8 ცხიმიანი საკვები, რომელიც კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

8  ცხიმიანი საკვები, რომელიც კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

  • თევზი - შეიცავს ცხიმებს რომელიც ომეგა სამის წყაროა. ამიტომ თევზის ქონი ძალიან სასარგებლოა. თევზის ქონი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას.  ამერიკის გულის ასოციაციის მიერ რეკომენდირებულია კვირაში ორჯერ თევზის მიღება.
  • ავოკადო - ერთ-ერთი სუპერხილია. სამწუხაროდ საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, ის კარგია ოსტეოართრიტისთვის,  დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, მისი ცხიმი კი მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა.
  • გოგრის თესლი, მზესუმზირა, სეზამის თესლი - დიდი ოდენობით შეიცავენ ჯანსაღ ცხიმებს.   მათ შემადგენლობაში შემავალ  ცხიმებს შეუძლიათ ქოლესტერინის დონის შემცირება.    ასევე შეიცავენ დიდი ოდენობით მინერალებს და ვიტამინებს.
  • თხილეულობა - განსაკუთრებით ნიგოზი - დიდი ოდენობით შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს. დღის განმავლობაში  7 ცალი ნიგოზის მიღება საკმარისია.  24 ნუში,  35 მიწის თხილი; 15 პეკანი (ამერიკული თხილი), იგივე ოდენობის ჩვეულებრივი თხილიც.
  • ზეთისხილის ზეთი - დიდი ოდენობით შეიცავს სასარგებლო ცხიმებს.  ის საკმაოდ გემრიელიც არის და იყენებენ კულინარიაში აქტიურად. შეგიძლიათ მისით ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი.
  • ბოსტნეული - მუქი მწვანე ბოსტნეული შეიცავს ომეგა სამ ცხიმოვან მჟავებს მცირე ოდენობით.  განსაკუთრებით სასარგებლოა  ისპანახი,  ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო.
  • კვერცხი - წარმოადგენს არა მარტო სასარგებლო ცხიმების, არამედ იაფი ცილების წყაროსაც. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ კვერცხი შეიცავს ქოლესტერინსაც.
  • ლობიო - შეიცავს ცხიმებს, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის, შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებსაც.  ლობიო ასევე შეიცავს დიდი ოდენობით მცენარეულ ცილებს და ძალიან კარგია მისი მიღება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც  ცხოველურ საკვებს ნაკლებად იღებენ ან ვეგეტარიანელები არიან.

 

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2927 times