როგორ გვაიძულებს გარემოებები ვჭამოთ ზედმეტი...

რატომ ვჭამთ ზედმეტს? ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენს კვებით ქცევაზე გავლენას ახდენს გარემო, ადამიანები და ის რა ხდება ჩვენს თავს დღის განმავლობაში.

თითქოს ვამჩნევთ ყოველ ნამცეცს, რომელიც ჩვენს თეფშზე ხვდება და ყურადღებით ვითვლით კალორიებს, მაგრამ მოდის დიდი ხნის ნანატრი შვებულება  ან დღესასწაულები და ჭარბი წონა გვიბრუნდება. როგორც აღმოჩნდა საქმე არა მხოლოდ იმაშია, რომ დასვენების დროს თავს მეტის უფლებას ვაძლევთ, არის ადგილები, გარემოებები სადაც უფრო მეტს ვჭამთ, თან ისე რომ ვერც ვამჩნევთ.



თვითმფრინავში
2010 წელს ავიაკომპანია Lufthansa-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მსვლელობისას გაირკვა, რომ მშრალი, კონდენციონერიანი ჰაერი თვითმფრინავში აბლაგვებს ჩვენი გემოს რეცეპტორებს. ჩვენი ლორწოვანი სივდება, როგორც გაციების დროს, რაც ბლოკავს კავშირს პირს და ცხვირს შორის. პლიუს ცხვირის ლორწოვანი გამომშრალია, რაც აქვეითებს ყნოსვას. შედეგად ჩვენი შესაძლებლობა ვიგრძნოთ მარილიანი საკვები ქვეითდება 30%-ით, ხოლო ტკბილის 20%-ით. სწორედ ამიტომ ვჭამთ მთელ შემოთავაზებულ სადილს თავისი დესერტით და მარილიანი თხილით.

იმისთვის, რომ აარიდოთ თავი ზედმეტად ტკბილ და მლაშე საკვებს თვითმფრინავში, ეცადეთ მიირთვათ ფრენის წინ. ნუ დალევთ ჩაის და ყავას თვითმფრინავში, ისინი ხელს უწყობს სითხის დაკარგვას, თუ ფრენა 4 საათზე მეტ ხანს გრძელდება წაიღეთ აეროპორტში შეძენილი სადილი.

ადგილებში, სადაც არის ხმამაღალი მუსიკა
კვლევებით დადგინდა რომ ხმამაღალი და ენერგიული მუსიკა რესტორანში აჩქარებს ღეჭვის სისწრაფეს თითქმის სამჯერ. რაც უფრო სწრაფად ვღეჭავთ, უფრო ცუდად ვღეჭავთ და უფრო მეტს ვჭამთ სანამ ვიგრძნობთ ნაყროვანების გრძნობას. სწრაფი კვების რესტორნებში ეს ტრიუკი უკვე მრავალი წელია გამოიყენება. ახალი ამერიკული კვლევებით დადგინდა, რომ რაც უფრო უკეთ ესმის ადამიანს როგორ ღეჭავს საჭმელს, მით მალე უჩნდება ნაყროვანების გრძნობა. ყველაზე კარგად კი საკვები შეითვისება მშვიდი, ინსტრუმენტალური მუსიკის ფონზე.

სწორედ ამიტომ ეცადეთ იკვებოთ გაცნობიერებულად, თუ ჭამთ ტელევიზორის, ნოუთბუქის, პლანშეტის ფონზე გაცილებით მეტს შეჭამთ, ვიდრე გჭირდებათ, რაც გარდაუვლად გამოიწვევს ჭარბ წონას.

ერთობლივი ჭამა
კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს ახასიათებთ ჭარბი ოდენობით საკვების მიღება როცა ბევრი ადამიანია ერთად. თუ ადამიანი სადილობს ვინმე სხვასთან ერთად ჭამს 33%-ით მეტს, ვიდრე შეჭამდა მარტო, თუ სუფრასთან 3 ადამიანია ყველა შეჭამს ჩვეულებრივზე 47%-ით მეტს, თუ ოთხი ადამიანია 58%-ით მეტს, თუ 5 ადამიანია 69%-ით მეტს, თუ 6 ადამიანია 72%-ით მეტს. და ბოლოს თუ სუფრასთან ზის 7 კაცზე მეტი, ადამიანი ჭამს ნორმაზე 96%-ით მეტს.

ოჯახური სადილები გამოირჩევა საკვების სიუხვით მაგრამ არ გრძელდება დიდხანს, ვახშამი მეგობრების წრეში როგორც წესი იწელება რამდენიმე საათის მანძილზე, სუფრის მონაწილეები კი ჭამენ ორჯერ მეტს.

როგორ მოვიქცეთ? უნდა დაფიქრდეთ მიღებული საჭმლის ოდენობაზე, ნუ შეუკვეთავთ ერთდროულად სამ კერძს, შეჭამეთ ის რაც გსურთ და დაუკვირდით თავს კიდევ გინდათ რამე თუ არა, მნიშვნელოვანია ყველგან და ყოველთვის შეგეძლოთ საკუთარი ორგანიზმის სიგნალების გაგება და გათვალისწინება.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4529 times