დღეში რამდენი და რამდენად ხშირად უნდა ვჭამოთ

რამდენად ხშირად და რამდენი უნდა ვჭამოთ დღეში? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, რადგან ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ. საჭმლის რაოდენობა და ჭამის სიხშირე დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, აქტივობაზე, დღის რეჟიმზე, აგებულებაზე, საცხოვრებელ ადგილზე და გენეტიკაზე. ძლიერი მანქანის ძლიერ ძრავს ბევრი საწვავი ჭირდება, პატარა მანქანას კი ნაკლები საწვავი ყოფნის.


ყველა ჩვენგანს თავისი ცხოვრების რიტმი და თავისი ცხოვრება აქვს. ნუ მიყვებით ბრმად სხვის მაგალითს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრების წესი, თუ გსურთ ჯანმრთელობა მოგიწევთ აირჩიოთ საკუთარი ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენი ცხოვრება - სუნთქვა, მოძრაობა, აზროვნება მოითხოვს ენერგიას. ამ ენერგიას ვიღებთ ჰაერიდან, სინათლიდან, წყლიდან და საკვებიდან. ასე რომ საკვები არის ენერგია, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ.

როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები? მათი ცხოვრების პირობები განსახვავებული იყო დღევანდელისგან. ისინი ბევრ დროს ატარებდნენ ჰაერზე, უწევდათ ბევრი სიარული, მოძრაობა, ფიზიკური მუშაობა. მოძრაობა სიცოცხლეა. ჩვენ შექმნილი ვართ იმისთვის რომ ვიმოძრაოთ.

თანამედროვე ტექნოლოგიები  ხელს უწყობს პასიური ცხოვრების წესს. თითქმის ყველაფრის მიღება შეგვიძლია ისე რომ ვიმოძრაოთ რაც შეიძლება ნაკლები, ზოგჯერ ადამიანი საწოლიდანაც კი არ დგება. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მილიონი წლის მანძილზე ჩვენი გენომი ევოლუციას გადიოდა უწყვეტი დაძაბულობის მდგომარეობაში, ადამიანი გამუდმებით იყო საჭმლის ძიებაში.

შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზმი მოითხოვს გამუდმებულ ფიზიკურ აქტივობას იმისთვის რომ გადარჩეს. მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ჩვენგანი ითვალისწინებს ამას. არსებობდა ბუნებრივი კავშირი კვებასა და ფიზიკურ აქტივობას შორის, რომელიც დღეს დარღვეულია(პირველად კაცობრიობის განვითარების ისტორიაში)

დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება საჭმლის მოპოვება (სიარული, სირბილი) ვმუშაობთ მჯდომარე ,ბუნებრივია ჭარბი კალორიები იწვევს სიმსუქნეს და ჯანმრთელობის პრობლემებს.

გავაკეთოთ დასკვნები: ჩვენი წინაპრები ჭამდნენ ნაკლებს და მოძრაობდნენ მეტს.
საუზმე შენ შეჭამე, სადილი მეგობარს გაუყავი, ვახშამი კი მტერს დაუთმე, ამბობდნენ ადრე. ითვლება რომ დილის კვება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგს მადა არ აქვს დილას ძალით ჭამა კი ძნელია, რა არის ამისი მიზეზი? ის რომ ვახშამი იყო ძალიან გვიანი.

თურქული სიბრძნე გვასწავლის: საუზმე ოქროა, სადილი ვერცხლი, ვახშამი კი თაფლი. ასე აკეთებს აქცენტს იმის მიხედვით რომელი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის.
კიდევ ერთი სიბრძნე: დღეში ერთხელ ჭამენ იოგები, ორჯერ გურმანები სამჯერ ავადმყოფი ადამიანები.

მე-19 საუკუნემდე პლანეტის უდიდესი ნაწილის ადამიანები ჭამდნენ დღეში ორჯერ. პირველად დაახლოებით 10 საათისთვის და მეორეთ 5-6 საათისთვის, საკვების მიღების შორის საკმაოდ დიდი შუალედი გამოდიოდა.

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, სადაც ადამიანები გამოირჩევიან სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით იღებდნენ დღეში საშუალოდ 700 კალორიას, მათი საკვები ძალიან მარტივია, ისინი დროის უმეტეს ნაწილს ჰაერზე ატარებენ, ბევრს ცეკვავენ და მხიარულობენ, საჭმელს წამალს ეძახიან და თვლიან რომ: თუ არ შეჭამ საჭმელს როგორც წამალს(ზომიერად) შემდეგ მოგიწევს მიიღო ბევრი წამლები.

ჩვენი წინაპრები ჭამდნენ ნაკლებს, იშვიათად და მოძრაობდნენ მეტს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რას ვჭამთ. რას ჭამდნენ ჩვენი წინაპრები? ეს მთავარი მიზეზია იმისა, რომ ჩვენი წინაპრები ჭამდნენ ნაკლებს და შეეძლოთ ემოძრავათ მეტი.

ისინი ჭამდნენ ხარისხიან საკვებს, ნატურალურს, რომელიც ამარაგებდა მათ ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით და აძლევდა ენერგიას დიდი ხნით. ქონდათ მათ ლუდი და ჩიფსები საღამოს ან ნამცხვარი და ყავა დილით?

მათ არ იცოდნენ რა არის კალორიები და რამდენი კალორია სჭირდებათ დღეში, მაგრამ ბუნებამ დააჯილდოვა ადამიანი უნარით ჭამონ სხეულის მოთხოვნილებების მიხედვით, იმდენი, რომ დააკმაყოფილოს ენერგეტიკული და ბიოქიმიური შიმშილი, თუმცა დღეს ეს ბრძნული ბუნებრივი სტრატეგია დაჩლუნგებულია.
დღევანდელი მაღალკალორიული საჭმელი ვერ გვაძლევს საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებს. ამიტომ ბევრი ჩვენგანი გამუდმებით გრძნობს შიმშილს და აგრძელებს ჭამას იქამდე, სანამ კიდევ რამე ეტევა მუცელში.
ასე ადამიანი შეიძლება იღებდეს 3000 კილოკალორიას დღეში და ამის ფონზე იყოს მუდამ მშიერი, ზოგი პირიქით, ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს, ორგანიზმიც არ ითხოვს ბევრ საკვებს ასეთი ადამიანები ძალიან ცოტას ჭამენ, ძალიან გამხდრები არიან და აქვს სხვადასხვა დაავადებები.

რომ ჭამოთ და დანაყრდეთ საჭიროა მიიღოთ ხარისხიანი საჭმელი. რომელიც მინიმალურად არის ან არ არის დამუშავებული. სასურველია საჭმელი იყოს მარტივი , იყავით ყურადღებით იმის მიმართ როგორ საკვებს ყიდულობთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

ჩვენ ვჭამთ ბევრს და ვიღებთ ცოტას, მოძებნეთ ხარისხიანი საჭმელი, მოამზადეთ თავად. თუ ხარისხიან საკვებს ჭამთ შეიძლება 5 ან 6 საათი აღარ მოგშივდეთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: ვისთან ერთად ჭამთ, როგორ ჭამთ, სად ჭამთ, როდის ჭამთ. მოძრაობა, სუფთა ჰაერი, მზე, სიცილი, მეგობრებთან ურთიერთობა, ბუნებასთან კავშირი, ცხოველებთან კავშირი, დღის სწორი რეჟიმი, წყალი, ჯანსაღი და ხარისხიანი საკვები, სწორი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, კარგი ძილი, ბევრი ცოცხალი საკვები: მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, უმი თხილეული ეს ყველაფერი არის ერთი მთლიანი კომპლექსი ჩვენი სილამაზის და ჯანმრთელობის.

თუ გაითვალისწინებთ ამ ცოდნას დაიბრუნებთ ჯანმრთელობას და იცოცხლებთ დიდხანს, იკვებეთ სწორად, იყავით ჯანმრთელი და ბედნიერი.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4071 times