რა უნდა იცოდეთ ჩირებზე

ჩირი წარმოადგენს გამომშრალ ხილს, რომელიც   გამოშრობილია ან მზის მოქმედებით, ან სპეციალური დეჰიდრატორების მეშვეობით.  ჩირს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორია აქვს.  მას ადამიანები რამდენიმე ათასი წელია იყენებენ.  

ჩირის განსაკუთრებული უპირატესობებია:  სიტკბო/სასიამოვნო გემო,   ნუტრიენტების მაღალი შემცველობა და  ხანგრძლივი ვადა, ანუ ინახება დიდ ხანს.

ჩირების გაკეთების კოვენციური მეთოდია მზეზე გამოშრობა ან საშრობში, რომელიც ჰაერს უბერავს. ყველაზე გავრცელებული ჩირებია:  ქლიავის ჩირი, ქიშმიში, ფინიკი, ლეღვის ჩირი, გარგრის ჩირი, ვაშლი, ატამი და მსხლის ჩირი.   ჩირების ნაწილს კი აკეთებენ დამატკბობელი სიროფის (მაგ. საქაროზა) ინექციით მაგალითად:  ალუბალი, მაყვალი, მარწყვი, მანგო. 

ზოგიერთი ხილი კი უპირატესად ჩირის სახით იყიდება ვიდრე ცოცხალი მაგ. პაპაია, კივი, ანანასი.

ჩირის დადებით მხარე ის არის, რომ ხილის დადებით შემადგენლობა მაგ. ვიტამინები და მინერალები დაჩირების შემდეგაც ნარჩუნდება. ანუ ნუტრიციულ ღირებულებას არ კარგავს ჩირი.

ყველაზე დიდი ოდენობით მსოფლიოში ქიშმიში იყიდება და იწარმოება, შემდეგ მოდის ქლიავის ჩირი,  ფინიკი, ლეღვი, გარგარი, ატამი და მსხალი.

ჩირის დადებით მახასიათებლებია:

  • საკვები ბოჭკოვანის მაღალი შემადგენლობა (სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და იმუნიტეტისთვის)
  • ორგანული მჟავები რომელიც სჭირდება ორგანიზმს.
  • ხილის მჟავები მაგ. მალის მჟავა, ტარტარის მჟავა და სხვა მჟავები ანტი მიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან.

ჩირს იმდენად კარგი და სუფთა შემადგენლობა აქვს (მიუხედავად იმისა ძალიან სუფთა პირობებში ინახება თუ არა), რომ პრაქტიკულად სამედიცინო სამყაროში ჩირით მოწამვლის ფაქტები არ გვხვდება.

ჩირების გლიკემიური ინდექსია საშუალო ან დაბალი  (შეგახსენებთ რომ  70 -ს ზევით მაღალია  56-69 საშუალო 0-55 დაბალი. 

გლიკემიური ინდექსი სხვადასხვა ჩირებში:

  • ფინიკი 62
  • ვაშლი 29
  • გარგარი 30
  • ატამი 35
  • ქლიავი 29
  • ლეღვი 61
  • ქიშმიში 54
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2782 times