5 შეცდომა კვებაში, რომელსაც უშვებენ სუპერჯანმრთელი ადამიანებიც კი

ცხიმების გამორიცხვა რაციონიდან
ეს ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, ცხიმები აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი სრული გამორიცხვა იწვევს სერიოზულ დარღვევებს: თირკმელების მუშაობის დარღვევას, ქვეითდება იმუნიტეტი და ა.შ
კარგი იქნება თუ მიიღებთ ზეითუნის და სხვა მცენარეულ ცხიმებს. ეს ცხიმები შეიცავს ვიტამინ E-ს , რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა, ფრჩხილები და თმები.


ბევრი საკვების მიღება
ხშირად ეს პრობლემა იმათ აქვთ, ვინც ხორცზე უარი თქვა და ეს-ესაა ვეგეტარიანელი გახდა, შეიძლება მოგეჩვენოთ რომ კალორიები არ გყოფნით და მიირთვათ სამი პორცია სალათი ან დალიოთ 1ლ სმუზი. უნდა გახსოვდეთ რომ ნებისმიერი საჭმლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი კუჭის ზომას, ეს დაახლოებით თქვენი ორი ერთმანეთზე მიდებული ხელისგულის ზომაა. შეიძლება იფიქროთ რომ ეს არ გეყოფათ, მაგრამ თუ მალე მოგშივდებათ და მალე მიირთმევთ ეს პირიქით კარგია.

ერთფეროვანი კვება

ხშირად ის ადამიანები, ვინც ცდილობს იკვებოს ჯანსაღად იღებენ მხოლოდ რამდენიმე პროდუქტს ყოველ დღე. ხშირად ასეთი რაციონი არის დიეტებშიც, ზოგჯერ ადამიანები ასე იკვებებიან თვეობით.
ერთფეროვანი კვება იწვევს პრობლემებს, რადგან ჩნდება აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებების დანაკლისი. ამის გამო ქვეითდება იმუნიტეტი, რაც ზრდის დაავადებათა განვითარების რისკს. თმები ხდება მტვრევადი, სახის ფერი სერი, ფრჩხილები იქერცლება. ერთი კვირის მანძილზე ჩამოწერეთ ის პროდუქტები, რომლებსაც იღებთ, თუ სიაში 15-ზე ნაკლები პროდუქტი აღმოჩნდება, მაშინ დროა დაფიქრდეთ რაციონში პროდუქტების დამატებაზე.

დიდი რაოდენობით რძის ნაწარმის მიღება
ზაფხულის მოახლოების გამო ბევრი ადამიანი ცდილობს დაკლებას, ამ დროს იწყებენ დიდი ოდენობით რძის ნაწარმის მიღებას. განსაკუთრებით დიდი ოდენობით იღებენ 0%-იან ხაჭოს და იოგურტებს. უცხიმო და ტკბილი პროდუქტები დიდი ოდენობით მავნებელია ორგანიზმისთვის. როცა არ არის რძის ნაწარმში ცხიმი არ არის კალციუმიც.

დიდი ოდენობით ტკბილეულის მიღება
შაქარი არ არის სასარგებლო პროდუქტი. ასევე არ ღირს დიდი ოდენობით შაქრის შემცვლელის მიღება. ასევე თაფლიც სასურველია მხოლოდ მცირე ოდენობით. თუ მათ სასმელებში ან საჭმელში სუფრის კოვზებით დაამატებთ მალე ეს აისახება ფიგურაზე.

ყველაფერში საჭიროა ზომიერების დაცვა. ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტების დიდი ოდენობით მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, რაც ასევე უარყოფითად აისახება ჩვენს ფიგურაზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3363 times