ვიტამინების ჭარბი ოდენობით მიღება

არსებობს შეხედულება, რომ ვიტამინების  დიდი ოდენობით მიღება ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის. ზოგი ვიტამინის შემთხვევაში ეს დებულება სწორია, ზოგის შემთხვევაში კი მცდარი.  კვლევებით განისაზღვრა ის კონკრეტული ვიტამინები, რომელთა ჭარბი ოდენობით მიღება ზრდის  პათოგლოგიური მდგომარეობების რისკს.   შეგახსენებთ, რომ ზიანის მოტანა ვიტამინებს ნორმალური მიღების დროს არ შეუძლიათ, მხოლოდ დიდი დოზებით ხანგრძლივი მიღების დროს ზრდიან დაავადებების რისკს. კერძოდ:

ბეტა კაროტინი - წარმოადგენს A ვიტამინის წინამორბედს საკმაოდ ძლიერი ანტიოქსიდანტია.   თუ მისი ნორმალური ოდენობით მიღება ხდება ის ორგანიზმისთვის კარგია, თუმცა დიდი ოდენობით მიღება ზრდის ფილტვების სიმსივნის განვითარების ალბათობას მწეველ ადამიანებში.

 

ვიტამინი A

ვიტამინი A რეტინოლი,   დაბალი ან ნორმალური დოზებით მიღების დროს უარყოფით ეფექტს არ ავლენს, პირიქით სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მაღალი დოზებით მიღება ტოქსიურია.  მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღება ზრდის ფილტვების სიმსივნის  განვითარების რისკს მწევლებში.

ვიტამინი C

 წარმოდგენილია თითქმის ყველა მცენარეში.   დაბალი და საშუალო დოზებით მიღება კარგია იმუნური სისტემისთვის, სისხლძარღვების სიმტკიცისთვის, კანისთვის. თუმცა მაღალი დოზებით მიღება (2000 მგ/დღეში და მეტი)  ტოქსიურია და შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, გულძმარვა და დისპეფსიური მოვლენები, ასევე თირკმელში კენჭები.

ვიტამინი E

ძლიერი ანტიოქსიდანტია, წარმოდგენილია მცენარეებში, მარცვლოვნებში , თხილეულში და მცენარეულ ზეთებში.  მაღალი დოზებით E  ვიტამინის მიღება იწვევს გვერდით ეფექტებს. მისმა მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ინსულტის რისკი,  განსაკუთრებით ჰემორაგიული ფორმის.

 

 

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3026 times