იდეალური პარტნიორი და ურთიერთობაზე მუშაობა

არსებობს იდეალური პარტნიორი? კვლევები გვიჩვენებს რომ რომანტიული წარმოდგენა იმ ერთადერთის შესახებ შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ჩვენს მომავალზე.
თუ გჯერათ რომ არსებობს ერთი იდეალური პარტნიორი რომელთანაც მარტივად ააწყობთ ახლო ურთიერთობას და თითქმის არანაირი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ, იცოდეთ რომ მარტო არ ხართ. ამერიკელთა 73% თვლის რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული  პარტნიორი გააბედნიერებს მათ. 1998 წელს ფსიქოლოგმა რაიმონდ ნიმ ჩაატარა ტესტირება, იმის გასარკვევად როგორ მოქმედებს ერთი კონკრეტული პარტნიორის ძიება ადამიანის ბედზე და მის ურთიერთობებზე. ექსპერიმენტის პროცესში მან შეადარა ისინი, ვისაც ჯეროდა ბედის და ისინი, ვინც ფსონს დებდა ურთიერთობის განვითარებაზე, რადგან ფიქრობდნენ რომ ამას დრო და ორივე პარტნიორის ძალისხმევა სჭირდება.



იდეალური პარტნიორი
ადამიანებს სჯერათ, რომ იგრძნობენ პირველივე შეხვედრაზე რომ მათ წინ ის ადამიანია, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდნენ. ისინი ქვეცნობიერად განწყობილი იყვნენ იმისთვის, რომ სრულიად მიეღოთ პარტნიორი. თავიდან ასეთი წყვილი ახდენდა ინტენსიური გრძნობების დემონსტრირებას, იყვნენ ღია და სწრაფად ახლოვდებოდნენ, მაგრამ იმის რწმენა რომ ჭეშმარიტად ახლობელი ადამიანები არ მუშაობენ ურთიერთობაზე ანგრევდა ურთიერთობას პირველივე სერიოზული სირთულეების დროს. დაშორების შემდეგ ასეთი პარტნიორები იწყებდნენ ისევ ძიებას, ისინი თვლიდნენ რომ ურთიერთობამ ფიასკო იმიტომ გაიცადა რომ შეცდნენ პარტნიორის არჩევაში. შედეგად ისინი, ვისაც ჯეროდა წინასწარგანზრახული შეხვედრის აღმოჩნდნენ ვნებიანი, მაგრამ როგორც წესი მათი ურთიერთობა იყო ხანმოკლე.

ურთიერთობის აშენება
მონაწილეთა მეორე ჯგუფი, ნაკლებად ეყრდნობოდა ჯადოსნურ შეხვედრას და სჯეროდა უფრო იმისი, რომ ნამდვილი სიახლოვისთვის საჭიროა დრო, ურთიერთობა კი მოითხოვს შრომას და ყურადღებას. ამ ადამიანებს არ ეშინოდათ კონფლიქტური სიტუაციების და თვლიდნენ, რომ სირთულეები აძლიერებდა მათ როგორც წყვილს. ურთიერთობის დასაწყისში ასეთი წყვილი ავლენდა ნაკლებ ვნებას და უყურებდნენ პარტნიორს საკმაოდ კრიტიკულად, ბევრი მათგანი არ განიცდიდა ეიფორიას, მაგრამ მზად იყვნენ კონსტრუქციული საუბრისთვის და ორმხრივი კომპრომისებისთვის. ამის გამო არ ჩქარობდნენ დაშორებას პირველივე უთანხმოებისას, გარდა ამისა, ვისაც ჯეროდა რომ ურთიერთობაზე მუშაობაა საჭირო მეტად იყვნენ მზად პატიებისთვის, მაშინ როცა რომანტიკის მოყვარულები ასეთ დროს უკან იხევდნენ.

გრძნობათა მაგია თუ მუშაობა ურთიერთობაზე?
პირველი ჯგუფის წარმომადგენლები განიცდიდნენ ძლიერ გრძნობას, რომელზეც ყველა ოცნებობს, თუმცა დროთა განმავლობაში შეყვარებულის იდეალიზაცია ჩვენს წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. ჩვენ არ ვართ მზად მივიღოთ ნამდვილი ადამიანი, მთელი თავისი ნაკლოვანებებით და დაშვებულის საზღვრებით. ჩვენ არ ვართ მზად ვაღიაროთ, რომ ჩვენს სხვაობაში იმალება ურთიერთობის ძალა, უთანხმოების მომენტებში კი გვტანჯავს ეჭვები: ნამდვილად არის ეს ჩემი ახლობელი ადამიანი? ასე ვკარგავთ მას, ვისთანაც შეიძლება ბედნიერი ვყოფილიყავით, რომ შეგვძლებოდა მიგვეღო პარტნიორი ისეთი, როგორიც არის, ურთიერთობაზე კი გვემუშავა. ვისაც ჯეროდა, რომ ურთიერთობას ძალისხმევა სჭირდება, ადამიანები კი ახლოვდებიან დროთა განმავლობაში, ინარჩუნებდნენ ურთიერთობას, მაგრამ ზოგჯერ არ განიცდიდნენ მკაფიო გრძნობებს. ჯანსაღ ბალანსად შეიძლება დაგვესახელებინა სიტუაცია, სადაც უარს არ ვამბობთ საყვარელი ადამიანის ძებნაზე, რომელთანაც ურთიერთობის დასაწყისში გვაქვს ვნება, მაგრამ ამასთანავე ვუტოვებთ უფლებას იყოს არა სრულყოფილი და ქონდეს შეცდომების უფლება, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის თავისით არ განვითარდება, დაგვჭირდება კომპრომისები და პატიების უნარი. იმის გაგება, რომ განსხვავებულები ვართ და არა ერთი მთლიანობის ნაწილი.

ჩვენთვის კომფორტულია ცხოვრება და განვითარება იმ ურთიერთობაში, სადაც შევძლებთ ჩვენი პიროვნების ყველა ნაწილის რეალიზებას. მე - ბავშვი, რომელიც აყვება გრძნობებს, მე-მშობელი, დამხმარე, ის ვინც იცის მოსმენა და მე-დიდი, რომელიც მზად არის შეხვდეს კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელსაც შესწევს უნარი მიიღოს პარტნიორის განსხვავებული მხარეები და მისცეს მას თავის გზაზე სიარულის უფლება. სწორედ ასეთ ურთიერთობებში ჩვენ შეგვიძლია ზრდა, ერთმანეთის გაგება და მხარდაჭერა, სიხარულის და სიამოვნების განცდა ერთად ყოფნისგან.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3252 times