პროდუქტები, რომლებიც გვკლავს

ჩვენ ვცხოვრობთ სიუხვის საუკუნეში, ვქმნით მეტს, ვიღებთ მეტს და ვიმატებთ წონაში. დიდი სუპერმარკეტები გვთავაზობს ყველანაირ პროდუქტს რომელსაც მოვისურვებთ, სწორედ იქ გველის ყველაზე დიდი ცდუნება, რომელიც გვიბიძგებს დავნებდეთ და მივეცეთ სიამოვნებას, გვაცდუნებს კვების ინდუსტრია და გვაცდუნებს არა ვაშლებით...



ადრე საჭმლის მოპოვება რთული და სახიფათო საქმე იყო, ამის გამო ევოლუციურად ჩვენს ტვინში ჩამოყალიბდა ე.წ დაჯილდოების ცენტრი, რომელიც ოდესღაც ეხმარებოდა ადამიანს გადარჩენასა და გვარის გაგრძელებაში. ახლა ჩვენი ტვინი მოწყობილია ისე, რომ გემრიელი საჭმლის მიღებისას იწყება რეაქციები, რომელთა შედეგად ხდება იმ ნივთიერებების გამოყოფა, რომელსაც აქვს „ნარკოტიკული“ თვისებები. შედეგად ჩვენ ვგრძნობთ სიამოვნებას და სიმშვიდეს.

მომაკვდინებელი სამეული ანუ XXI საუკუნის ნარკოტიკები

კვების ინდუსტრიის საიდუმლო რომ გავხსნათ, აღმოვაჩენთ რომ ყველაფრის საფუძველი სამი პროდუქტია, ესენია: მარილი, შაქარი, ცხიმი. სწორედ ისინი ხდიან საჭმელს ასე მიმზიდველს და გვაიძულბენ ვიყიდოთ ისევ და ისევ და ვჭამოთ უფრო და უფრო მეტი. ნეირობიოლოგები ამ პროდუქტებს  უწოდენებ 21-ე საუკუნის ნარკოტიკებს. ყველა პროდუქტი შედგება მათი სხვადასხვა კომბინაციით ცილებთან და ნახშირწყლებთან.

მაგრამ შაქარი, მარილი და ცხიმი იწვევს არა მხოლოდ მიჩვევას და ჭარბ წონას. ეს საშიში ტრიო იწვევს საშიშ დაავადებებს: დიაბეტს, ალცჰეიმერს, ღვიძლის დისფუნქციას, დეპრესიას, სიმსუქნეს და კიბოს. ისინი იწვევს ძლიერ ანთებით რეაქციებს ორგანიზმში, გამოყავს წყობიდან ჩვენი ჰორმონები - ინსულინი, გრელინი და ლეპტინი, ეს უკანასკნელი პასუხს აგებს ჩვენს მადაზე. როცა ვჭამთ ტორტებს, ფუნთუშებს, თეთრ პურს, პეჩენიებს, ძეხვებს, იოგურტებს, მაიონეზს და ვაყოლებთ ტკბილ წვენებს ან ტკბილ გაზიან სასმელს, ვუშვებთ ორგანიზმში შენელებული მოქმედების ბომბს, რომელიც საშიშია ჩვენი სიცოცხლისთვის.

მავნებელი „სასარგებლო“ საჭმელი
ბევრი თვლის, რომ საკმარისია შეამცირონ მარილი, შაქარი და ცხიმიანი საკვები და ჩაანაცვლონ დიეტური პროდუქტებით, თუმცა ეს მთლად ასე არ არის.

დიეტური პროდუქტები
ადამიანებს გონიათ რომ დიეტური პროდუქტები კარგი არჩევანია, საქმე იმაშია, რომ როცა აცლიან პროდუქტს შაქრებს და ცხიმებს ტექნოლოგები ცვლიან მათ შემცვლელებით რომლებსაც არ აქვთ არანაირი საკვები ღირებულება. თუ შემადგენლობას დააკვირდებით აღმოაჩენთ მავნებელ ცხიმებს, ხელოვნურ დამატკბობლბს, რაფინირებულ შაქარს, მარილს და დიდი ოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს. თუ გადაწყვეტთ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე უნდა დაივიწყოთ კოკა კოლა „ლაითი“, „დიეტური“ მიუსლის ბატონჩიკები და „მსუბუქი“ „დაბალკალორიული“, „უცხიმო“ პროდუქტები.

უცხიმო პროდუქტები
სასარგებლო ცხიმების ზომიერი გამოყენება არ ასუქებს. ჭარბ კილოგრამებს ქმნის შაქარი, და სწორედ მას შეიცავს დიდი ოდენობით უცხიმო პროდუქტები. კვლევებმა აჩვენა რომ უცხიმო იოგურტში არის გაცილებით მეტი სწრაფი ნახშირწყლები ვიდრე სტანდარტულში. ასე რომ ცხიმის არ ქონა არ ნიშნავს პრობლემების არ ქონას. ამას გარდა უცხიმო პროდუქტები, რომლებსაც აქვს ხელოვნური დამატკბობლები არის დაბრკოლება წონის დასაკლებად და ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად.

შაქრის შემცვლელები
ხელოვნური დამატკბობელი ტკბილეულის მოყვარულს იდეალურ ვარიანტად მიაჩნია. ასეთი დამატკბობლები გაცილებით მცირე ოდენობით კალორიებს შეიცავს ვიდრე შაქარი. არსებობს ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ დამატკბობლებმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის აუტანლობა, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს თავის ტკივილით, დეპრესიით, აგრესიით და ონკოლოგიით. ამას გარდა ისინი ხელს უწყობს შაქარზე დამოკიდებულებას და მაღალკალორიული საკვების სურვილს, რადგან რამდენჯერმე უფრო ტკბილია შაქარზე.
თუ მაინც გსურთ შაქრის შემცვლელების გამოყენება აირჩიეთ ბუნებრივი შაქრის შემცვლელები.

შაქარი ეტიკეტზე შეიძლება იყოს დაწერილი ასე: შაქარი, ლაქტოზა, მალტოდექტრინი, მალტოზა, გლუკოზა, გალაქტოზა, ხილის კონცენტრირებული წვენი, სიმინდის სიროპი და ა.შ
ხელოვნური შაქრის შემცვლელებია: ასპარტამი, სუკრალოზა, სახარინი და ა.შ

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3943 times