რა უნდა ვიცოდეთ ფინიკზე

ფინიკი გავრცელებული ხილია,  მოდის ტროპიკებში და სუბტროპიკებში. გამორჩეულია იმით, რომ ბევრი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მახასიათებელი გააჩნია, თან ყველაფერთან ერთად ძვირიც არ ღირს. შესაბამისად გთავაზობთ მის  შესახებ ინფორმაციას, სასარგებლო თვისებებს და გავლენას ჯანმრთელობაზე.

  • ფინიკს იმდენად ადრეული პერიოდიდან იყენებენ ადამიანები საკვებად, რომ მის შესახებ ზუსტი ინფორმაციის დადგენა ძნელია საიდან არის წარმოშობით, თუმცა სავარაუდოა, რომ დაახლოებით ერაყის ტერიტორიებზე  მოხდა მისი კულტივირება.
  • ფინიკის ყველაზე დიდი ექსპორტიორები არიან: ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, ალგერია, ერაყი, პაკისტანი, ომანი, ემირატები, ტუნისი, ლიბია.
  • ფინიკის საკები ღირებულება: 282 კალორია 100 გრამზე. 63,35 გ. შაქარი.  8 გრამი საკვები ბოჭკოები, 2,45 გრამი ცილა.  20 გრამი წყალი.
  • ფინიკი შეიცავს მრავალ ვიტამინს : თიამინს, რიბოფლავინს, ნიაცინს, პანთეთონის მჟავას, ფოლიუმს, C ვიტამინს, E ვიტამინს, K ვიტამინს.  შეიცავს მინერალებსაც: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, ფოსფორი,  კალიუმი, თუთა და ნატრიუმს. 
  • ვინაიდან საკვებ ბოჭკოებს შეიცავს ფინიკი დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და  ქოლესტერინის დონეზე.   აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამცირებს ნაწლავების სიმსივნის განვითარების ალბათობას.
  • მიიჩნევა, რომ ფინიკი საშუალო ოდენობით შეიცავს A ვიტამინს.   A ვიტამინი კი აუცილებელია ბავშვებში ზრდისთვის,  დიდებში მხედველობისთვის, კანის სიჯანსაღისთვის, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან.
  • ფინიკზე უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვექმნას შევადაროთ ვაშლს: 100 გრამზე 3 ჯერ მეტ ბოჭკოვანს შეიცავს, ვიდრე ვაშლი, მეტ შაქრებსაც შეიცავს (დაახლოებით  6 ჯერ მეტ შაქრებს).  ცილებს შეიცავს  10 ჯერ მეტს. ვაშლში ცილები თითქმის არ არის.   თითქმის ყველა ვიტამინს რამდენჯერმე მეტს შეიცავს ვიდრე ვაშლი, მეტიც.  რკინას, რომლითაც ვაშლი ცნობილია  10 ჯერ მეტს შეიცავს ფინიკი.
  • ფინიკი ცნობილია იმითაც, რომ მდიდარია მინერალებით: კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი. ეს მინერალები მონაწილეობენ  მეტალო ფერმენტების ფორმირებაში.
  • ფინიკი ასევე საშუალო ოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსაც B12 ის გარდა. ის მოგეხსენებათ მცენარეულ პროდუქტებში პრაქტიკულად არ გვხვდება. ფინიკი ამ შემადგენლობით ძალიან სასარგებლოა  ნერვული სისტემის   ჩამოყალიბებული და გამართული მუშაობისთვის.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 9169 times