტე დღის მანძილზე შეიძლება განპირობებული იყოს ჰიპო-გლიკემიით (შაქრის დონის შემცირება სისხლში). ეს იმაზე მიუთითებს რომ საკვები არ იყო სრულფასოვანი ან არ გეყოთ, მაგალითად: ვახშამი იყო ძალიან მსუბუქი, საუზმე ან სადილი კი გამოტოვებული... ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ იოგურტი, ერთი ჭიქა წვენი, ცოტა პური. თუ გარეთ ხართ და ცხელა დალიეთ წყალი, სითხის ნაკლებობაც შეიძლება გახდეს დაღლილობის მიზეზი. თან იქონიეთ ჩირი ან თხილეული.

ჩვენი ცრუ მეგობრები
ყავა, გაზიანი სასმელები, ტკბილეული. ისინი ენერგიას გვანიჭებენ, მაგრამ მათი მოქმედება მალე მთავრდება. თუ ხშირად ვიყენებთ მათ, ამას ვაკეთებთ სასარგებლო პროდუქტების ხარჯზე. ამიტომ დაიცავით ზომიერება, მაგ: არ დალიოთ  2 ჭიქაზე მეტი ყავა დღეში. ასევე ყურადღება მიაქციეთ რა საკვების გადამუშავება უჭირს თქვენს ორგანიზმს, ან გაიგეთ რა არ ყოფნის. ეს ვლინდება რაიმე პროდუქტის შეჭმის მწვავე სურვილით.
ერთფეროვანი კვება, ცომეული და ტკბილეული, სწრაფი კვება, არათუ არ გვანაყრებს, არც გვაძლევს საჭირო ენერგიას , ეს აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც და იმაზეც თუ როგორ გრძნობთ თავს.  

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2973 times