მამაკაცის 7 ტიპაჟი, რომლებთანაც არ ღირს დროის დაკარგვა

რომელი ადამიანი არ შემცდარა ერთხელ მაინც პარტნიორის არჩევაში? გთავაზობთ მამაკაცის 7 ტიპაჟს, რომლებთანაც არ ღირს დროის დაკარგვა.



#1 ლამაზმანი
შეიძლება გეგონოთ რომ მომხიბვლელი მამაკაცი ერთი შეხედვით შეგიყვარდებათ და მასთან დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ, მაგრამ მამაკაცები, რომლებიც ყურადღებით ეკიდებიან თავის გარეგნობას, ჩაცმულობას და ქალებს ძალიან ხშირად იცვლიან პარტნიორებს და თითქოს ამ გზით ცდილობენ თავისი მამაკაცურობის „დამტკიცებას“. გრძნობების აყოლა ადვილია, შეიძლება ცოლადაც კი გაყვეთ და თაფლობის თვეში აღმოაჩინოთ რომ სალაპარაკო თემაც კი არ გაქვთ მასთან. ბუნებრივია ასეთი „აქსესუარის ქონა“ დადებითად აისახება თვითშეფასებაზე, ბოლოს დაიღლებით მისი ლამაზი მაგრამ ცარიელი თვალებით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, ამიტომ საჭიროა თავიდან იყოთ მეტად ყურადღებიანი და გაარკვიოთ რა დგას ლამაზი გარეგნობის მიღმა.

#2 მოთამაშე
იმისთვის, რომ თავბრუ დაგახვიოთ სულაც არ არის საჭირო ლამაზმანი იყოს. ის არის სტრატეგი, რომელსაც შეუძლია შეეხოს თქვენს გრძნობებს, ჯერ გესაუბრებათ იმაზე რომ ერთადერთი ხართ, შემდეგ კი იკარგება, გამოჩნდება, დაგარწმუნებთ იმაში, რომ მისთვის ძალიან კარგი ხართ, და რომ თავის გრძნობას ვეღარ უმკლავდება, წავა და ისევ დაგიბრუნდებათ. როგორც წესი მისთვის უარის თქმა ძნელია, გაგაწამებთ თავის თავში ჩაღრმავებით, კითხვებით და ამ კითხვებზე პასუხების ძიებით, შემდეგ ექნება თქვენთან სუპერ ემოციური სექსი და ამის შემდეგ დაიწყებს ახალი ქალის ძიებას.

ის გხიბლავთ საუბრით, ზრუნვით და ღრმა ემოციურობით, თუ მოახერხეთ მისი ამოცნობა თავიდანვე დააინტრიგეთ, მოახდინეთ თქვენი საუკეთესო თვისებების დემონსტრირება, ყველანაირად გამოიყვანეთ წყობიდან, სიტუაცია განვითარება ორნაირად : ან ნამდვილად საოცარი აღმოჩნდებით მისთვის ან დაიწყებთ ბრძოლას რომელიც დიდი ალბათობით ფრეთ დამთავრდება.

#3 მოგზაური
მისი ამოცნობა ადვილია არათანაბარი რუჯით, ის იმდენად მომხიბვლელი არ არის გარეგნულად როგორც მომხიბლავია. როცა დაიწყებს მოყოლას, როგორ უნდა ველურ ბუნებაში საჭმლის მოპოვება ან გველის ნაკბენიდან შხამის ამოწოვა, ბევრი ქალი იხიბლება მისით. მასთან ერთად კარგია ორი კვირით სამოგზაუროთ წასვლა, მაგრამ მთელი ცხოვრება მის გვერდით გატარება ან შეუძლებელია ან თქვენც მასავით მომთაბარე ცხოვრების წესზე უნდა გადახვიდეთ.
გაიხსენეთ თქვენი სამსახური, კრედიტები, ტკბილი სახლი, მეგობრები, მშობლები და დაფიქრდით გსურთ მთელი ცხოვრება მასთან ერთად სიარულში გაატაროთ? თუმცა ამ მამაკაცის მეგობრობა ბევრ საინტერესო სიახლეს და შესაძლოა თავგადასავალსაც მოგიტანთ.

#4 მხიარული ბიჭუნა
ისინი იგონებენ ხუმრობებს და ამით ცდილობენ სახელის „მოხვეჭას“, ადრე როცა ინტერნეტი არ იყო ანეკდოტთა კრებულებს იზეპირებდნენ რომ მერე მოეყოლათ, თუმცა შეხვედრის დროს მალე ამოეწურება ხუმრობის მარაგი და არც თუ ისე ჭკვიანურ ხუმრობებზე გადავა, მათი ატანა ძნელია, განსაკუთრებით მაშინ როცა თქვენი მშობლების წინაშე მოაწყობს მსგავს „ცირკს.“
თუმცა თუ თქვენ გახდებით ის ერთადერთი, ვინც მუდამ გაიცინებს მის წარუმატებელ ხუმრობებზე, შეიძლება მან თქვენი სიყვარული ლამაზ ზღაპრად აქციოს.

#5 მაშველები

საზაფხულო რომანებზე უკვე ბევრია ნათქვამი, როგორც წესი ხანმოკლე ურთიერთობების დროს ძალიან დაბალია „იმ ერთადერთის“ პოვნის შანსი, ხშირად ყველაფერი შვებულებასთან ერთად მთავრდება.
საზაფხულო რომანი თავიდან მსუბუქ გართობად გეჩვენებათ, მაგრამ როცა მთავრდება იმედგაცრუების გრძნობას ტოვებს, დაიმახსოვრეთ რაც ნაკლებ სელფს გადაიღებთ ერთად მით მალე დაივიწყებთ მას.

#6 ინტელექტუალი
მას აქვს საოცარი მეხსიერება, მოდურ სათვალეს ატარებს და ყველაზე ძალიან უყვარს დისკუსიები. ის საუბრობს ისე როგორც არავინ, ყველა მონუსხულივით უსმენს და თქვენ სიამაყით და იმედებით ივსებით. თუმცა ასეთ ადამიანებს ახასიათებთ: წიგნები დალაგებული გარკვეული თანამიმდევრობით, ტანსაცმელი დალაგებული ფერების მიხედვით, პედანტიზმი, რომელიც ესაზღვრება ტირანიის მსუბუქ ფორმას, ასე წარმოგიდგენიათ ოჯახური ცხოვრება?

#7 მოუხელთებელი
ეს იმას გავს რომ როკ-ვარსკვლავი შეგიყვარდეთ. მოგწონთ მისი იდუმალება და იმის ფიქრი რომ ერთად ყოფნა შეუძლებელია, ყოველ საღამოს მასთან შეხვედრაზე ოცნებობთ ის კი მესენჯერში მინიმუმ 5 გოგოს წერს და მეორე 5 კიდევ რიგში ყავს. მასთან ურთიერთობა პირდაპირი გზაა ტანჯვისკენ, გინდათ ეს?

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4291 times