ძალაინ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის შემადგენლობა:
- ცილა 9 %
- ტრიგლიცერიდები 55 %
- ქოლესტერინი 17 %
- ფოსფოლიპიდები 19 %
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მომატება ყოველთვის იწვევს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირებას. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები კი ე.წ. კარგ ცხიმებს წარმოადგენენ, რომლებიც ამცირებენ ათეროსკლეროზის განვითარების რისკს და სისხლძარღვის კედლების მდგომარეობას აუმჯობესებენ. სწორედ ამიტომ ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის მომატება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავაადებების განვითარების რისკს.
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები გამოითვლება შემდეგი ფორმულით = ტრიგლიცერიდები გაყოფილი 5 ზე.
ტრიგლიცერიდების მაჩვენებლები კი შემდეგია:
- ოპტიმალური დონე < 150 მგ/დლ.
- მოსაზღვრე დონე 150 – 199 მგ/დლ.
- მაღალი დონე 200 – 499 მგ/დლ.
- ძალიან მაღალი დონე > 500 მგ/დლ.
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მკვეთრი მატება იწევს პლაზმის მღვრიე, რძისებრ შეხედულებას. ვინაიდან ამ დროს ტრიგლიცერიდების დონე მომატებულია, ასევე მაღალია ქილომიკრონების დონეც.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მატება წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორს. მისი ნორმალურ დონეზე შენარჩუნება კი შესაძლებელია ჯანსაღი კვებით და ჯანმრთელი წონის შენარჩუნებით. ჭარბი წონა ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის და მათი უარყოფითი ფრაქციების მომატებას.