სუფრის შაქარი თუ ხილის შაქარი ?

ჩვეულებრივი სუფრის შაქარი იგივე საქაროზა ყველასთვის ნაცნობი და კარგად გავრცელებული საკვებია მთელს მსოფლიოში. მეორეს მხრივ ხილის შაქარი ფრუქტოზა, მას იყენებენ სხვადასხვა სასმელების და პროდუქტების დასატკბობად. ფრუქტოზა ასევე წარმოდგენილია ნებისმიერ ხილში.   რეალურად რომლის მიღება უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის? 

ამ კითხვაზე პირდაპირი და გამოკვეთილი პასუხი არ არსებობს მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის ხაზგასმა შეიძლება.

 

ერთი  - როცა ხილთან ერთად ვიღებთ ხილის შაქრებს, ის შედარებით უსაფრთხო და სასურველია შაქართან შედარებით, ვინაიდან ხილი შეიცავს საკვებ ბოჭკოებს და შაქრები ნელ-ნელა შეიწოვება სისხლში, შესაბამისად გლუკოზის ცვლაზე  იმდენად არ მოქმედებს, როგორც პირდაპირ შაქრის მიღება. თუმცა გავლენა აქვს, ვინაიადან ფრუქტოზაც საბოლოოდ გუკოზად გარდაიქმნება, ისევე როგორც საქაროზა. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, რომელს ვიღებთ ორგანიზმისთვის საბოლოო პროდუქტი მაინც გლუკოზაა.

 ახლა მეორე მხარე -  ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ  როგორც დამატკბობლად ფრუქტოზას გამოყენება უფრო აზიანებს ორგანიზმს, ვიდრე ჩვეულებრივი შაქრის ანუ საქაროზასი.

მაგალითად   10 კვირის განმავლობაში ორ ჯგუფს აკვირდებოდნენ, ერთი იმყოფებოდა ფრუქტოზიან კვებაზე, ხოლო მეორე იღებდა საქაროზას. შედეგი იყო, რომ ორივე ჯგუფმა წონაში მოიმატა, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ფრუქტოზას იღებდა უფრო ცუდი შედეგებით გამოირჩეოდნენ, მათ მეტაბოლურად აქტიური ცხიმოვანი ქსოვილი განუვითარდათ, ანუ მუცლის ცხიმები, რომელიც ასოცირებულია გულის დაავადებებთან და ინსულტთან.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2916 times