ბავშვები მდიდარი ოჯახებიდან ფასტ-ფუდის ყველაზე ხშირი მომხმარებლები არიან

აზრი იმის შესახებ, რომ ფასტ-ფუდს ყველაზე იშვიათად მიირთმევენ ბავშვები და მოზარდები მდიდარი ოჯახებიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები.
ითვლება რომ უზრუნველყოფილი ოჯახები უკეთ ზრუნავენ ჯანსაღ კვებაზე, ნაკლებ შემოსავლიანი ოჯახებიდან დიდები და ბავშვები კი ხშირად მიმართავენ სწრაფი კვების ობიექტებს.


ამერიკელი მეცნიერები აკვირდებოდნენ 5 000 ადამიანს და დაადგინეს, რომ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან თავისი დღიური რაციონის მხოლოდ 8%-ს ავსებენ ფასტ-ფუდით, ოდნავ უკეთეს შემოსავლიანი ოჯახის ბავშვები 11,5% დღიური ნორმისას იღებენ ფასტ-ფუდიდან შედარებით უფრო უზრუნველყოფილები კი 13%-ს.
საშუალო ფენის წარმომადგენელი ბავშვები იღებენ დღიური ნორმის 9,1%-ს ფასტ-ფუდს დღიური ნორმიდან.
კვლევებმა აჩვენა რომ უზრუნველყოფილი ოჯახებიდან ბავშვები 2-დან 11 წლამდე ყველაზე ხშირად იღებენ ფასტ-ფუდს, იგივე ეხება მოზარდებს, ისინი სხვებთან შედარებით მეტ ჰამბურგერს და კარტოფილ ფრის იყენებენ საკვებად.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანების ერთი მესამედი ყოველდღიურად მიირთმევს ფასტ-ფუდს, რაც გრძელდება უკვე რამდენიმე ათწლეულია, ამის ფონზე არაა გასაკვირი რომ ქვეყნების რეიტინგში ამერიკა პირველია ჭარბი წონით.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3029 times