ხორცის მიღება იწვევს კიბოს ! (WHO-ს გაფრთხილება)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა გარფთხილებები ხორცის მოხმარებასთან და კავშირებით, ვინაიდან დადგინდა მკვეთრი კავშირი ხორცსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს შორის,

  • დამუშავებული ხორცის მოხმარება: ბეკონი, სოსისი, ძეხვები, ლორი და ა.შ. იწვევენ კიბოს.
  • დაუმუშავებელი ხორციც ზრდის კიბოს რისკს, მაგრამ ამ შემთხვევაში მტკიცებულებები მაღალი არ არის.

სიმსივნის გამოწვევის მიხედვით ხორცპროდუქტები (არამარტო) დაყოფილია  4 კატეგორიას.  1 ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი.  მეოთხე ყველაზე დაბალი.

მაგ.  დამუშავებული ხორცის რეგულარული მიღება: დამარილებული, შენახული, შებოლილი, მერმენტირებული, ან სხვა პროცესების შემდეგ ხორცი პირველ ჯგუფში ხვდება, ანუ ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია.

იგივე კალსშია თამბაქოს მოხმარებაც.

წითელი ხორცი (ღორის და ძროხის მჭლე ხორცი) მიეკუთვნება   2A კლასს - სავარაუდოდ კარცინოგენულია ადამიანისთვის . ამ კლასში ერთიანდებიან პესტიციდებიც.

მეტაანალიზით დადგინდა, რომ ადამიანებს რომლებიც დღეში  100 გრამ წითელ ან 50 გრამ დამუშავებულ ხორცს იღებენ  17 და  18 % ით ეზრდებათ კიბოს რისკი (კოლორექტალური) ამერიკელი ადამიანი საშუალოდ  110 -70 გრამ ხორცს იღებს დღის განმავლობაში (კაცი და ქალი)

მეცნიერების აზრით, რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები აბსოლიტურად შეწყვეტენ ხორცის მიღებას, მაგრამ სასურველი იქნება, თუ მიღებულ ოდენობას შეამცირებენ. 

ბოლო წლების  განმავლობაში   ხორცის შესახებ ეს გაფრთხილებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გაფრთხილებებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

კოლორექტალური კიბოს განვითარების თავისთავადი რისკი ცხოვრებისეული არის  5 % იანი. ანუ  100 ადამიანიდან  5 ემართება.  ხორცის მიღება კი ამ რისკს  18 % ით ზრდის ესეიგი ცხოვრებისეული რისკი გამოდის  6 %.  ანუ ყოველ ას ადამიანში ხორცის მიღების გამო კიბო დამატებით ერთს ემართება.

დამუშავებული ხორცის კარცინოგენულობა დაკავშირებულია სავარაუდოდ იმ ქიმიკატებთან, რომელიც მიიღება მისი დაშლის შედეგად. მაგ  პოლიციკლური  არომატული ჰიდროკარბონები . ხოლო წითელი ხორცი სავარაუდოდ შეიცავს ჰეტეროციკლურ  არომატულ ამინებს, რომლებიც ასევე კარცინოგენებია.

სოსისების და ძეხვეულობის გარდა  480  სხვა პროდუქტიც იწვევს სიმსივნეებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით.

კონკრეტულად თუ რომელ ხორზეა საუბარი გაფრთხილებებში წარმოდგიდენთ:

  • დამარილებული ხორცი
  • შებოლილი ხორცი
  • ძეხვეულობა
  • სოსისები
  • ბეკონი
  • ლორი
  • ქათმის და ინდაურის დამუშავებული ხორცი.
  • ძროხის ხორცი
  • ღორის ხორცი
  • ხბოს ხორცი
  • ცხვრის ხორცი
  • ცხენის ხორცი

მოკლედ ჩამოგითვლით იმ კარცინოგენებს, რომელიც შედის  პირველი ჯგუფის კარცინგენებში (ანუ რაც დადასტურებულია, რომ იწვევს კიბოს):

  • არსენიკი (დარისხანი) და მისი კომპონენტები
  • აზბესტი, (ცეცხლგამძე, ბოჭკოვანი მატერიების წარმოებაში გამოიყენება. ხშირად გვხვდებოდა კრამიტებში, სახლის გადახურვისას).
  • ქვანახშირი
  • ვირუსები: ებშტეინ ბარის ვირუსი, ქრონიკული ჰეპატიტის ინფექციები B და C ვირუსები. პაპილომავირუსი  თითქმის ყვეა ფორმა:  16,18,31,33,35,39,45,56,59,66
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავენ ორივეს ესტროგენებს და პროგესტერონებს, ესტორგენებით თერაპია პოსტმენოპაუზალურ ქალებში.
  • ეთანოლი ალკოჰოლურ სასმელებში.
  • ფორმალდეჰიდი
  • მდოგვის გაზი
  • რადიოაქტიური ნივთიერებები: პლტონიუმი, რადიუმი, რადონი და მათი ლპობის პროდუქტები
  • გარემოს დაბინძურება.
  • მზის რადიაცია
  • თამბაქოს მოწევა, პასიური მწეველობა
  • ულტრაიისფერი გამოსხივება და გამა რადიაცია (რენტგენის სხივებიც)
  • დამუშავებული ხორცი

მეორე ჯგუფი 2A  Probably carcinogenic - სავარაუდოდ კარცინოგენები - ცხოველებში კარცინოგენებია, ადამიანებში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს:

  • ანდროგენული სტეროიდები (კუნთის ზრდისთვის რომ იყენებენ)
  • გლიფოსატი (ინსექტიციდებში და ჰერბიციდებშია)
  • არაორგანული ტყვიის კომპონენტები
  • სამსახურის ცვლა, რომელიც ძილის რეჟიმს არღვევს (ეს კვლევა ადამიანებზეა ჩატარებული J )
  • წითელი ხორცი

ჯგუფი  2 ბ  - შესაძლოა კარცინოგენები  Possibly carcinogenic

  • ლორიფორმი
  • რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური ველი
  • მაგენა საღებავი
  • მწნილები
  • გინკო ბილობას ექსტრაქტი
  • ხურო და დურგლის პროფესია
  • მეხანძრის პროფესია

არსებობს მესამე და მეოთხე ჯგუფები , რომელთა წარმომადგენლებს შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებათ.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4049 times