მითები ცხიმების წვაზე

 

 

ხშირად მოისმენთ დებულებებს, რომელიც თითქოს აქსიომაა ისე იძახიან ადამიანები. მაგალითად.  პურს თუ აღარ შეჭამ დაიკლებ, 6 ის მერე თუ აღარ შეჭამ დაიკლებ, დღეში  2კილომეტრს თუ ფეხით გაივლი დაიკლებ. თუმცა ყველას გვინახავს ჭარბ წონიანი ახლობლები, რომლებიც  6 ის მერე არ ჭამენ , მაგრამ არ იკლებენ, პურს არ ჭამენ  და იმატებენ, ბევრს სეირნობენ მაგრამ წონაზე არაფერი ეტყობათ.

პირველი მითი - ნახშირწყლების მიღების შემცირება იწვევს წონაში კლებას.  

ახსნა - წონაში კლება  ემორჩილება ფიზიკის კანონებს,  თუ ადამიანი მიიღებს კალორიების იმ ოდენობას რაც  მის დღიურ ნორმაზე მეტია  მაშინ ის ვერ დაიკლებს არ აქვს მნიშვნელობა ნახშირწყლებს მიიღებს თუ არა, ვინაიდან  ცილებიც და ცხიმებიც გლუკოზად გარდაიქმნება სისხლში.  შესაბამისად  წონაში კლებისთვის უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო ვიდრე „დღეიდან პურს აღარ ვჭამ“

 

მეორე მითი -  საშუალო და ხანგრძლივი ვარჯიში უფრო კარგად წვავს ცხიმებს, ვიდრე მაღალი ინტენსივობით და ხანმოკლე ვარჯიში.

სიმართლე -  შეიძლება ვარჯიშის დროს მართლაც შედარებით მეტი ნახშირწყლები საშუალო ინტენსივობის ხანგრძლივი ვარჯიშის დროს დაიწვას, მაგრამ ჯამურად გაცილებით მეტი კალორია იწვის მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს და შემდეგ. ანუ დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვარჯიშს მორჩებით ასევე ბევრი კალორია იწვის.

მესამე მითი - საღამოს  6 ის მერე არ ჭამა. 

ახსნა - გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ  6 ის მერე ჭამის შეწყვეტა იწვევდა წონაში კლებას. კვლევებით ეს არ დადასტურდა. წონაში კლება და მატება დამოკიდებული იყო ჯამურად მიღებული კალორიების ოდენობაზე და არა დროის მიხედვით.  მეტიც ღამე ვინც ჭამს, მაგრამ დღის განმავლობაში ზომიერად მათ შიმშილის და სიმაძღრის ჰორმონული რეგულირება უფრო მოწესრიგებული ჰქონდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც  6 ის მერე არ ჭამდა.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3624 times