რა არის ნამდვილი სიყვარული?

ჩვენ არ შეგვიძლია გვიყვარდეს სხვა თუ არ გვიყვარს საკუთარი თავი. ჩვენ ვერ ვიქნებით ძალის წყარო თუ არ აღვზრდით საკუთარ ძალას. მყარი ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორ ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანს შორის.



სიყვარული არის საკუთარი მეს გაფართოების სურვილი რომ გამოიწვიოს საკუთარი ან სხვისი სულიერი განვითარება. როცა ნამდვილად მიყვარს ვცდილობ ჩემი მეს გაფართოებას, როცა ვაფართოებ მას მე ვიზრდები. რაც მეტად მიყვარს,  რაც უფრო დიდხანს მიყვარს, მით უფრო ვიზრდები. ნამდვილი სიყვარული თავად ავსებს საკუთარ თავს. საკუთარი საზღვრების გაფართოების აქტი ძალისხმევას მოითხოვს. როცა ვინმე გვიყვარს სიყვარული ხდება რეალური მხოლოდ ჩვენი დაძაბულობის წყალობით, სიყვარული სავსეა ქმედებებით.

სხვაზე დამოკიდებულება ძალიან გავს სიყვარულს, რადგან ძლიერად აჯაჭვავს ადამიანებს ერთმანეთზე, სინამდვილეში ეს სიყვარული კი არა ანტი სიყვარულის ფორმაა.

ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული მაშინაც კი თუ ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ ეს. რაც არ უნდა ძლიერი, მზრუნველი და პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული ვიყოთ, ჩაიხედეთ საკუთარ თავში მშვიდად და ყურადღებით: დაინახავთ რომ გსურთ იშვიათად მაინც იყოთ ვინმეს ზრუნვის საგანი. მაგრამ ეს გრძნობა და სურვილი არ უნდა იყოს დომინანტური, თუ დომინანტურია და მართავს თქვენს ცხოვრებას, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ დამოკიდებულების მოთხოვნილება.
სხვაზე დამოკიდებული ადამიანები იმდენად ცდილობენ უყვარდეს სხვას რომ თავად სიყვარულის ძალები აღარ რჩებათ. თითქოს ამ ადამიანებში არის რაღაც სიცარიელე, უძირო ორმო, რომლის შევსებაც შეუძლებელია. მათ არ აქვთ დასრულებულობის, შევსების გრძნობა, პირიქით, გამუდმებით აწუხებთ აზრი რომ რაღაც აკლიათ. ძნელად იტანენ მარტოობას. ვერ აღიქვამენ თავს როგორც პიროვნებას, ფაქტიურად ისინი ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვა ადამიანებთან ურთიერთობის წყალობით. დამოკიდებულება ძალიან წააგავს სიყვარულს, მაგრამ ის მიმართულია იმისკენ რომ აიღოს და არა იმისკენ რომ მისცეს, ის ხელს უწყობს ინფანტილიზმს და არა განვითარებას. საბოლოოდ ის კი არ ამყარებს, ანგრევს ურთიერთობას, კი არ აძლიერებს ანგრევს ადამიანებს.

ჭეშმარიტი სიყვარული ძალისმიერი და არა ემოციური სამუშაოა. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს, იქცევა ასე სიყვარულის გადაწყვეტილების გამო. ამ ადამიანმა აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იყოს მოსიყვარულე, მიუხედავად იმისა არის თუ არა სასიყვარულო გრძნობა. თუ არის მით უკეთესი, მაგრამ თუ არ არის, სიყვარულის გადაწყვეტილება, მაინც რჩება და მოქმედებს. და პირიქით, ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს  არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია თავი აარიდოს მოქმედებას ნებისმიერი გრძნობების დროს. შეიძლება გაიცნოს ძალიან მიმზიდველი ადამიანი და ქონდეს მასთან დაახლოების სურვილი, მაგრამ რადგან ამან შეიძლება დაანგრიოს ოჯახი, ჩუმად იტყვის ან გაიფიქრებს: „მგონი მზად ვარ მიყვარდეთ თქვენ, მაგრამ თავს ამის უფლებას არ მივცემ“. სიყვარულის გრძნობა შეიძლება იყოს ამოუწურავი, მაგრამ შესაძლებლობა იყო მოსიყვარულე ამოწურვადია. ამიტომაც უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელზეც მოვახდენთ ჩვენი სიყვარულის უნარის კონცენტრირებას, რომლისკენაც მივმართავთ ჩვენი სიყვარულის ნებას. ნამდვილი სიყვარული არ არის გრძნობა რომელიც გვავსებს, ნამდვილი სიყვარული პასუხისმგებლობიანი, დაფიქრებული გადაწყვეტილებაა.

სიყვარულზე მუშაობას სხვადასხვა ფორმა აქვს და მთავარი არის ყურადღება. ჭეშმარიტი ყურადღება, სრული კონცენტრირება სხვა ადამიანზე ყოველთვის სიყვარულის გამოვლინებაა. ასეთ დროს ადამიანი დროებით უარს ამბობს საკუთარ წარმოდგენებზე, შეხედულებებზე და სურვილებზე რადგან დროებით სხვის ტყავში იგრძნოს თავი იმ მიზნით რომ რაც შეიძლება ღრმად იგრძნოს, დაინახოს მისი სამყარო შიგნიდან.
პირველკლასელის მოსმენა, მოზარდისთვის მანქანის ტარების სწავლება, ცოლის/ქმრის სმენა როგორ ჩაიარა დღემ სამუშაოზე ან საყიდლებზე, მათი პრობლემების შიგნიდან გაგება, მცდელობა იყო უცვლელად მომთმენი და ძალიან ყურადღებიანი ხშირად მოსაწყენია, მოუხერხებელია და დამღლელია, ძალებს გვართმევს: ეს რთული სამუშაოა. თუ ძალიან ზარმაცია ადამიანი ამას არ გააკეთებს. თუ არც ისე ზარმაცია გააკეთებს უფრო ხშირად ან უკეთესად. თუ სიყვარული მუშაობაა, მაშინ უსიყვარულობა სიზარმაცეა.

ზედაპირული ან ღრმა მოვალეობები ყოველთვის არის საფუძველი, ფუნდამენტი ნამდვილი სასიყვარულო ურთიერთობების. სერიოზული მოვალეობები არ არის წარმატების გარანტი, მაგრამ ხელს უწყობს მის გამყარებას მეტად ვიდრე ნებისმიერი სხვა ფაქტორი. სწორედ ჩვენი მოვალეობის გრძნობა ქორწინების მერე გვეხმარება გავუძლოთ შეყვარებულობიდან ნამდვილ სიყვარულში გადასვლის მომენტს. ასევე მოვალეობის გრძნობა ბავშვის ჩასახვის შემდეგ გადაგვაქცევს ბიოლოგიური მშობლიდან ფსიქოლოგიურ მშობლად.

მოერიდეთ კონფრონტაციას, როცა კონფრონტაცია აუცილებელია სულიერი ზრდისთვის ეს ისეთივე უსიყვარულობაა როგორც, დაუფიქრებელი კრიტიკა, ცუდი სიტყვები და სხვა აშკარა ზრუნვაზე უარის თქმის  ფორმები . თუ მშობლებს უყვართ შვილები ზომიერად და ფრთხილად მაგრამ აუცილებლად და აქტიურად უნდა გააკრიტიკონ ისინი, შეეკამათონ ასევე ნება დართონ რომ შვილებმაც გააკრიტიკონ და გამოხატონ თავისი აზრი, სწორედ ასევე მოსიყვარულე მეუღლეებმა ზოგჯერ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა ერთმანეთს, თუ უნდათ რომ მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობა გახდეს მათი სულიერი ზრდის ხელის შემწყობი ფაქტორი.

ნამდვილი სიყვარულის უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებად ითვლება ის, რომ განსხვავებები მუდამ შენარჩუნდეს და იქნეს გაფრთხილებული. ჭეშმარიტად მოსიყვარულე ყოველთვის ხედავს საყვარელ ადამიანში სრულიად ცალკეულ არსებას. უუნარობა ამის დანახვის და პატივისცემის ძალიან გავრცელებულია და არის ბევრი სულიერი დაავადების და უაზრო ტანჯვის სათავე.
ჭეშმარიტი სიყვარული არა მხოლოდ პატივს სცემს პარტნიორის თავისებურებებს, ფაქტიურად მიისწრაფის მისი კულტივირებისკენ, განშორების და დაკარგვის საშიშროების დროსაც. ცხოვრების უმაღლესი მიზანი დადის ადამიანის ინდივიდუალურ სულიერ ზრდამდე, ინდივიდუალურ მოგზაურობამდე მწვერვალისაკენ, რომლის მიღწევაც ყველას შეუძლია მხოლოდ თვითონ.

მცდელობა გავექცეთ კანონიერ ტანჯვას უდევს საფუძვლად ყველა ემოციურ დაავადებებს. თუ შეგვიძლია სიცოცხლე იმ აზრით, რომ სიკვდილი ჩვენი მარადიული თანამგზავრია, მაშინ დონ ხუანის სიტყვებით რომ ვთქვათ ის ჩვენი მოკავშირე ხდება: ის საშინელია, მაგრამ მუდამ მზად არის მოგვცეს კარგი რჩევა. როცა მრჩეველად სიკვდილი გყავს - გამუდმებით აცნობიერებ დროის საზღვრებს, რომელიც გამოყოფილი გვაქვს სიცოცხლისა და სიყვარულისთვის, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მოვძებნოთ საუკეთესო გამოყენების გზა ჩვენი დროისთვის და ვიცხოვროთ მაქსიმალური სისავსით. მაგრამ თუ ღიად არ გვსურს ჩავხედოთ სახეში ჩვენს საშინელ მოკავშირეს სიკვდილს, თავს ვაკლებთ მის რჩევას და ვერ ვიცხოვრებთ და ვერ გვეყვარება მთელი სისავსით. თუ გავურბივართ  სიკვდილს, ამ შემთხვევაში აუცილებლად გავურბივართ თავად სიცოცხლეს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 11591 times