როგორ ქალებს ირჩევენ მდიდარი და ღარიბი მამაკაცები

მეცნიერებმა დაადგინეს როგორი პარტნიორი ჭირდებათ მდიდარ და ღარიბ მამაკაცებს, ჩვენ მიჩვეული ვართ რომ მდიდარი სპორტსმენები და ბიზნესმენები ჩნდებიან ხალხში მოდელური გარეგნობის ქალებთან ერთად, ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს: სიმდიდრე მამაკაცს მეტად მომთხოვნს ხდის ქალის გარეგნობის მიმართ.



პეკინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგთა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდნენ  სტუდენტები, რომლებსაც ქონდათ სტაბილური ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები.  მონაწილეებს სთხოვეს წარმოედგინათ რომ მდიდრები არიან ან პირიქით რომ არიან ღარიბები.

რამდენიმე დღის შემდეგ სტუდენტებს აჩვენეს საპირისპირო  სქესის ფოტოები და სთხოვეს შეეფასებინათ მათი გარეგნობა. თუ მოეწონებოდა, მაშინ აძლევდნენ რამდენიმე წუთს საურთიერთოთ.

თუ სტუდენტი ახლოს ჯდებოდა უცნობთან  და კმაყოფილი იყო ექსპერიმენტის შემდეგ, ამას განიხილავდნენ როგორც მზაობას დაეწყოთ ურთიერთობა მიმზიდველ უცნობთან.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ქალები და კაცები, რომლებიც გრძნობდნენ თავს მდიდრად მეტად აქტიურობდნენ. მამაკაცები კიდევ უფრო მეტად აქტიურობდნენ ვიდრე ქალები, ისინი უფრო ახლოს ჯდებოდნენ პარტნიორებთან.

გაირკვა, რომ თუ მამაკაცი თავს მდიდრად თვლიდა, უფრო მეტი მოთხოვნები ქონდა თავისი რჩეულის გარეგნობის მიმართ. საინტერესოა რომ ქალებს მსგავსი რამ არ აღენიშნებოდათ.

აქედან გამომდინარე მეცნიერები ამბობენ რომ ეს კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანი ცვლის თავის ურთიერთობის სტრატეგიას გარემო ფაქტორების მიხედვით.

ეს კვლევები ემთხვევა ადრე ჩატარებულ კვლევებს, რომლის დროსაც დადგინდა რომ: ქალები არ ცვლიან თავის მოთხოვნებს მამაკაცის გარეგნობის მიმართ, მამაკაცებისგან განსხვავებით გამდიდრების შემდეგ. ეს ფენომენი აიხსნება ტრივერსის მშობლის წვლილის მიხედვით.

ამ თეორიის თანახმად, ქალები და კაცები სხვადასხვანაირად აფასებენ საპირისპირო სქესის მიმზიდველობას, რადგან სხვადასხვა დროს უთმობენ თავის შთამომავლობას.

ქალები მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან : ორსულობისას, ლაქტაციის დროს, ბავშვებზე განსაკუთრებით ზრუნავენ მათი სიცოცხლის პირველ წლებში. ამიტომ ქალებისთვის რეპროდუქციული წარმატება მნიშვნელოვანია, მათ სურთ იპოვონ მამაკაცი, რომელიც ფლობს საკმარის რესურსებს იმისთვის რომ კომფორტულად აღზარდონ შთამომავლობა. მამაკაცებისთვის კი რეპროდუქციული წარმატება განისაზღვრება იმით თუ რამდენად შეუძლია ქალს მისი გვარის ჯანსაღად გაგრძელება. ამას მამაკაცები ქვეცნობიერად აფასებენ გარეგნული მონაცემებით. ამას გარდა მამაკაცებს აქვთ მისწრაფება ხანმოკლე ურთიერთობებისკენ ქალებისგან განსხვავებით.

თუ ქალი გახდება ფინანსურად დამოუკიდებელი, მან შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციოს პარტნიორის რესურსებს.

მამაკაცებიც სხვანაირად აფასებენ პარტნიორს, როცა არ აქვთ დიდი რესურსები. ღარიბი მამაკაცები უფრო სერიოზულად ეკიდებიან თავის მეორე ნახევარს და ნაკლებ არიან მიდრეკილნი ქონდეთ შემთხვევითი კავშირები. აქვთ ნაკლები მოთხოვნები ქალების მიმართ და მეტად კმაყოფილი არიან თავისი პარტნიორით.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3829 times