როგორ მუშაობს დუკანის დიეტა

ამ მეთოდზე კამათი უკვე მრავალი წელია გრძელდება. ზოგი ამაყობს კარგი შედეგით, რაშია საქმე? გთავაზობთ ნუტრიციოლოგის კვალიფიკაციურ პასუხს ამ საკითხზე.



დუკანის დიეტა არის ცილების მაღალი შემცველობის მქონე, ხოლო ცხიმები და ნახშირწყლები კი მცირდება. იყოფა ის ოთხ ფაზად. რეკომენდაციები ყოველ ფაზაზე შეგიძლიათ მოიძიოთ მრავალ საიტზე.

შეუზღუდავი ოდენობის ცილები მენიუში იწვევს დანაყრებას. ეს პროცესი კონტროლდება სხვადასხვა ნივთიერებებით, რომელსაც გამოყოფს ორგანიზმი საჭმლის მონელების პროცესში, ასევე იმ ფაქტით, რომ ამინომჟავების რაოდენობის ზრდა სისხლში იწვევს ნაყროვანების გრძნობას. კალორიები არ იზღუდება და არ კონტროლდება, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმისაწვდომი პროდუქტების რაოდენობა მცირდება, შიმშილის გრძნობა კი იკლებს ადამიანი ჭამს ნაკლებს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს წონაში კლებას.

პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ნახშირწყლების უკმარისობასთან დაკავშირებით ორგანიზმი რთავს სხვადასხვა პროცესებს ენერგიის „მოპოვებისთვის“, რაც იწვევს ორგანიზმიდან სითხის მარაგების გამოდევნას და იწვევს სხეულის მასის შეცვლას.

შედეგად „ვიკლებთ წონაში“, ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ დუკანის დიეტას აქვს ბევრი მინუსები.

სხვა მჟავებთან ერთად ცილების დიდი ოდენობით მიღების დროს სისხლში მიდის ამინომჟავა ცისტეინი , რომლის გადასამუშავებლად საჭიროა B ჯგუფის ვიტამინები და ფოლის მჟავა: მათი მარაგები როგორც წესი ივსება საკვებით, მაგრამ არა დუკანის დიეტის დროს, რადგან ამ ვიტამინების დიდი ნაწილი ორგანიზმში ხვდება ხილიდან და ბოსტნეულიდან, რომელთა მიღებაც დუკანის დიეტაში მცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ათეროსკლეროზი. დამატებითი პრობლემები შეიძლება იყოს მომატებული წნევა და თირკმელების პრობლემები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სახიფათოა დიეტის ხანგრძლივად დაცვის დროს. არ ღირს იმ ფაქტის დაიგნორება, რომ ბრიტანელ დიეტოლოგთა ასოციაცია რამდენიმე წლის მანძილზე გადაბმულად აყენებდა დუკანის დიეტას არა რეკომენდირებულ დიეტების ათეულის პირველ ადგილზე.  

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 9928 times