ორთორექსია - არაჯანსაღი მისწრაფება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ „ჯანსაღი კვებით“ უზომო გატაცების მიღმა შეიძლება იმალებოდეს კვებითი ქცევის დარღვევა რომელსაც ეწოდება ორთორექსია.

მოცემულ მომენტში ორთორექსიას უწოდებენ ჯანსაღი კვებისადმი გადამეტებულ მისწრაფებას, ნერვული ორთორექსია ჯერ ცალკე არ არის გამოყოფილი, მაგრამ ფიქრობენ რომ ეს შესაცვლელია.



ითვლება რომ ტერმინი ორთორექსია შემოიტანა სტივენ ბრატმანმა 1996 წელს, როცა ცდილობდა თავისი კლიენტებისთვის აეხსნა, რომ მათი ფიქსაცია ჯანსაღ კვებაზე და მათი კვებითი ქცევა არ იყო ჯანსაღი.

სპეციალისტები თვლიან, რომ ორთორექსია გავს ნორმალური ადამიანების კვებას, რომლებიც ზრუნავენ ჯანმრთელობაზე. ისინი კითხულობენ ეთიკეტებს, წონიან პორციებს, არ ყიდულობენ გადამუშავებულ საკვებს, მიირთმევენ ხილს და ბოსტნეულს. ბევრი სპორტ დარბაზი მხარს უჭერს ასეთ დამოკიდებულებას, მამაკაცები, რომლებსაც სურთ კუნთების დაყენება ითვლიან ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს საჭმელში, იგივე ეხებათ ქალებს, რომელთაც აქეზებენ „დაიყენონ ტანი“ ზღვის სეზონისთვის.

სამწუხარო ის არის რომ ზღვარი როცა კვებითი ქცევა გადადის კვებითი ქცევის დარღვევაში თავიდან შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, ბუნებრივია ამ დარღვევის სიმპტომები ანორექსიის და ბულიმიის სიმპტომებისგან განსხვავებით არ მიიქცევს ექიმების ყურადღებას.

ფსიქოლოგი ტომას დანი თავის ინტერვიუში აცხადებს: „ ანორექსიით დაავადებული ადამიანები, ამცირებენ რაციონს, რადგან მისდევენ მოდის ტენდენციებს და დიეტებს ჯანსაღი კვების საფუძველზე რომ დაიკლონ წონაში. ორთორექსიით დაავადებული ადამიანები ამცირებენ რაციონს, იცავენ დიეტას ჯანსაღი კვების პრინციპების მიხედვით იმისთვის, რომ იყვნენ ჯანმრთელები“. თუმცა თანდათან სულ უფრო ღარიბდება მათი რაციონი და ამის ფონზე ბოლო ძალების დახარჯვამდე ვარჯიშობენ სასურველი სხეულის მისაღებად, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე.

თუმცა ყველა სახის კვებითი ქცევის დარღვევა საკუთარი არასრულფასოვნების განცდიდან იღებს სათავეს, დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი, კონტროლის სურვილი, თუმცა ეს ყველაფერი ვლინდება სხვადასხვა დარღვევების სახით. ორთორექსიის გაჩენის მიზეზად ასახელებენ ზრდად ყურადღებას ჯანსაღი, ტონუსში მყოფი, კუნთიანი სხეულის მიმართ, ასევე დიდი ოდენობით რეკლამებს სოციალური ქსელებიდან.

ორთორექსია ინკურნება ისევე, როგორც სხვა კვებითი ქცევის დარღვევები: უნდა დაეხმარო პაციენტებს შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ მათი დამოკიდებულება საკვების მიმართ არ არის ჯანსაღი, რომ საჭიროა ახალი ჩვევების განვითარება, ასევე საჭიროა გაერკვეს ღრმა ემოციებში, რომელიც შეიძლება იყოს დარღვევის მიზეზი.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3035 times