რა უნდა იცოდეთ ცილოვან დიეტაზე?

ცილოვან დიეტას ორი ძირითადი მიზეზის გამო მიმართავენ. პირველი არის წონაში კლება, მეორე კუნთოვანი ქსოვილის განვითარება, ანუ ათლეტები მიმართავენ ამ კვებით რეჟიმს ან უბრალოდ ის ადამიანები ვისაც უნდა ე.წ დაკუნთული სხეული.

რამდენი ცილა უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში?

 მიღებული ცილების ოდენობა უნდა იყოს 10 – 30 % მდე. ანუ საერთო ჯამურად რა საკვებსაც იღებთ იმის მესამედი შეგიძლიათ მიიღოთ ცილები.  გრამობაში დაახლოებით 50 -110 გრამი ცილა შეგიძლიათ მიიღოთ დღის განმავლობაში.

როგორ ხდება წონაში კლება ცილოვანი დიეტით?

 

თუ თქვენ ნახშირწყლებს აღარ მიიღებთ (ან ძალიან ცოტას მიიღებთ) მალევე დაკარგავთ წყალს, ამიტომ წონაში კლება შესამჩნევი ხდება მალევე, მეორეს მხრივ ცილები იწვევენ კეტოზს რომელიც  დიეტას ადვილს ხდის, ვინაიდან იკლებს შიმშილის გრძნობა. მაგრამ კეტოზს უარყოფითი მხარეც აქვს: გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი და გულის რევა.

 

რა უარყოფითი მხარე შეიძლება ჰქონდეს ცილოვან დიეტას?

უარყოფითი მხარე ისაა, რომ ხორცის დიდი ოდენობით მიღებამ თუ ის ცხიმთან ერთად იქნება  შეიძლება ქოლესტერინის დონის მატება გამოიწვიოს.  ამიტომ სასურველია ხორცი იყოს მჭლე  და ხორცთან ერთად მიიღოთ ბოსტნეულიც.  

ცილოვანი დიეტის დაწყებისას დარწმუნდით რომ ირჩევთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც  არ შეიცავს ცხიმებს დიდი ოდენობით და სასურველია ხორცს არ მიაყოლოთ პური (ან მიაყოლოთ მცირე ოდენობით დაცეხვილი ხორბლის პური)

თეთრი ხორცი პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს, ხოლო მუქი ხორცი შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ როცა ქათმის ხორცს ყიდულობთ.

ცილოვანი დიეტის დროს აუცილებელია კვირაში ორჯერ ჩართოთ თევზეული, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს (ომეგა  3, ომეგა 6) ამავდროულად შეიცავს ცილებს.

რომელია ყველზე იაფიანი ცილის წყარო?

ასეთ საკვებს წარმოადგენს კვერცხი. ღირს იაფი და დიდი ოდენობით შეიცავს ცილებს, ოღონდ კვერცხი ჯობია იყოს მოხარშული.

კიდევ რომელი პროდუქტები შეიცავენ ცილებს ხორცის გარდა?

ხორცის გარდა ცილებით მდიდარია  ლობიო, ბარდა,  რძის პროდუქტები, თხილი, ნიგოზი, ნუში.

ცილის გარდა დანარჩენი რაციონი რას დავუთმოთ?

ცილის გარდა უნდა მიიღოთ ბოსტნეული, და თუ პური გიყვართ, მაშინ დაცეხვილი ხორბლის პური. ანუ სრულ მარცვლოვანი ხორბლის პური.  ბოსტნეულიდან თითქმის ნებისმიერი სასარგებლოა ნებისმიერი ფორმით. უბრალოდ ეცადეთ კარტოფილი არ მიიღოთ ყოველდღიურად და დიდი ოდენობით,  ვინაიდან დიდი ოდენობით შეიცავს ნაშირწყლებს.  კარგია მწვანე ბოსტნეული,  სოკო, თხილეული, ხილი, ჩირები (ტკბილეულის ნაცვლად).

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 6979 times