ბედნიერი ურთიერთობის კანონები

ბედნიერი ურთიერთობებისთვის საჭიროა იმუშაოთ მასზე ორივემ ყოველ დღე, ბედნიერება მძიმე შრომის ფასად მოდის და ნარჩუნდება, მაგრამ ეს შრომა ყველაზე ღირსეული და მაღალანაზღაურებადია.



მსგავსის კანონი
ჩვენ ყოველთვის ვიზიდავთ ჩვენს მსგავს ადამიანს. თუ არ მოგწონთ თქვენი გარემოცვა ჩაიხედეთ თქვენს გულში.
თუ თვლით რომ გიმართლებთ ადამიანებში, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხართ ასეთი. თუ გსურთ თქვენს ცხოვრებაში იყოს ღირსეული ადამიანი, საჭიროა თქვენ თავად იყოთ ღირსეული.

მიზეზ-შედეგობრივი კანონი
რასაც დავთესავთ იმას მოვიმკით, მოექეცით პარტნიორს პატივისცემით.

სიყვარულის კანონი
ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება სიყვარული, სიყვარული ნიშნავს მიღებას, გულახდილობას, სინაზეს, ზრუნვას, მზაობას გასცე და აიღო პასუხისმგებლობა, საიმედოობას, გულუხვობას. რაც მეტად გამოავლენთ ამ თვისებებს, მით მეტს მიიღებთ სანაცვლოდ.
შიში, ეჭვი, ემოციური  დამოკიდებულება, მანიპულაციები, კონტროლი, პრეტენზიები, საყვედურები ანადგურებენ ურთიერთობას და არაფერი საერთო არ აქვთ სიყვარულთან.

სიტყვის ძალის კანონი
სიტყვებს დიდი ძალა აქვთ. სიტყვით შეიძლება გადაარჩინო ან მოკლა. მიაქციეთ ყურადღება რას ამბობთ, იარლიყები, შეურაცხყოფა, საყვედურები სულში აჩენს ჭრილობებს, რომელთა განკურნებაც ძნელია, იმიტომ რომ ყველა ადამიანის სულში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც ეშინია რომ უარყოფენ. გამოიყენეთ სიტყვის ძალა მხოლოდ თბილი სიტყვებისთვის, კომპლიმენტებისთვის, შექებისა და მხარდაჭერისთვის.


ნდობის კანონი
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ შეგიყვარდა მორჩა, წინ ბედნიერებით სავსე ცხოვრება გელის. სინამდვილეში სიყვარული მცენარეს გავს, რომელიც ან იზრდება და ყვავის ან ჭკნება და კვდება.
ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი სურვილები, მოთხოვნილებები, დამოკიდებულებები და გრძნობები, აგრძნობინეთ რომ გიყვართ და აფასებთ.
ხშირად უთხარით რომ გიყვართ, ნუ იფიქრებთ რომ თქვენდამი კარგი დამოკიდებულება ჩვეულებრივი რამაა, დააფასეთ მისი გრძნობები და თქვენდამი დამოკიდებულება.
გულიდან წამოსული შექება ახალ სიცოცხლეს შთაბერავს თქვენს ურთიერთობას. ყველა ჩვენგანს სჭირდება მიღება და გაგება.

ნდობის კანონი
სიყვარული ნიშნავს აჩუქო შენი ნაწილი პირობების და საფასურის გარეშე. თუ თქვენ გინდათ სიყვარული, პირველ რიგში უნდა შეიყვაროთ, რაც მეტ სიყვარულს ჩუქნით, მით მეტს მიიღებთ, სიყვარული ბუმერანგს გავს, რაც მეტს გასცემ მით მეტი გიბრუნდება.
ჩვენ სიყვარულის მარაგი შეუზღუდავი გვაქვს, რაც მეტს გავცემთ მით მეტი გვაქვს.
ერთადერთი გზა სიყვარულის დაკარგვის საკუთარ თავში არის ის, რომ არ აჩუქო სიყვარული სხვას. მიზეზი, რატომაც არ აქვთ სიყვარული ისაა, რომ ელიან როდის შეიყვარებს სხვა. მაგრამ ეს იმ მუსიკოსს გავს, რომელიც ხალხს ეუბნება: „მე დავუკრავ მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ცეკვას დაიწყებთ“. ნამდვილი სიყვარული უსაზღვროა, ის არაფერს არ ითხოვს სანაცვლოდ.
ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობის საიდუმლო იმაშია, რომ მიაქციო ყურადღება არა იმას, რისი აღებაც შეგიძლიათ, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რისი მიცემაც შეგიძლიათ.

შეხების კანონი

შეხება ერთერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა სიყვარულის, რომელიც ანადგურებს ბარიერებს და ამყარებს ურთიერთობას. შეეხო ადამიანს, ნიშნავს შეეხო მის სულს, იქნებ სწორედ ამიტომ როცა გაბრაზებული ვართ ვამბობთ: „არ შემეხო“
ხშირად ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს, ჩაკიდეთ ხელი, ასეთი შეხების დროს მცირდება სტრესის ჰორმონი, მშვიდდება ნერვული სისტემა, უმჯობესდება იმუნური სისტემის მდგომარეობა, ემოციური მდგომარეობა.
არსებობს აზრი, თუ დღეში არ ჩავეხუტებით 7-8 - ჯერ, განწირული ვართ ავადმყოფობისთვის.

თავისუფლების კანონი
თუ ვინმე გიყვართ უნდა მისცეთ თავისუფლება. რომ მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები, იცხოვროს ისე, როგორც სურს და არა ისე როგორც თქვენ გინდათ, ყველა ჩვენგანს ჭირდება პირადი სივრცე.
ადამიანებს ჭირდებათ თავისუფლება ურთიერთობაში, სხვაგვარად თავს გრძნობენ ხაფანგში. თუ ნამდვილად გიყვართ ვინმე, უნდა სცეთ პატივი მის სურვილებს და მოთხოვნებს.
ყოველთვის ადვილი არ არის მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ არის. ცხოვრებისეული სიბრძნე გვეუბნება: რაც მეტ თავისუფლებას ვაძლევთ სხვას, მით ახლოსაა ის ჩვენთან.
 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3358 times