საკვები, როგორც ჯილდო. რატომ ვჭამთ როცა რამე გვიხარია?

ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ე.წ. დაჯილდოების სისტემა. რომელიც მოწყობილია ისე, რომ როცა ადამიანი აკეთებს რაღაცას, აღწევს წარმატებას (თუნდაც ძალიან მცირეს) ის განეწყობა ისე, რომ მის საფასურად მიიღოს ჯილდო.  ამით აიხსნება მადის გაძლიერება დადებითი სტრესის შემდეგ.  მაგალითად, როცა კარგი რამე ხდება ადამიანს უჩნდება საკუთარი თავის დაჯილდოების სურვილი . ჯილდო ან მეტაბოლური უნდა იყოს, ან რეპროდუქციული. ანუ ან ჭამა ან სექსი. ევოლუციურად ასეა განსაზღვრული. შესაბამისად ადამიანების დიდ ნაწილს პოზიტიური მოვლენების საპასუხოდ უძლიერდებათ მადა.  ეს შინაგანი  დაჯილდოების მექანიზმი აუცილებელია ადამიანის გადარჩენისთვის.

გამოყოფენ ასევე გარეგან  დაჯილდოების მექანიზმს .  მაგალითად ფული. შინაგანი და გარეგანი ჯილდოს სისტემები იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ გარეგანი  ჯილდო  პირდაპირი სიამოვნების საშუალება არ არის. მაგალითად ფული -მისით ორგანიზმი პირდაპირ სიამოვნებას ვერ იღებს.  ხოლო საკვები ან სექსი წარმოადგენს ორგანიზმის პირდაპირ სიამოვნების წყაროს, ამიტომ ისინი მიეკუთვნებიან შინაგანი ჯილდოს სისტემას.

 

რაც შეეხება ფულს -  ის ქცევისთვის მოტივატორს წარმოადგენს , მაგრამ არ არის ორგანიზმისთვის სასიამოვნო.

ადამიანის ქცევას ორი მოტივატორი აქვს. ერთი ჯილდო, მეორე დასჯა. როგორც წესი ჯილდოზე დაფუძნებული მოტივაცია უფრო დადებითად აღიქმევა, ვიდრე შიშზე დაფუძნებული.

სურვილი და მოწონებაც ორივე ჯილდოს სისტემის ნაწილია. მაგალითად ჯილდო შეიძლება იყოს კარგი ფილმის ყურება ამ შემთხვევაშიც სიამოვნებას მიიღებს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს შეჭამს, ანუ მოწონებაც იგივენაირად ჯილდოს სისტემის ნაწილია.

და ბოლოს ეს ყველაფერი რომ მოვარგოთ წონაში კლებას და  გაძლიერებულ მადას.  თქვენ შეგიძლიათ „ჯილდოთ“ საკვების მაგივრად მიიღოთ ჭამის გარდა სხვა რამ დაწყებული საყიდლებზე წასვლით და თქვენ რაც გინდათ იმ ნივთს ყიდვით, გაგრძელებული ფილმის ყურებით და დამთავრებული სექსით. ამით შეძლებთ რომ კომპულსური ჭამა დათრგუნოთ ამავე დროს თქვენი ორგანიზმის ნორმალური და ჯანსაღი მდგომარეობაც არ დაირღვევა.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2825 times