მოერიდეთ ნატურალურ წვენებს, - ისინი მავნებელია ჯანმრთელობისთვის

წვენის დიეტამ შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე სარგებელი. აი რას გვეუბნება ამის შესახებ ბოლო კვლევები:



შეიძლება სახიფათო კოქტეილი მოიმზადოთ
თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი, ინფარქტი, და სხვა დაავადებები, რომლის დროსაც იღებთ სისხლის გამათხიერებელ წამლებს, ნატურალურმა წვენებმა შეიძლება სისხლის გასქელება და ტრომბები გამოიწვიოს.

ვიტამინი K, რომელსაც შეიცავს კომბოსტო, ისპანახი და ჭარხალი აბათილებს სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მოქმედებას.

თუ ჩამოთვლილი დაავადებები გაქვთ ამ ბოსტნეულის დღიური ნორმა თქვენთვის შეადგენს ნახევარ ჭიქას.

გრეიფრუტმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი სახსრებში
თუ სვამთ ქოლესტერინის დონის შესამცირებელ პრეპარატებს, გრეიფრუტის წვენი გაანეიტრალებს მათ. ასეთი წამლების და გრეიფრუტის წვენის ერთდროული მიღება იწვევს ტკივილს კუნთებში და სახსრებში, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის და თირკმელების პრობლემები.
გრეიფრუტი ასევე არათავსებადია წნევის დამწევებთან, ალერგიასთან და დამამშვიდებლებთან.

წვენებმა შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი
ყოველდღიურად ერთი ჭიქა ვაშლის, ფორთოხლის და სხვა ტკბილი ხილის წვენის მიღება 20%-ით ზრდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს.

საქმე იმაშია რომ წვენიდან იღებთ სუფთა შაქრებს, უჯრედისის გარეშე და იწვევს სისხლში შაქრის მატებას.

გამოსავალია მიირთვათ ხილი ცოცხალი სახით, ის შაქრებთან ერთად შეიცავს უჯრედისს, უჯრედისის გადამუშავებაზე ორგანიზმი ხარჯავს ენერგიას და შაქრის დონეც არ იმატებს მკვეთრად სისხლში.

შეიძლება დაიზიანოთ თირკმელები
თუ თირკმელები გაწუხებთ მოერიდეთ წვენებს კალიუმის მაღალი შემცველობით: ბანანის, ვაშლის და კომბოსტოს.

კალიუმის მაღალი დოზა გამოიხატება კუნთების მოდუნებით და ჩხვლეტის შეგრძნებით კუნთებში. დიდი დოზით კალიუმის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი.

შეიძლება დაიზიანოთ ფარისებრი ჯირკვალი
კომბოსტოს ყველა სახეობა, ასევე ისპანახი მდიდარია გლუკოზინოლატებით, ნაერთებით, რომელიც იწვევს ჰიპოთირეოზს ან ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შესუსტებას.  არაფრით არ შეიძლება დიდი ოდენობით კომბოსტოს მიღება თუ გაქვთ ფარისებრის პრობლემები.

შეიძლება მოიწამლოთ
ახალგამოწურული წვენები არ გადიან პასტერიზაციას, ამის გამო შეიძლება მოიწამლოთ.
არ იყიდონ ახალ გამოწურული წვენები საეჭვო ადგილებში, თუ თქვენ აპირებთ გამოწურვას კარგად გარეცხეთ ხილი/ბოსტნეული, დალიეთ გაწურვიდან ნახევარი დღის შემდეგ.

წვენები არ წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან

ეს მითია. ტოქსინებისგან სხეულს წმენდს თირკმელები, ღვიძლი, ნაწლავები, მაგრამ არა სასმელი და საჭმელი. თვითონ „ტოქსინი“ შხამს ნიშნავს. შხამები ორგანიზმში ხვდება თუ რამე შხამიანს მიირთმევთ ან სერიოზული დაავადებების შედეგად.

სხვა ტოქსინები არ არსებობს და წვენები მათ ვერ შველის.

წვენები ძალიან კალორიულია
წვენების კალორიულობა 100 გრამზე უფრო მეტია ვიდრე იმ ხილის რისგანაც წვენია დამზადებული.

აკლებთ ორგანიზმს ცილას და მცენარეულ უჯრედისს
შედეგად შეიძლება გაგიჩნდეთ კუნთების და საჭმლის მონელების პრობლემები. წვენების ყოველდღიური მიღება მავნებელია ორგანიზმისთვის.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4244 times