კრებსის ციკლი

კრებსის ციკლი  წარმოადგენს ქიმიური რეაქციების სერიას, რომელიც მიმდინარეობს  აერობულ ორგანიზმებში, მათ შორის ადამიანში  რომლის შედეგად წარმოიქმნება ენერგია  აცეტატის ოქსიდაციით. თავის მხრივ აცეტატი მიიღება ნახშირწყლებისგან, ცხიმებისგან, ცილებისგან. საბოლოოდ წარმოიქმნება ნახშირორჟანგი და  ატფ- ადენოზინ ტრიფოსფატი (ენერგიის წყარო).  მარტივად, რომ განვსაზღვროთ კრებსის ციკლი იგივე სუნთქვის ციკლია უჯრედულ დონეზე. რომლის შედეგადაც მიიღება ენერგია (ატფ) და გამოიყოფა ნახშირორჟანგი. რეაქცია მოიხმარს ჟანგბადს და  საკვებს (ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები).

ადამიანების უჯრედებში კრებსის ციკლი მიმდინარეობს უჯრედის მიტოქონდრიებში.

 

კრებსის ციკლი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეაქციას ადამიანის ორგანიზმში . ის აერთიანებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს.

კრებსის ციკლის შედეგად მიიღება:

  • ორი მოლეკულა ნახშირორჟანგი
  • ერთი მოლეკულა ადენოზინ ტრი ფოსფატი (ენერგიის მატარებელი ქიმიური  ნაერთი)
  • სამი მოლეკულა NAD + (ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი) NADH (რედუცირებული ფორმა) წყალბადთან ურთიერთქმედების შედეგად.
  • ერთი მოლეკულა FAD - FADH2

 

რედიენტი  წარმოადგენს წონაში კლების პრეპარატს, რომელიც კრებსის ციკლის ერთ ერთ ეტაპზე გავლენას ახდენს აინჰიბირებს ციტრატ ლიაზას. შედეგად აღარ ხდება ციტრატების ოქსალოაცეტატებად და  აცეტილ კოენზიმ ა-დ გარდამქმნა, შედეგად ითრგუნება ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზი. თავის მხრივ იზრდება ღვიძლისმიერი გლიკოგენის სინთეზი, რაც თავის მხრივ თრგუნავს მადას. 

დეტალური ინფორმაცია რედიენტზე შეგიძლიათ იხილოთ  მოცემულ ლინკზე.

 

Read 17104 times