გარემო აქტორები თუ გენეტიკა? ( ჭარბი წონის განვითარებაში)

ჭარბი წონის განვითარებაში გენეტიკის მნიშვნელბაზე ხშირად საუბრობენ. რა თქმა უნდა გენეტიკა ახდენს გავლენას მის განვითარებაზი, ისე როგორც ნებისმიერი ფიზიოლოგიური პროცესის წარმართვაში მონაწილეობს გენეტიკური ფაქტორები.  ამ მხრივ ჭარბი წონის  განვითარებაც არ არის განმონაკლისი. მნიშვნელობა ენიჭება გენებს, რომელიც ხელს უწყობენ ჭარბი წონის განვითარებას, თუმცა გენეტიკური ფაქტორები არ არის განაჩენი.  მეტიც უფრო მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები, ვიდრე გენეტიკური ფაქტორები. ცნობილი ფაქტია რომ ის ადამიანები ვინც შიმშილობენ არ  სუქდებიან, ან  ის ადამიანები ვინც ბევრს ჭამენ და ფიზიკურად აქტიურები არ არიან, ყოველთვის სუქდებიან. 

უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს კვლევები  იმ გენეტიკურ ფაქტორებზე, რომელიც მონაწილეობას იღებს სიმსუქნის განვითარებაში,  კვლევა ხდება როგორც ერთი გენით განსაზღვრული მემკვიდრეობით, ასევე ათეულობით გენის მონაწილეობით  განსაზღვრული გენეტიკის კუთხით. და პირველი მიახლოებიდან რაც ჩანს არის ის რომ  ე.წ. „ჩვეულებრივი სიმსუქნის“ დროს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემო ფაქტორებს, ვიდრე გენეტიკას.

 

გარემო ფაქტორებს წარმოადგენს ჩვენი კვებითი ქცევა და ცხოვრების წესი, მაგ რამდენ საათს ატარებს ადამიანი დღის განმავლობაში ტელევიზორთან.

იშვიათად კი ვითარდება სიმსუქნე გენეტიკური ფაქტორების გამო, მაგ. მონოგენური სიმსუქნე (ვითარდება ერთი გენის მუტაციის შედეგად.) ასეთი გენეტიკური სიმსუქნეები მიიღება:

  • ლეპტინის მაკოდირებელი გენის მუტაციის შედეგად
  • ლეპტინის რეცეპტორის მაკოდირებელი გენის მუტაცია
  • პრო - ოპიო მელანოკორტინის მაკოდირებელი გენის მუტაცია
  • მელანოკორტინი 4 რეცეპტორის მაკოდირებელი მუტაცია და კიდევ რამოდენიმე სხვა გენის მუტაციები.
  • პრადერ- ვილის სინდრომი

ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები  იშვიათია და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო ადამიანებში შეიძლება არც შეგვხვდეს. რაც შეეხება ჩვეულებრივ სიმსუქნეს, ანუ სიმსუქნის იმ ტიპს რომელიც ყველაზე გავრცელებულია, ის ვითარდება მრავალი გენის მუტაციის შედეგად და დამატებული გარემო ფაქტორები. ანუ ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული გენი, რომელიც სიმსუქნეს გამოიწვევს განსაზღვრული არ არის.

იმის მტკიცებულება, რომ სიმსუქნეს გენეტიკური საფუძველი აქვს ხდება იქიდან, რომ ჭარბ წონიანი ადამიანების შვილებში გაცილებით მაღალია ჭარბი წონის განვითარების ალბათობა. ასევე ამ დროს ხდება ტყუპების შესწავლა, განსაკუთრებით როცა სხვადასხვა გარემოში იზრდებიან, ასეთ შემთხვევაშიც თუ ერთი ჭარბ წონიანია მეორეც მაღალი ალბათობით ჭარბ წონიანი იქნება. ეს კი მეტყველებს გენეტიკურ საფუძველზე.  

კორელაცია  ახლო ნათესავებში სიმსუქნის განვითარების და გენეტიკის   შემდეგია  (BMI)   0.74 – მონოზიგოტური (იდენტური) ტყუპებისთვის,  0,32 დისზიგოტური ტყუპებისთვის.   0,25 დედმამიშვილებისთვის.   0,12 მეუღლეებისთვის.

თუმცა ეს კორელაციები საკამათოა, ვინაიდან ახლო ნათესავები, როგორც წესი ერთ გარემოში ცხოვრობენ და კვებითი ქცევაც რაღაც დონზეზე მსგავსი აქვთ, შესაბამისად  მაინც შეგიძლია ვთქვათ, რომ გენეტიკური კორელაციის მიუხედავათ ადამიანის წონას უმეტესად მაინც განსაზღვრავს გარემო ფაქტორები (იმ იშვიათი შემთხვევების გარდა რაც ზევით არის დასახელებული).

 

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

http://todua.net/ka/redienti_radienti/89198-redienti.html

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3562 times