თეთრი პური მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ფიგურისთვის

თეთრი ფქვილისგან გამომცხვარი პური მავნებელია ჩვენი ფიგურისთვის და ჯანმრთელობისთვის.  ამ დასკვნამდე მივიდნენ ესპანელი მეცნიერები, მათ დაადგინეს რომ თეთრ პურს მცირე რაოდენობითაც კი შეუძლია დაარღვიოს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები რომლებიც გრძელდებოდა ხუთი წლის მანძილზე. მონაწილეობას იღებდა 10 000 ადამიანი რომლებიც რეგულარულად იყენებდნენ საკვებად თეთრ პურს.


კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეში იღებდა 120 გრამ თეთრ პურს დღის განმავლობაში  მიდრეკილი იყვნენ სიმსუქნისკენ. თეთრი პურის მოყვარულებს აქვთ 40%-ით მეტი შანსი გასუქების.

ეს ამბავი ალბათ არ გაახარებს თეთრი პურის მოყვარულ ადამიანებს, თუმცა არ ღირს სულ უარის თქმა მასზე. იმ ადამიანებს ვინც დღეში 60გრამ(დაახლოებით ერთ მოზრდილ ნაჭერს) ჭამდა არ ქონდათ წონაში მატების რისკი.

ასევე დადგინდა რომ ერთსა და იმავე პროდუქტზე შეიძლება სულ სხვადასხვანაირი რეაქცია ქონდეს სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმს. არიან ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ ყველაფერს და არანაირი ზიანი არ ადგება მათ წონას და ჯანმრთელობას.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3128 times