საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ რომელი პროდუქტები არ ანაყრებს, ზოგი პირიქით აძლიერებს შიმშილის გრძნობას რაც უარყოფითად აისახება წონაზე.

შაქრის დონის ბალანსი სისხლში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიაბეტიკებისთვის, არამედ ყველა დანარჩენისთვისაც, რადგან ეს ეხება ჯანმრთელობას. შაქრის დონის შესანარჩუნებლად და შესაძლო გართულებების, (რომელსაც იწვევს შაქრის დონის მკვეთრი ცვალებადობა ) თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ დავამატოთ მენიუში რამდენიმე პროდუქტი.

ადამიანის კვებით მიღებული პროდუქტის უმეტესი წილი, როგორც წესი ნახშირწყლებზე მოდის დაახლოებით  45-60 %. საკვების სახით ადამიანი იღებს სახამებელს, სუკროზას, ლაქტოზას და  მოუნელებელ ბოჭკოებს.

 ნახშირწყლებით მდიდარია შემდეგი პროდუქტები: შაქრები, სიროფები, დამატკბობლები (100% იანი ნახშირწყლებით).

ტკბილეულობა, კანფეტები, ჯელიბონი და მისი მსგავსი საკვები 99 % იანი ნახშირწყლებით.

გამშრალი ხილი  - ჩირები.  94 % იანი ნახშირწყლებით.

სხვადასხვა მალე მოსამზადებელი მარცვლეულობა ხშირად ტკბილი, რასაც ბავშვებს აჭმევენ მზა საუზმეები.   91 % იანი ნახშირწყლებით.