ნორმალურ წონაზე მუცლის ქონა უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თანაბარი სიმსუქნე

შეიძლება ხშირად დაგიმშვიდებიათ თავი : „ეს ჭარბი წონა არ არის, ეს მხოლოდ მუცელია“ არადა სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოთ ყურადღებით.



თქვენი სხეულის ცხიმის ტიპი და მისი განლაგება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ციფრები სასწორზე.

ამერიკაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 15 000 ადამიანი, მუცლის გარშემოწერილობის სხვადასხვა პარამეტრებით, მათ ქონდათ სხვადასხვა სხეულის მასის ინდექსი. აღმოჩნდა რომ პირდაპირი კავშირია ქრონიკულ დაავადებებსა და მუცლის ცხიმს შორის.

აღმოჩნდა რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ ნორმალური წონა და მუცელი, აქვთ ცუდი პერსპექტივები ჯანმრთელობის მხრივ, ვიდრე სხვა ადამიანებს.

ვისცერალური ცხიმი(რომელიც განთავსებულია თქვენი შინაგანი ორგანოების გარშემო) ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, დიაბეტის რისკს, და ახდენს ინსულტის პროვოცირებას უფრო ხშირად ვიდრე სხვა ტიპის სიმსუქნე, რომლის დროსაც ცხიმი კან ქვეშ არის.

თუმცა თუ თქვენ გაქვთ სხვა ტიპის სიმსუქნე, დროა დაფიქრდეთ ამ საკითხზე, ჭარბი წონა ცუდია ჯანმრთელობისთვის, ეს კვლევები მხოლოდ იმას აჩვენებს რომ ვისცერალური ცხიმი ვისაც აქვს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლე იქნება ვიდრე სხვების. თქვენ ხომ არ გინდათ იყოთ შემდეგი?

გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური წონა და ფიზიკურ აქტივობა კარგია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეცადეთ დაასტაბილუროთ თქვენი წონა და იმოძრაოთ რაც შეიძლება მეტი...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3848 times