7საშუალება, რომლებითაც ვაკარგვინებთ მამაკაცს მამაკაცურობას

ყველა ქალი ნამდვილ მამაკაცზე ოცნებობს, მაგრამ ამავდროულად არ აძლევს მამაკაცს თავის გამოვლენის საშუალებას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ როცა ქალი ცდილობს გახდეს მამაკაცის თანასწორი შეიძლება სრულიად ჩაუკლას მამაკაცს ყველა მისი სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
ამიტომ ქალებო, მოერიდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებს, თუ არ გინდათ რომ თქვენი მამაკაცი სხვასთან გაიქცეს ან გადაიქცეს ისეთ არსებად რომელიც მხოლოდ სიბრალულს გამოიწვევს თქვენში.



უპატივცემულობა მისი პროფესიის მიმართ

დღეს, ისევე როგორც ათასი წლის წინ შეხედულება ადამიანზე ყალიბდება მისი სამუშაოს მიხედვით. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი რჩეული მცხობელია, სტილისტი, მხატვარი, მენახირე თუ ფინანსური ანალიტიკოსი, თუ თქვენ მის პროფესიას პატივს არ სცემთ, მოგიწევთ გადააფასოთ თქვენი შეხედულებები ან ურთიერთობა. მისი პროფესიისადმი უპატივცემულობა იგივეა, რაც მისი მამაკაცური ღირსების აბუჩად აგდება,  შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოთ მის თავმოყვარეობას.

კონფლიქტი მისი ხელფასის გამო
მამაკაცებს არ მოსწონთ უარყოფითი კომენტარები იმის შესახებ, რამდენი ფული მოაქვს სახლში. როცა საქმე ხელფასს ეხება ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულებები და მიზნები ამასთან დაკავშირებით. მაშინაც კი თუ ძალიან სერიოზული მიზეზი გაქვთ ოჯახურ ბიუჯეტზე სასაუბროდ ნუ დაადანაშაულებთ მას , ეს არ არის ეფექტური.

სთხოვო დახმარება და მერე ყველაფერი მაინც შენებურად გააკეთო
მამაკაცი თქვენი პარტნიორია, თქვენ რომ ყოფილიყავით პარტნიორები ბიზნესში ორივე მხარე თანაბრად გაინაწილებდა პასუხისმგებლობას, ასევე უნდა იყოს ქალის და მამაკაცის ურთიერთობაშიც. როცა რამეს თხოვთ მამაკაცს და მაშინვე ცდილობთ გააკეთოთ ის რამე თქვენ, ისე რომ არაფრად ჩააგდოთ მისი ძალისხმევა, სრულიად ღიათ თავს ესხმით მის მამაკაცურობას.

სკანდალის მოწყობა სხვების თანდასწრებით
კაპრიზ ბავშვზე უარესი, რომელიც სცენებს აწყობს სხვების თვალწინ არის  ქალი, რომელიც ისტერიკებს მართავს სახალხოთ. როგორც არ უნდა ცდილობდეს დანაშაულის გამოსყიდვას, მაინც ყველა გაიგებს რომ დამნაშავე ის არის. გაქცევის მცდელობა მისი მხრიდან სულელურად გამოჩნდება, თუ თავს გაწონასწორებულად დაიჭერს, შეიძლება ამით ისტერიკის კიდევ უფრო დიდი შეტევა გამოიწვიოს, თუ დაგიყვირებთ და აგყვებათ სრულ არარაობად იქცევა. ნუ ჩააყენებთ თქვენს რჩეულს მსგავს სიტუაციაში.


მისი ყველა ნაბიჯის კონტროლი
ნამდვილ მამაკაცს არ მოეწონება ყოველ დღე იმის შეხსენება თუ ვინ არის აქ ბოსი. ყველა ადამიანს აქვს იმის კეთების უფლება, რაც სურს. ხშირად მამაკაცებს დიდი სიყვარულისთვისაც კი უჭირთ პირად თავისუფლებაზე უარის თქმა.
ნუ აიძულებთ ყოველ ჯერზე მიიღოს თქვენს ჭკუაზე სიარულის გადაწყვეტილება. ეს იგივეა რაც სთხოვოთ კარადის გადაადგილება, როცა ის ასრულებს თქვენს თხოვნას გარშემო უაროთ კრიტიკული სახით, და უთხრათ სად უნდა წაავლოს ხელი, როგორ უნდა მოიქცეს, ეს მონობის ფორმაა და არა ნორმალური ურთიერთობა.

სთხოვოთ დახმარება სხვა მამაკაცს
ბუნებით მამაკაცები მესაკუთრეები არიან, ეს ეხება ნივთებსაც და სამსახურსაც. ისინი ამაყობენ თავისი უნარით, მიიღონ გამოწვევა, იხსნან მდგომარეობა, ამიტომ მაშინვე საქმეს შეუდგება თუ სახლში რამე გაფუჭდა.
ამ დროს სხვა მამაკაცი მხარს დაუჭერს და პატივს სცემს მის მცდელობას მოაგვაროს პრობლემა.
ქალებს პირიქით, არათუ არ ესმით, არამედ ცდილობენ იპოვონ დასახმარებლად ვინმე მეტად კომპეტენტური. ასეთი სპეციალისტი არსებობს, მაგრამ თუ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღო მამაკაცმა, სწორედ მან უნდა მიმართოს სპეციალისტს თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.
როგორ იგრძნობდით თავს, თავის გამოცდილ დედას რომ დაუძახოს თქვენს დასახმარებლად სახლის საქმეებში?

მისი გრძნობების აბუჩად აგდება

მამაკაცებიც არიან მგრძნობიარეები, განსაკუთრებით თუ საქმე განსაზღვრულ სიმებს ეხება. თუ გინდათ რაიმე საკითხზე თქვენი აზრის გაზიარება ნამიოკებით ნუ დაიწყებთ საუბარს, უთხარით პირდაპირ.
არ ღირს დიდი მონდომებით გამოხატოთ უკმაყოფილება მისი ნაკლოვანებების გამო. ზოგჯერ პარტნიორს ვეუბნებით ისეთ რამეს, რასაც არასდროს არ ვეტყოდით მეგობარს ან კოლეგას. ზოგი ქალი ძალიან გულუხვია კრიტიკაში.
მამაკაცმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს ამ კრიტიკას, მაგრამ გულის სიღრმეში დაუგროვდება წყენა და ტკენა, იქამდე სანამ ერთხელაც ყველაფერი არ ამოხეთქავს, დამიჯერეთ ეს ნამდვილად არ მოგეწონებათ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4910 times