საჭმელი, რომელიც არ გვანაყრებს

საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ რომელი პროდუქტები არ ანაყრებს, ზოგი პირიქით აძლიერებს შიმშილის გრძნობას რაც უარყოფითად აისახება წონაზე.



 ახლად გამოწურული წვენები
როცა ადამიანი სვავს წვენს, ვერ იღებს ხილის უჯრედისს, იღებს მხოლოდ ბუნებრივ შაქრებს, რომელიც ზრდის შაქრის დონეს სისხლში, ადამიანს დანაყრების ნაცვლად აქვს უფრო ძლიერი შიმშილის გრძნობა და ასევე დაღლილობის გრძნობა, ჯობია მიირთვათ ცოცხალი ხილი.

უცხიმო იოგურტი
უცხიმო პროდუქტებს გემოს უნარჩუნებენ შაქრის ხარჯზე, მაღალი შემცველობით შაქრები და დაბალი შემცველობით ცხიმები ვერ დაგანაყრებთ, ისევ მშიერი იქნებით. ამის ნაცვლად აირჩიეთ ჩვეულებრივი იოგურტი ან მაწონს დაამატეთ ხილი და თაფლი, ასე მიიღებთ კალციუმს და უჯრედისს, თუმცა ასეთი საკვებითაც არ ღირს სრულფასოვანი კვების ჩანაცვლება. იოგურტი არ მოითხოვს დაღეჭვას, ამ მოქმედების გარეშე კი ჩვენი ორგანიზმი ნაყროვანებას ვერ გრძნობს.

კვერცხის ცილა
მოდიეტეები ხშირად ჭამენ მხოლოდ ცილისგან მომზადებულ ომლეტს, თუმცა ამის შემდეგ ისევ მალე მოგშივდებათ, ჯობია ომლეტი მთლიანი კვერცხისგან მიირთვათ ეს არ დააზიანებს თქვენს ფიგურას სამაგიეროდ მიიღებთ ცილებს, მინერალებს, სასარგებლო ცხიმებს და ვიტამინებს რომელსაც სწორედ კვერცხის გული შეიცავს.

უცხიმო სოუსები
როგორც იოგურტს სოუსებსაც როცა აცლიან ცხიმს ამატებენ შაქრებს და მარილებს, ამის გამო ისევ მალე მოგშივდებათ.

„სასარგებლო“ პროდუქტები

ცნობილია, რომ პროდუქტებს, რომლებსაც სასარგებლოდ ვთვლით დიდი ოდენობით ვიღებთ, პორციები დიდდება, ვნაყრდებით ნელა. კუჭი დიდდება, დაფიქრდით ამ საკითხზეც.

შაქარი
შაქარი ნებისმიერი ფორმით იწვევს მიჩვევას რადგან ზრდის დოფამინის დონეს, ჩვენ ისტორიულად გვჭირდებოდა შაქარი გადასარჩენად, დღეს კი ხელმისაწვდომია პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს, ამიტომ შაქარზე დამოკიდებულება სულ უფრო ვრცელდება და საშიში ხდება.
პროდუქტები შაქრის დიდი შემცველობით იწვევს ჭარბი ოდენობით ჭამას რადგან არ ანაყრებს და არ შეიცავს არანაირ სარგებელს.
ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ხილია.

შოკოლადის ბატონჩიკები
ჩვეულებრივი შოკოლადის ბატონჩიკები მხოლოდ შაქრისგან და ნახშირწყლებისგან შედგება, ცილები მათში არ შედის ამიტომ ის ვერ გვანაყრებს, მათი ჩანაცვლება შეიძლება მიუსლის ბატონჩიკებით.


კეტჩუპი
ეს სოუსი მომზადებულია ფრუქტოზით და სიმინდის სიროფით, ამიტომ აძლევს ტვინს ბრძანებას ჭამოს კიდევ, არღვევს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ლეპტინის გამოყოფას, რომელიც პასუხს აგებს ნაყროვანებაზე. შედეგად ტვინი ვერ იღებს სიგნალს რომ დანაყრდა.

სიმინდის ფანტელები
ტკბილი ფანტელები არ შეიცავს არც უჯრედისს, არც ცილებს, ხოლო თუ მას უცხიმო რძეს დაუმატებთ ვერ მიიღებთ დასანაყრებლად საჭირო ცხიმებსაც, ჯობია ის ჩაანაცვლოთ შვრიის ფანტელებით, რომელიც არ შეიცავს შაქრებს და აქვს ბევრი უჯრედისი.

ხილის სმუზი
დაივიწყეთ ის, სმუზი არ შეიცავს არც ცილებს, აღარც უჯრედისს, ცარიელი ფრუქტოზაა, ანუ შაქრის დონე მოიმატებს და დაეცემა, რის შემდეგაც დაღლილობას და დათრგუნულობას ვიგრძნობთ, მაგრამ ვერ დავნაყრდებით.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4763 times