დაბალი სიმკვრივის ლიპო პროტეინები წარმოადგენს ერთ-ერთს ხუთი ძირითადი ლიპო პროტეინიდან.   რაც უფრო მეტია ლიპოპროტეინებში დაბალი სიმკვრივის ლიპო პროტეინების წილი, მით მეტია გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი.

დაბალი სიმკვრივის ლიპო პროტეინები შედიან სისხლძარღვების ენდოთელიუმში და იქ ხდება მათი ოქსიდაცია,  შემდეგ მათი შეკავება ფაგოციტების მიერ ხდება,  თუ დიდი ოდენობით გროვდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ენდოთელიუმში, ვითარდება ათეროსკლეროზი.  საბოლოოდ ყალიბდება ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომლის დაზიანების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას თრომბი და დააცოს სისხლძარღვის კედელი, ასეთ შემთხვევაში.

ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები  წარმოადგენს ადამიანის სისხლში არსებული  5 ძირითადი ლიპოპროტეინისგან  (ქილომიკრონები, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, საშუალო სიმკვრივის ლიპოპროტეინები და მაღალი სიმკვრივის ლიპო პროტეინტები) ერთ-ერთს და გამოირჩევა იმით, რომ მის რაოდენობას მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა დაავადების განვითარების პროცესში. 

ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ფუნქციაა ქოლესტერინს მისცეს საშუალება გადაადგილდეს წყალში ხსნად გარემოში ( ამ შემთხვევაში სისხლში) ვინაიდან ქოლესტერინი ცხიმია, ცხიმს კი წყალში ხსნად გარემოში გადაადგილება არ შეუძლია, ვინაიდან ჰიდროფობულია.  ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს აქვს სატრანსპორტო ფუნქცია  ის ორგანიზმს ამარაგებს ტრიგლიცერიდებით, ფოსფოლიპდებით, ქოლესტერინით და ქოლესტერინის ესთერებით.