რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა კვერცხს მიირთმევთ

კვერცხი ერთ-ერთ გამორჩეულ საკვებს წარმოადგენს. მას აქვს ის უნივერსალური თვისებები რაც სხვა საკვებში ნაკლებად გვხვდება: 1 ) მისი მიღება ადვილია,  2) იაფია 3) ცილებს დიდი ოდენობით შეიცავს. 4) ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ქვეყანაში და ნებისმიერ გეოგრაფიულ ზონაში.  5 ) მისი მიღება შეიძლება თითქმის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.

მეტიც კვერცხს მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის.

  • კვერცხის ჭამით ამცირებთ გულის დაავადებების განვითარების რისკს. 
ცნობილი ფაქტია, რომ არსებობს ე.წ. „კარგი“ ქოლესტერინი და „ცუდი“ ქოლესტერინი, ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპო პროტეინები და დაბალი სიმკვრივის ლიპო პროტეინები. რაც უფრო მაღალი  სიმკვრივისაა ლიპო პროტეინი, უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის.  კვერცხი შეიცავს ორივეს. მაგრამ საქმე იმაშია რომ კვლევებით დადგინდა რომ  თვითონ დაბალი სიმკვრივის ლიპო პროტეინების მოლეკულის ზომაშიცაა სხვაობა. რაც უფრო პატარაა მოლეკულა, მით უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი. კვერცხის მიღებით კი   დაბალი სიმკვრივის მოლეკულების ზომა იზრდება, ამიტომ ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს და  იცავს გულს.
  • კვერცხის მიღება აუმჯობესებს იმუნიტეტს. ერთ ცალი კვერცხი თითქმის 22% დღიურ ნორმა სელენს შეიცავს. ის აუმჯობესებს იმუნიტეტის მოქმედებას, არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
  • აუმჯობესებს ქოლესტერინის მდგომარეობას - მიუხედავად იმისა, რომ ერთ ცალ კვერცხში  212  მილიგრამი ქოლესტერინია. აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. კარგი ქოლესტერინი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
  • კვერცხი დიდი ოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.  სხეულის ტონუსისთვის, ნერვული სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვან საშუალებას მიეკუთვნება.
  • კვერცხი კარგია თქვენი კუნთოვანი სისტემისთვის - კვერცხი წარმოადგენს ძალიან კარგ საშუალებას, რათა მიიღოთ ცილები თქვენი კუნთოვანი სისტემისთვის.
  • კვერცხს გააჩნია ნაყროვანების მაღალი ინდექსი. თუ ძალიან გშიათ და შეჭამთ კვერცხს , ის ადვილად დაგანაყრებთ და თავს იგრძნობთ „სავსედ“
  • კვერცხი შეიცავს შეუცვლელ ამინო მჟავებს.  ადამიანს სჭირდება  20 ძირითადი ამინო მჟავა. აქედან    11 ამინო მჟავის სინთეზი შეუძლია ორგანიზმს  9 კი აუცილებლად უნდა მიიღოს კვებით.  კვერცხი წარმოადგენს ბრწყინვალე წყაროს შეუცვლელი ამინო მჟავების მისაღებად.
  • გაიუმჯობესებთ ძვლების და კბილების მდგომარეობას - კვერცხი შეიცავს D  ვიტამინს  რაც აუცილებელია ძვლების და კბილების ჯანმრთელობისთვის.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 4901 times