მითები ჯანსაღ კვებასა და წონაში კლებაზე...

„მხოლოდ დიეტის დაცვით შეიძლება წონაში დაკლება“, „მთავარია იშვიათად ჭამა“, „პური და ხორცი მავნებელია“...ჩვენს სტატიაში გაიგებთ რატომ არ აქვს არანაირი კავშირი ამ შეხედულებებს ჯანსაღ კვებასთან...


ხორცი და მარცვლოვნები მავნებელია და ჯობია მათზე უარის თქმა.
ხშირად მესმის რჩევები იმის შესახებ რომ ხორცეული და მარცვლეული მავნებელია და თუ მათ შეზღუდავენ მოხდება წონაში კლება. თუმცა ეს ადამიანზეა დამოკიდებული. ვიღაცისთვის ხორცი არ არის აუცილებელი პროდუქტი. ზოგი კი მის გარეშე სისუსტეს გრძნობს. ეს იმის ბრალია რომ ვიღაცას შეიძლება რკინის ან კალციუმის ნაკლებობა აქვს, ნუ დაიტანჯავთ თავს თუ ორგანიზმი ითხოვს ხორცს მიირთვით.

მარცვლოვნი პროდუქტებიც ასეა, ზოგისთვის ისინი აუცილებელია რადგან აძლევენ ენერგიას, ზოგს კი სულ არ უყვარს მარცვლეული და მათგან დამზადებული პროდუქტები. ჯობია მოუსმინოთ საკუთარი სხეულის მოთხოვნებს.

სწორი კვება სახლის გარეთ შეუძლებელია
სახლში მომზადებული საჭმელი კარგია მაგრამ ყოველთვის არ აქვს ადამიანს ამის დრო და ენერგია. სუპერმარკეტებში მზა საჭმელების განყოფილებაში ჯანსაღი საკვების ბევრ ნაირსახეობას აღმოაჩენთ. მთავარი მონდომებაა.

კოფეინის გარეშე შეუძლებელია ენერგიულად იგრძნო თავი
მიირთვით საუზმეზე კვერცხი, შვრია მარწყვით, თევზი. დღის განმავლობაში ენერგიას თხილეული მოგანიჭებთ.

ასევე კარგია მწვანე ჩაი.

მხოლოდ დიეტით შეიძლება წონაში კლება
 დიეტა როგორც წესი არ მუშაობს, მოკლევადიანი დიეტები კი მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ასეთი დიეტის დასრულებისთანავე დაკლებული კილოგრამები პლიუსით გიბრუნდებათ უკან.
მთავარია არ დაგავიწყდეთ ჭამა დღის განმავლობაში ძალიან არ დაიმშეთ და საღამოს ძალიან ბევრი არ მიირთვათ. დღის განმავლობაში გამოყავით სადილისთვის ნახევარი საათი მაინც.

მთავარია შევამციროთ კალორიები და იშვიათად ვჭამოთ
თქვენ კონცენტრაცია უნდა გააკეთოთ არა კალორიებზე არამედ შიმშილის გრძნობაზე. თუ იმაზე ნაკლებ ენერგიას მიიღებთ გამუდმებით ვიდრე თქვენს ორგანიზმს სჭირდება (ანუ ძალიან შეამცირებთ კალორიების ოდენობას) ორგანიზმი გადავა ცხიმის დაზოგვის რეჟიმზე, შენელდება ნივთიერებათა ცვლა და წონაში კლება ან შეჩერდება ან წავა ძალიან ნელა.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4725 times