ჩვევები, რომლებიც გასუქებთ


სადილის გამოტოვება
ეს მუდამ იწვევს პრობლემებს. შედეგად ძალიან გშივდებათ და ზომაზე მეტს ჭამთ, ამ დროს ადამიანი ყველაზე მაღალკალორიულ წახემსებებს მიმართავს. ამიტომ გაითვალისწინეთ და ნუ გამოტოვებთ სადილს.



თუ ვეგეტარიანელი ხართ
ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები შეიცავს ყველაზე დიდი ოდენობით ცილას, რომელიც ხელს უწყობს ცვლის პროცესებს ორგანიზმში. გარდა ამისა ვეგეტარიანელები ხშირად მეტ საკვებს იღებენ დასანაყრებლად და ესეც იწვევს წონაში მატებას.

ფიქრობთ რომ პური მავნებელია
დაცეხვილი, სრულმარცვლოვანი პური შეიცავს ბევრ უჯრედისს, დიდხანს ანაყრებს ადამიანს და ამცირებს წონაში მატების შანსს. მიირთვით რთული ნახშირწყლები.

არ გიყვართ სირბილი
სწრაფი ეფექტისთვის საუკეთესო კარდიო ვარჯიშებია. ეცადეთ ირბინოთ რაც შეიძლება მეტი მალე აღმოაჩენთ რომ თქვენი სხეული ფორმას იცვლის.

გიყვართ სმა
დაიმახსოვრეთ: რაც უფრო მაგარია სასმელი მით მეტ კალორიებს შეიცავს. ალკოჰოლის მერე გინდებათ ჭამაც, ასევე შეიცავს ბევრ შაქრებს რაც იწვევს ინსულინის დონის მატებას. სმა ჭარბი კილოგრამების მოპატიჟებას გავს, სასმელებში საუკეთესოა წითელი მშრალი ღვინო.

გიყვართ სოუსები
ხშირად გვავიწყდება რომ ქარხნული სოუსები შაქრის, ცხიმის და კანცეროგენების მიქსია. კეტჩუპი, მაიონეზი და სხვა ტკბილ-მწარე სოუსები მატებს გემოს საჭმელს და გმატებთ თქვენ ჭარბ კილოგრამებს.

ცხიმი მტრად მიგაჩნიათ
მონონაჯერი ცხიმები ხელს უწყობს მუცლის ცხიმის წვას და წევს ქოლესტერინის დონეს. სასურველია მიირთვათ ავოკადო ან მოასხათ ზეითუნის ზეთი სალათს, ასევე მიირთვით თხილეული.

ირჩევთ „ლაით“ პროდუქტებს

დამტკიცებულია რომ უშაქრო სასმელები და კევები მადას მატებს, ასეთ დროს ორგანიზმი გრძნობს სიტკბოს, მაგრამ ვერ იღებს გლუკოზას და ითხოვს ნახშირწყლებს, გვაიძულებს დავიწყოთ ჭამა სანამ სისხლში შაქრის დონე არ მოიმატებს ამიტომ... დალიეთ წყალი...

ბევრ ყველს ჭამთ

ის სასარგებლოა და ცილებით მდიდარია. მაგრამ როცა პიცას ან მაკარონს ბევრ ყველს ამატებთ შეიძლება მოიმატოთ და ვერც შეამჩნიოთ, გახსოვდეთ ყველაფერში მთავარია ზომიერება...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3776 times