ბიჭს მამაკაცად აქცევს ქალი

„სანამ იცით, რომ მამაკაცები ბავშვებივით არიან, თქვენ იცით ყველაფერი!“ კოკო შანელი

სინათლის სხივი სიბნელეში უკეთ ჩანს, ჩრდილიები კი შუქზე. ასევე მამაკაცურობა მკაფიოდ ჩანს ქალურობის ფონზე. თუ გინდა შეამოწმო როგორი მამაკაცი ხარ, დააკვირდი როგორი დამოკიდებულება გაქვს ქალურ გამოვლინებებთან: ბუნებასთან, გაურკვევლობასთან და ქალებთან.


როცა მამაკაცები ცდილობენ იყონ მამაკაცურები პირველ რიგში ცდილობენ არ იყვნენ ქალურები, თუმცა არასაკმარისი მამაკაცურობა მხოლოდ იმის ბრალია, რომ ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული, მამაკაცი რომელიც ჯერ არ გაზრდილა, მამაკაცი-ბავშვია. მამაკაცი ის კი არ არის, ვისაც სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, არამედ ისაა ვინც დაკაცდა, სხვა დანარჩენი მამაკაცურობის თამაშია მხოლოდ.

დაკაცება წარმოუდგენელია ქალური საწყისის გარეშე. მამაკაცები ხდებოდნენ სამ ეტაპად, პირველი ეტაპი იყო დედასთან ყოფნა, როცა დედა აძლევს სითბოს და სიყვარულს, მეორე ეტაპი ქალის გარეშე, როცა ბიჭები დროის ტარებას იწყებენ ერთმანეთთან და მამის მეგობრების წრეში, ასე ბიჭი სწავლობს მონადირის, საყვარლის და მამის როლს, ანუ იძენს თვისებებს, რომელიც გამოადგება მესამე ეტაპისთვის, მესამე ეტაპია ქალთან დაბრუნება, როცა უკვე ზრდასრული მამაკაცი ქმნის ოჯახს.

ახსნილია მარტივად მაგრამ არსი გასაგებია - ბიჭი იქცევა მამაკაცად მხოლოდ ქალის ყოფნით მის ცხოვრებაში. ქალი მისი სარკეა, მოტივაცია და მამაკაცურობის საბოლოო მაჩვენებელია.

შამან არკან ლუშვალა თავის წიგნში „შავი იაგუარის დრო“ წერს: კავშირის დაკარგვა მამების სიბრძნესთან იწვევს მამაკაცების ნორმალური ზრდის დაშლას. ჩვენ ვიღებთ სიმელოტეს, ისე რომ არ მიგვიღია ინიციაცია, და ვაშენებთ სამყაროს ჩვენი, ბიჭური მანერით. სამყარო აშენებული ბიჭი-მამაკაცებისა, შორსაა სამოთხისგან, მასში ძნელია სუნთქვა და სმა, მასში დამახინჯებულია თავისუფლების და ბედნიერების გაგება, მასში ზეიმობს ფულის და ძალის კულტი, ის კი, როცა სხვას არ გავხარ სისუსტედ ითვლება, რაც მთავარია ამ სამყაროში ქალები თავს არ გრძნობენ მყუდროდ.

ვერ გრძნობენ თავს მყუდროდ რადგან არ ითვალისწინებენ ქალების ინტერესებს. ქალური საწყისი ბავშვისთვის გამოყენების წყაროა. ბიჭი მხოლოდ იღებს და ეს ნორმალურია სანამ ის ბიჭია. მაგრამ თუ „ბიჭი“ 30+ ასაკისაა და ის მაინც მხოლოდ იღებს სანაცვლოდ კი არც კი ფიქრობს რამის მიცემას? ეს ქცევა ხდება დამანგრეველი.

მამაკაცი-ბავშვი არ ფლობს ქალურ საწყისთან ურთიერთობის უნარს, მასში ხედავს საშიშროებას და ცდილობს დათრგუნოს ის. ზოგი მიდის ძალადობის გზით, ცდილობენ ყველანაირად დაამცირონ ქალი, სხვები მხოლოდ იყენებენ ქალებს, იქცევიან როგორც გაფუჭებული ბავშვები, მანიპულირებენ, ითხოვენ ჭარბ ყურადღებას, სათამაშოებს, აწყობენ სკანდალებს თუ რამე არ მოსწონთ.

გაურკვევლობას „ბიჭები“ ახშობენ ტოტალური კონტროლით, წინასწარ დაგეგმვით.
ცრუ მამაკაცურობის ფორმები ყველგან გვხვდება ჰოლივუდით დაწყებული ამინდის პროგნოზით დამთავრებული, დღეს დაფასებულია ცრუ მამაკაცობა, ქალები კი მათგან ელოდებიან იმას რასაც ვერასდროს მიიღებენ. შემდეგ კი ძალიან განიცდიან ამას.

რას ნიშნავს ჭეშმარიტი მამაკაცი?
პროფესორი დევიდ დ. ჰილმორი წიგნში „მამაკაცურობა განვითარების პროცესში“ წერს, რომ მამაკაცურობის ზღურბლი იქ არის, სადაც ბიჭი იწყებს იმაზე მეტის მიცემას ვიდრე თავად იღებს.


რას უნდა ჩავეჭიდოთ? როგორ დავინახოთ ცრუ მამაკაცურობა საკუთარ თავში და გადავლახოთ ის? ვინ დაგვეხმარება ვიპოვოთ ის ნამდვილი მამაკაცურობა? მართალია - ქალები.

პირველი ნაბიჯია დაბრუნება ქალურ საწყისთან, „ქალის მიღება საკუთარ თავში“, ანუ ისეთი თვისებების როგორიცაა სირბილე, ზრუნვა, შეგუება, სიბრძნე, წინათგრძნობა.  ამის ფონზე თავისთავად იკვეთება მამაკაცური თვისებები - დაცვის სურვილი, გაზრდა, ის რომ ვინმესთვის იყოს დასაყრდენი. არა იმიტომ რომ ვალდებულებაა ასეთი, არამედ იმიტომ რომ მამაკაცს სხვაგვარად არ შეუძლია. მხოლოდ ქალური ნაწილის მიღებით, შევძლებთ აღვზარდოთ ნამდვილი მამაკაცი ჩვენში.

მამაკაცური თვისებები, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანური, მიმდინარეა, მათი განვითარება შეიძლება, ასევე გამოვლინება ან დაკარგვაც შეიძლება. როგორ უნდა გაიგო რამდენად მამაკაცური ხარ? ქალის თვალებში დაინახავ ამას.

ცოლის ქცევაში შეგიძლია დაინახო შენი მამაკაცურობის შკალა, აი შეაქე შენი თავი და მან შემოგხედა დედობრივი მზრუნველობით, აი მოიქეცი ბრძნულად და მისი თვალები გამოხატავს მადლიერებას და პატივისცემას. როცა უაზროდ ხარჯავ დროს და ენერგიას მის მოძრაობაში ჩნდება სიმკვეთრე და განგაში, რომ მამაკაცურობა დააკლდა ოჯახს. როცა აღწევ წარმატებას ის ხდება რბილი. ის შენ გზას გიჩვენებს.

ქალებს უნდათ ზრდასრული, მზრუნველი მამაკაცები, ნამდვილი მამაკაცი მზეს გავს, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, გქონდეს მისი იმედი, იცოდე რომ აუცილებლად ამოვა დილას.

ამ საიმედო მამაკაცურ ყურადღებასა და ზრუნვაში ქალი შეძლებს იყოს მშვიდად, გაიფურჩქნოს და აავსოს სამყარო იმით რისთვისაც ის შექმნილია - სიცოცხლით და სიყვარულით.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3545 times