სუპერხილი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ზოგადად ხილი კარგია ვიტამინების, ბოჭკოვანის, მინერალების და ანტიოქსიდანეების შემცველობის გამო. ასევე ხილს აქვს შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსი ვიდრე სხვა სახის საკვებს. თუმცა მათ შორისაც არსებობს განსხვავებები. ზოგ  ხილს კი განსაკუთრებული თვისებები აქვს სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში ჩვენ გთავაზობთ სწორედ სასარგებლო ხილის ჩამონათვალს.

  • მალინა - დიდი ოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება საყლაპავის, მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაც კი მოახდინოს.
  • ვაშლი - შეიცავს ფლავონოიდებს, პიგმენტებს ანტიოქსიდანტური თვისებებით.  მან შეიძლება შეამციროს ასთმის და დიაბეტის რისკი.
  • მაყვალი - ანთოციანინებს შეიცავს დიდი ოდენობით და ამცირებს ინსულტის და ინფარქტის რისკს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფილტვებისთვის.
  • მსხალი - დიდი ოდენობით შეიცვს ხსნად ბოჭკოვანს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ანორმალიზებს სისხლის წნევას და გულის დაავადებები პრევენციას ახდენს. უხსნადი ბოჭკოები კი უზრუნველჰყოფენ ნაწლავების რეგულარულ მოძრაობას.
  • ყურძენი - შეიცავს რესვერატროლს , ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სისხლის წნევას და  შედედებას არეგულირებს.
  • პომიდორი - შეიცავს ლიკოპენს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს, იცავს  ორგანიზმს სხვადასხვა სისმსივნეების განვითარებისგან.
  • მანგო - შეიცავს ანტიოქსიდანტებს ლუთეინს და ზეაქსანტინებს, ეხმრება ორგანიზმს მხედველობაში და ამცირებს დაბრმავების რისკს.
  • ავოკადო - დიდი ოდენობით შეიცავს მინერალებს, ასევე შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს.
  • მარწყვი - ამცირებს ანთებით პროცესებს, შეიცავს ანტიოქსიტანტებს.
  • საზამთრო - შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, თან წყალს შეიცავს დიდი ოდეობით 90 % წყალია.  ამიტომ ძალიან სასარგებლოა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვინც წონას აქცევს ყურადღებას.
  • ატამი - დიდი ოდენობით შეიცავს A ვიტამინს რაც აუცილებელია იმუნური სისტემისთვის, აუმჯობესებს მხედველობას და თავალების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნშვნელოვანია.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 2935 times