საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ რომელი პროდუქტები არ ანაყრებს, ზოგი პირიქით აძლიერებს შიმშილის გრძნობას რაც უარყოფითად აისახება წონაზე.

ჩვენ ვცხოვრობთ სიუხვის საუკუნეში, ვქმნით მეტს, ვიღებთ მეტს და ვიმატებთ წონაში. დიდი სუპერმარკეტები გვთავაზობს ყველანაირ პროდუქტს რომელსაც მოვისურვებთ, სწორედ იქ გველის ყველაზე დიდი ცდუნება, რომელიც გვიბიძგებს დავნებდეთ და მივეცეთ სიამოვნებას, გვაცდუნებს კვების ინდუსტრია და გვაცდუნებს არა ვაშლებით...

შაქარი რომ არ არის ისეთი კარგი, როგორიც გემო აქვს ფაქრია, ის თქვენი მეგობარი არ არის.  შეიძლება მისი მიღებისას სიამოვნებას განიცდით (ბეტა ენდორფინების გამომუშავების გამო) მაგრამ შაქარი თქვენი მტერია  და ეს კვლევებით დადასტურებულია. ანუ ეს არ არის მოსაზრება, ეს ფაქტია.

რეალურად შაქრის მიღება არის ყველაზე უარყოფითი მოვლენა რაც კი შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას გაუკეთოთ.   ბოლო სამასი წელია შაქარი ტრენდულია ევროპა-ამერიკისთვის.

  • 1700 წლისთვის ადამიანი საშუალოდ 2 კილო შაქარს მოიხმარდა წლის განმავლობაში 
  • 1800 წლისთვის 9 კილოს.
  • 1900 წლისთვის 45 კილოს.
  • 2012 წლისთვის კი ადამიანები დღეში თითქმის 200 გრამ შაქარს იღებენ სხვადასხვა გზებით წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი 90 კგ მდე

ქალები ყოველდღიურად ხარჯავენ დიდ თანხებს ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებსა და გამაახალგაზრდავებელ პროცედურებში. სამწუხაროდ დაბერებასთან ბრძოლაში ყველა საშუალება უძლური იქნება, თუ კვებას არ მიაქცევთ ყურადღებას. Power.ge გთავაზობთ იმ ტოპ პროდუქტებს, რომლებიც აბერებს.

შაქარი
დაივიწყეთ ნამცხვრები და კანფეტები. როცა ორგანიზმში ხვდება შაქარი ის „ეკვრის“ ცილების ბოჭკოებს(მათ შორის კოლაგენს და ელასტინს, რომლებიც კანის სიმკვრივეს განაპირობებს) და აკავშირებს მათ ერთმანეთთან, რის გამოც ისინი კარგავენ თავის ეფექტურობას. ეს კი აჩქარებს დაბერების და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს. ასე რომ ეცადეთ ნელ-ნელა ამოიღოთ შაქარი რაციონიდან.

შეიძლება თუ არა ადამიანი გახდეს შაქარზე დამოკიდებული?
ოფიციალური მედიცინა არ ცნობს  „შაქარდამოკიდებულ“ ტერმინს, თუმცა ბევრი ტკბილეულის მოყვარული ადამიანი აცხადებს რომ იტანჯება მრავალი წლის მანძილზე შაქარზე დამოკიდებულების გამო. შვეიცარიაში უკვე არსებობს სპეციალური
სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ადამიანებს ეხმარებიან ამ დამოკიდებულების მოხსნაში.

შაქარზე არსებობს ბევრი რადიკალურად განსხვავებული აზრი თუმცა ერთი ფაქტია: მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ბოლო 150 წლის მანძლზე შაქრის მოხმარება გაიზარდა  17-ჯერ.